FM97.5 / LIVE

ახალი წელი 195,256 ლარად – საახალწლო ღონისძიებები სამცხე–ჯავახეთში

მთავარიეკონომიკა 03.01.2017
სამცხე–ჯავახეთის შვიდივე მუნციპალიტეტი, ახალი, 2017 წლის დადგომას სხვადასხვა ღონისძიებებით შეხვდა. თუმცა, გასული წლებისგან განსხვავებით, წელს, სამცხე–ჯავახეთში, ახალი წლის დადგომა, ბორჯომის გარდა, ყველგან ადგილობრივი ანსამბლების კონცერტებით იზეიმეს. საახალწლო სამზადისი რეგიონში 195,256 ლარი დაჯდა.

ახალი წელი 195,256 ლარად  – საახალწლო ღონისძიებები სამცხე–ჯავახეთში

ქალაქ ახალციხეში საახალწლო ზეიმები 31 დეკემბერს, შუადღეს დაიწყო. 15: 00 სააათზე, ცენტრალურ პარკში, მთავარ ნაძვისხესთან საახალწლო ზეიმი პატარებისთვის გაიმართა. ღონისძიებაში სიმჭერის ანსამბლი „პალიტრა“ და ზღაპრის გმირები მონაწილეობნენ. ღონისძიების დასასრულს პატარებს საახალწლო საჩუქრები, – ტკბილეული გადაეცათ.

მთავარი ღონისძება კი საღამოს, 23:00 საათზე დაიწყო. კონცერტი ამჯერადაც ქალაქის ცენტრალურ პარკში გაიმართა, ადგილობრივი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით. ადგილობრივებს ახალი წლის დადგომა ქალაქის მერმა ვლადიმერ ზედგინიძემ მიულოცა. კონცერტი ფეიერვერკით დასრულდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალი წლის დადგომას დისკოთეკების ფონზე შეხვდენ. ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ინფორმაციით, ახალი წლის ღამეს დისკოთეკა გაიმართა: აწყურში, სხვილისში, ურაველში, მუსხში, ზიკილიაში, საყუნეთში, ივლიტაში, ზემო სხვილისში, წყალთბილაში და ქალაქ ვალეში.

თუმცა, თემმა, საახალწლო ღონისძიებები ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო. თოვლის პაპასა და სანტა კლაუსის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა, სპეციალურად, საახალწლოდ მორთული მანქანებით, სიმღერებითა და საყვირებით, მუნიციპალიტეტის 47–ვე სოფელი შემოიარეს და შემხვედრი პატარები საახალწო ტკბილეულით დაასაჩუქრეს.

დაბა ადიგენის ცენტრში, სპეციალურად ამ დღისთვის მოწყობილ სცენაზე გაიმართა სადღესასწაულო ღონისძიებები ადიგენში. ახალციხის მსგავსად, ადიგენშიც კონცერტში ადგილობრივი ანსამბლები და შემსრულებლები მონაწილეობდნენ.

ადგილობრივებს ახალი წელი ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ მიულოცა. საღამო, ადიგენშიც, ფეიერვერკით დასრულდა.

31 დეკემბერს, 22:00 საათზე დაიწყო საახალწლო კონცერტი ასპინძაშიც. ახალციხისა და ადიგენის მსგავსად, კონცერტი აქაც ადგილობრივი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მონაწილეობით გაიმართა და საღამო ფეიერვერკით დასრულდა.

ქალაქ ახალციხის მსგავსად, საახალწლო ღონისძიებები ბორჯომშიც 31 დეკემბერს, შუადღეს, სანტას ფორმაში ჩაცმული ადამიანების მსვლელობით დაიწყო. მოგვიანებით, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ფოიეში სოციალურ სახელოსნოში დამზადებული ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. სტამბაში დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ შექმნილი რვეულებისა და ბლოკნოტების შეძენა ყველა მსურველს შეეძლო. პროდუქცია დამთვალიერებლის წინაშე ბორჯომელმა მოხალისეებმა წარადგინეს.

