FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთში საახალწლო ღონისძიებებისთვის 145 748 ლარი იხარჯება

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 28.12.2017
სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტებიდან, საახალწლო ღონისძიებებისთვის, ყველაზე ნაკლებს – 3.083 ლარს ადიგენი, ყველაზე მეტს – 83 .744 ლარს კი ბორჯომი ხარჯავს. თანხის მსგავსად, განსხვავებულია ღონისძიებების მასშტაბებიც.

სამცხე-ჯავახეთში საახალწლო ღონისძიებებისთვის 145 748 ლარი იხარჯება

რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში, საახალწლოდ მორთეს ქუჩები და დაგეგმეს კონცერტები. ექვსიდან ოთხ მუნიციპალიტეტში ახალი წლის ღამეს წარმოდგენას ადგილობრივი ფოლკლორული და ქოეოგრაფიული ანსამბლები გამართავენ, ახალციხესა და ბორჯომში კი გაცილებით მასშტაბური ღონისძიებებია დაგეგმილი.

ადიგენში ტენდერში გამარჯვებულმა ფირმამ 3 083 ლარით უკვე არსებული ხის სცენა უნდა დაამონტაჟოს, ქალაქის ცენტრალური ქუჩები საახალწლო განათებებით მორთოს და ფოიერკევკები შეიძინოს. ადიგენში საახალწლო კონცერტში ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ვოკალური ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას.

წელს განსხვავებული მზადებაა ახალციხის მუნიციპალიტეტში, აქ საახალწლო ღონისძიებები ქალაქის ცენტრალურ პარკში რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. საახალწლო აქსესუარებით მოირთო ცენტრალური ქუჩები. ახალი წლის ღამეს ახალციხეში სოფო ხალვაში იმღერებს.

ახალციხე საახალწლო ღონისძიებებისთვის 20 390 ლარს დახარჯავს. გარდა ამ თანხისა, 8 000 ლარია გათვალისწინებული საახალწლო ტკბილეულისთვის, რომელიც მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პატარებს დაურიგდებათ.

9 000 ლარი დაიხარჯა საახალწლო განათებისა და ფოიერვერკების შესაძენად ასპინძაში. 31 დეკემბერს კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით გაიმართება.

ნინოწმინდა საახალწლო ღონისძიებებში 6 700 ლარს ხარჯავს. მუნიციპალიტეტმა საახალწლო სამზადისი დაასრულა. უკვე მორთულია ქუჩები და ნაძვის ხე. ნინოწმინდაში საახალწლო კონცერტი 31 დეკემბერს, საღამოს 18:00 საათიდან დაიწყება და 23:00 საათზე ფოირვერკით დასრულდება. ღონისძიებაში მონაწილეობას ადგილობრივი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები მიიღებენ.

ახალქალაქში საახალწლო ღონისძიებებისთვის წელს 21.831 ლარი იხარჯება. მორთეს კულტურის სახლისა და ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორია და დადგეს 10–მეტრიანი ნაძვის ხე. ახალქალაქში კონცერტში მონაწილეობას ადგილობრივი ანსამბლები მიიღებენ.

რეგიონის მასშტაბით საახალწლო ღონისძიებებისთვის ყველაზე მეტს, 83.744 ლარს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ხარჯავს. ბორჯომის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებები, როგორც ქალაქ ბორჯომში, ასევე დაბა ბაკურიანში გაიმართება. 31 დეკემბერს გალა–კონცერტი ბორჯომში 19:00 საათზე, ხოლო დაბა ბაკურიანში 22:00 საათზე დაიწყება. მასში მონაწილეობას მოწვეული შემსრულებლები დავით არჩვაძე, ჯგუფი "რეზო და ბავშვები" და ჯგუფი TDG მიიღებენ.

[თინათინ ზაზაძე, სამცხე–ჯავახეთი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქსა და ნინოწმინდაში საახალწლო ღონისძიებებისთვის 16 000 ლარი დაიხარჯება
ნინოწმინდა საახალწლო ღონისძიებებში 6 700 ლარს დახარჯავს
ახალქალაქში საახალწლო ღონისძიებებისთვის 21 831ლარი დაიხარჯება
ახალი წლის ღონისძიებებისთვის ასპინძაში 9 000 ლარი  დაიხარჯება
ახალციხის მერიამ საახალწლო ღონისძიებებისთვის ტენდერი 39 614 ლარზე გამოაცხადა
სამცხე–ჯავახეთში საახალწლო ღონისძიებებისთვის 300 000–მდე ლარი იხარჯება
ბორჯომი საახალწლო ღონისძიებებისთვის, დაახლოებით, 200 000 ლარს ხარჯავს