FM97.5 / LIVE

მოხელი მართლმადიდებლები მუსულიმი მოსწავლეების პროტესტს პროვოკაციას უწოდებენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.12.2016
მოხეში მცხოვრები მართლმადიდებლები მუსულიმი მოსწავლეების პროტესტს პროვოკაციას უწოდებენ, თავად დირექტორი კი მომხდარზე არ საუბრობს;

მოხელი მართლმადიდებლები მუსულიმი მოსწავლეების პროტესტს პროვოკაციას უწოდებენ

მოხეში, გაკვეთილების დასრულების შემდეგ, მეთორმეტე კლასელმა მუსლიმმა გოგონებმა, „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადეს, რომ დღეიდან სკოლაში, თეონა ბერიძის სოლიდარობის ნიშნად, თავსაფრებით ივლიან.

„ამის მერე ჩვენ სულ ასე ვივლით“, – ამბობს მოხეს მეთორმეტე კლასის მოსწავლე ირმა ბერიძე.

მოსწავლეების თქმით, დღეს სკოლაში მათ თავსაბურავით გამოჩენას რაიმე აგრესია არ მოჰყოლია: „უბრალოდ, დამრიგებელმა გვკითხა, რატომ ხართ ბავშვებო თავსაფრებითო, ეს იყო და ეს. სხვას არავის არაფერი უთქვამს“.

კლასში, რომელშიც თეონა ბერიძე სწავლობს, მისი ჩათვლით 24 მოსწავლე ირიცხება. მათ შორის მხოლოდ ერთი მართლმადიდებელი გოგონაა. თუმცა დღეს ის სკოლაში არ იმყოფებოდა: „ახალციხეში მეცადინეობებზე დადის და ამიტომ არ მოსულა“.

სხვა მართლმადიდებელი მოსწავლეები საუბარას თავს არიდებენ.

დაახლოებით, 30 წუთის წინ, სკოლაში დირექტორი ნათია რეხვიაშვილიც გამოჩნდა, თუმცა „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარი არც მან ისურვა: „თქვენთვის არ მცალია, გაკვეთილზე შევდივარ“.

თუმცა, სოფელში მცხოვრები სხვა მართლმადიდებლები ნათია რეხვიაშვილის პოზიციას ამართლებენ და ამბობენ, რომ მასწავლებელმა მოსწავლეს შენიშვნა სამართლიანად მისცა: „ეს არც მეჩეთია და არც ეკლესია, რომ თავდახურულმა იარო. დირექტორი სწორად მოიქცა. მერე რა რომ სარწმუნოება ავალდებულებს. ის რომ დღეს ყველა თავსაფრთ მივიდა სკოლაში, ეს უკვე პროვოკაციაა და საშიშია“.

ამ წუთებში მოხეში საგაკვეთილო პროცესი ჩვეულებრივად გრძელდება. მოხეს სადავო შენობასთან კი მუსლიმები სალოცავად იკრიბებიან. პერიმეტრს აკონტროლებს პოლიციაც.

შეგახსენებთ, მოხის სკოლის მეოთორმეტე კლასის მოსწავლეები ამბობენ, რომ მოხის სკოლაში გოგონას დირექტორმა თავსაფრის ტარება დაუშალა. მათი თქმით, თავსაბურავის მოხდა სკოლის დირექტორმა ნათია რეხვიაშვილმა თეონა ბერიძეს მოსთხოვა. გოგონამ ერთი სემესტრი ბათუმში, №27 საჯარო სკოლაში ისწავლა და ახლა მობილობით მოხის სკოლაში ბრუნდებოდა. დირექტორმა კი უთხრა რომ სკოლაში იმ შემთხვევაში მიიღებდა, თუ თავსაფარს მოიხდიდა. მათივე განცხადებით, დირექტორმა გოგონა სკოლაში მიიღო, თუმცა, მისდამი სოლიდარობისა და დირექტორის ქმედებისადმი პროტესტის ნიშნად, დღეს, 23 დეკემბერს, მოხის სკოლაში, მეთორმეტეკლასელი სხვა მუსლიმი გოგონებიც თავსაბურავებით მივიდნენ.

საქართველოს განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ თუ გოგონა ფიქრობს, რომ მისი უფლებები დაირღვა, შეუძლია სამინისტროს შიდა აუდიტს მიმართოს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დირექტორის რჩევა თუ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია – ხმაური მოხეს სკოლაში [Video]
მოხის სკოლის დირექტორი ამბობს, რომ გოგონასთვის თავსაბურავის ტარება არ დაუშლია
სახალხო დამცველის აპარატი მოხეს სკოლაში მომხდარზე
მოხის სკოლაში მუსლიმი მოსწავლეები საპროტესტო აქციას მართავენ
მოხეს სკოლის მოსწავლეებმა განათლების სამინისტროს წერილობით მიმართეს
მოსწავლეების თქმით, მოხის სკოლაში დირექტორმა გოგონას თავსაფრის ტარება დაუშალა
სამინისტრომ მოხეში მუსლიმი მოსწავლის დისკრიმინაციის ფაქტი ვერ დაადგინა