გამოფენის შემდეგ, ტრადიციულად, ბორჯომში 2016 წლის წარმატებული ადამიანები დაასახელეს და დააჯილდოვეს.

18:00 საათზე, ბორჯომში, საახალწლო კონცერტი დაიწყო. ბორჯომში, განსხვავებით სხვა ქალაქებისგან, ადგილობრივების განწყობაზე ნინი სუბლატმა, გიგი ადამაშვილმა და ჯგუფებმა “LOUDspeakers”–მა და “STARKEY” –მ იზრუნეს. ბორჯომის შემდეგ, კონცერტი ბაკურიანში გაგრძელდა.

ადგილობრივებს ახალი წლის დადგომა მოსახლეობას მიულოცა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა.

შეკრებილებს კონცერტის განმავლობაში ალკოჰოლური და ცხელი სასმელების დაგემოვნების საშუალება ჰქონდათ. სცენის გარშემო სპეციალურად მაყურებლისათვის კასრებში ცეცხლიც დაინთო.ღონისძიებები გრანდიოზული ფეიერვერკებით დასრულდა.

საახალწლო კონცერტი ნინოწმინდაში 22:00 საათზე დაიწყო. კონცერტში ადგილობრივი შემსრულებლები მონაწილეობდნენ. ჰაოსისა და ქართლოსის პარკში შეკრებილ პატარებს, ტკბილეული დაურიგეს. კონცერტი აქაც ფეიერვერკით დასრულდა.

საახალწლო კონცერტი ახალქალაქში, ქალაქის ცენტრში 24:00 საათზე დაიწყო. ღონისძიებაში , აქაც, ადგილობრივი ანსამბლები მონაწილეობდნენ. სხვა მუნიციპალიტეტბისგან განსხვავებით, ახალქალაქში, მწირი ფინანსების გამო, ბავშვებისთვის საახალწლო საჩუქრები არ დაურიგებიათ.

საახალწლოდ ქუჩების მორთვიასვის, მთავარი ნაძვის ხის დადგმისა და საახალწლო კონცერტებისთვის, რეგიონის 7–მა მუნიციალიტეტმა, ჯამში, 195,256 ლარი დახარჯა.

შვიდიდან ექვსმა, საახალწლო სამზადისისთვის ტენდერი გამოაცხადა, ერთმა, ასპინძამ კი, თანხის სიმცირის გამო, დაბის საახალწლოდ მოსართავად და კონცერტის გასამართად, შემსრულებლები ტენდერის გარეშე შეარჩია.

ახალი წლისთვის ყველაზე მეტი თანხა, – 88,500 ლარი, ბორჯომის მუნიციპალიტეტმა დახარჯა. ეს თანხა, ბორჯომისა და ბაკურიანისთვის დაიხარჯა; 39 614 ლარი დაუჯდა ახალი წელი ახალცხის მერიას; 35 700 ლარი გამოყო საახალწლო ზეიმებისა და ღონისძიებებისთვის ახალციხის თემმა; 8 845 ლარში ჩაეტია ასპინძა და 6,597 ლარი იმყოფინა ადიგენმა; 7500 ლარი იყო გათვალისწინებული ნინოწმინდაში და 8500 ლარი ახალქალაქში.

[ნინო ნარიმანიშვილი, სამცხე–ჯავახეთი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქსა და ნინოწმინდაში საახალწლო ღონისძიებებისთვის 16 000 ლარი დაიხარჯება
ახალციხეში საახალწლო კონცერტი გაიმართა[Photo]
სამცხე-ჯავახეთში საახალწლო ღონისძიებებისთვის 145 748 ლარი იხარჯება
რა თანხას ხარჯავს და რას გეგმავს რეგიონი საახალწლოდ
თოვლის ბაბუ, ჯამბაზები და ტკბილეული – საახალწლო ღონისძიება ბორჯომში [ფოტო]
რა იგეგმება ახალციხის ცენტრში ახალი წლის ღამეს?
ახალციხის პარკში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება