FM97.5 / LIVE

საკრებულომ ახალციხის ბიუჯეტი დაამტკიცა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 22.12.2016
8 ხმით, 4–ის წინააღმდეგ, ქალაქ ახალციხის საკრებულომ, 2017 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს უმცირესობამ მხარი არ დაუჭირა.

საკრებულომ ახალციხის ბიუჯეტი დაამტკიცა

საკრებულოს სხდომას, რომელზეც ბიუჯეტის დამტკიცების საკითხი განიხილებოდა, 15 დეპუტატიდან 3 არ დაესწრო, 12–დან 4–მა კი დოკუმენტი იმ მოტივით დაიწუნა, რომ ხალხზე ორიენტირებული არაა.

„ეს არის ნაჩქრევად მიღებული ბიუჯეტი და არ არის ახალციხისთვის სასიკეთო. ორი წელია ვამბობთ, აუცილებელია ააიპ–ების ოპტიმიზაცია, არ არის ამდენი ააიპ–ი საჭირო“, – ამბობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი მალხაზ გიქოშვილი.

მისივე თქმით, არასაკმარისი თანხაა გაწერილი სოციალურ პაკეტში: „ოპერაციებთან დაკავშირებით თანხა მცირეა. უნდა გაეთვალისწინებინათ წლევანდელი ხარჯვა და თანხა ისე გაეწერათ მომავალი წლის ბიუჯეტში“.

ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ ბიუჯეტის საჯარო განხილვის დროს მოსახლეობის მოთხოვნების ნაწილი გაითვალიწინეს, რადგან ყველაფერის ბიუჯეტში ასახვას ვერ შეძლებდნენ.

მაგალითად, ახალციხის ციხის დირექციის თხოვნა, – ამფითიატრისთვის მოძრავი სცენის შეძენა, ადგილობრივმა თვითმმართველობამ ვერ დააკმაყოფილა.

„ჯერ–ჯერობით თავს ვიკავებთ, ამის სახსრები არ გაგვაჩნია. ეს სცენა ჯდება 60–დან 90–ათას დოლარამდე. დღეისათვის ეს ფუფუნება არ გვაქვს, თუ ასე მიზნობრივად წარვმართავთ მუშაობას, ერთი კი არა, შეიძლება ორიც ვიყიდოთ“, – ამბობს ახალციხის მერი ვლადიმერ ზედგინიძე.

მწირი ბიუჯეტი დასახელდა ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან რვასართულიან კორპუსში ლიფტების ვერ დამონტაჟებასთან დაკავშირებითაც. ადგილობრივები პრობლემის მოგვარებას რამდენიმე წელია ითხოვენ.

„არის ბევრი უფრო პრობლემატური საკითხი, რომლებიც პირველ რიგში უნდა გადავწყვიტოთ. არ ვამბობ რომ ეს პრობლემა არ არის, ერთადერთი მაღლივი შენობაა, რომელიც ახალციხეს გააჩნია და იქ იყო ლიფტები დამონტაჟებული, დღეს კი აღარაფერია. თუმცა, ამ ბიუჯეტში ვერ მოვახდინეთ თანხის აკუმულირება“, – ამბობს ვლადიმერ ზედგინიძე და იმედოვნებს, რომ მომავალ წელს თვითმმართველობის აქტიური მუშაობით აღნიშნულ თანხას გამოძებიან, – „2017 წელს ჩვენ ბევრი შანსი გვაქვს. გარკვეული ცვლილებები შევა ბიუჯეტში, იმ საშუალებებით, რომელსაც ჩვენ მოვიპოვებთ“.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ლიფტები, რომელიც მერიის ბიუჯეტში ჯერ  ვერ მოხვდა
ადიგენის ბიუჯეტი ტრანსფერზეა დამოკიდებული
ბორჯომის საკრებულომ ‘საგანგებო ბიუჯეტი’ დაამტკიცა
ახალციხის საკრებულომ 25 000 ლარით 'საგანგებო ბიუჯეტი' დაამტკიცა
ახალციხემ 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ასპინძის საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
120.000 ტბას და 200.000 ‘ახალციხის ციხეს’ –  ქალაქის ბიუჯეტი დამტკიცდა