FM97.5 / LIVE

ბარალეთში ბავშვებს კლუბში ვერ უშვებენ

მთავარისაზოგადოება » განათლება 14.02.2013
სოფელ ბარალეთის კულტურის სახლში ჩამსხვრეულია მინები და ჩამოვარდნილია ფანჯრები. მაგრამ, რადგან ახალგაზრდებს სხვა ადგილი არ აქვთ, ცეკვის გაკვეთილებზე მაინც ამ შენობაში დადიან.

ბარალეთში ბავშვებს კლუბში ვერ უშვებენ
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთში კლუბის შენობა, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან არსებობს, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ფასადიდან საბჭოთა სიმბოლიკაც კი არ არის ჩამოხსნილი. მიუხედავად ამისა, ყოველ კვირა დღეს ბარალეთში ახალციხიდან და ახალქალაქიდან ცეკვის მასწავლებლები ჩადიან და მოსწავლეებს ამეცადინებენ. ერთი მოსწავლე სწავლის ქირას თვეში 20 ლარს იხდის.

„შვილები ცეკვაზე დადიან, მაგრამ სახურავი დამპალია, კედლები ჩამონგრეული, გათბობა არ არის. ბავშვები სახლში გაყინულები ბრუნდებიან. შიშით, მაგრამ მაინც ვუშვებ“, – გვითხრა ბარალეთელმა სპირიდონ ამირშატიანმა.

ვაგარშაკ ბერუჯანიანი ამბობს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას კულტურის სახლის შენობასთან დაკავშირებით არაერთხელ მიმართეს: ”ჟურნალისტებიც ბევრჯერ ჩამოვიდნენ, ფოტოები გადაიღეს, მაგრამ ყურადღებას მაინც არ გვაქცევენ. შენობა უკვე ინგრევა. რა ქნან ბავშვებმა, სად იარონ“.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 30 კლუბია. აქედან გარემონტებულია მხოლოდ 5-6, დანარჩენები ისეთსავე სავალალო მდგომარეობაშია, როგორც ბარალეთის კულტურის სახლი. გარემონტებულ კლუბებშიც არის პრობლემები: არ აქვთ სკამები, მაგიდები, ინვენტარი, მუსიკალური ინსტრუმენტები და კიდევ ბევრი რამ, რაც კულტურის სახლს ნორმალური მუშაობისთვის სჭირდება.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ვალერი სტელმაშოვი ამბობს, რომ მათი სამსახურის კომპეტენცია კულტურის სახლებში სამუშაო პროცესის დარეგულირებაა, რემონტი ეკონომიკური სამსახურის საქმეა.

ბოლო რემონტი კლუბებში შარშანწინ ჩატარდა. სარემონტო სამუშაოები კლუბებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ან „სოფლის დახმარების პროგრამის“ ხარჯზე მიმდინარეობდა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კლუბების კავშირის თავმჯდომარე ალიქ ქსოპიანი არ ფიქრობს, რომ ბარალეთის კლუბი ავარიულ მდგომარეობაშია, მაგრამ არ უარყოფს, რომ შენობას რემონტი ნამდვილად სჭირდება.

„შეიძლება ითქვას, რომ მუნიციპალიტეტის კლუბების 40%–ს რემონტი სჭირდება. არ ვიცი, რამდენად არის ბიუჯეტში გათვალისწინებული ჩვენი სოფლის კლუბების რემონტის ხარჯი, საერთოდ არის თუ არა ეს პუნქტი ჩადებული და შედის თუ არა იქ ბარალეთი. ეს შენობა ჩვენს ბალანსზე არ არის“, – ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კლუბების კავშირის თავმჯდომარე ალიქ ქსოპიანი.

ბარალეთის კლუბში არ არის ელექტროენერგია და ყოველი მეცადინეობის დროს ოთახს სხვადასხვა საშუალებებით ანათებენ. ეს პრობლემა სხვა კლუბებშიც აქტუალურია.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. როგორ უნდა მოთხოვო კულტურის სახლს მუშაობა, თუ იქ ელექტროენერგიაც არ არის“, – ამბობს ალიქ ქსოპიანი.

მისი თქმით, ეს საკითხი გასულ წელს დღის წესრიგში დააყენეს, მაგრამ დღემდე არ არის გადაწყვეტილი. ვიდრე კლუბების კუთვნილების საკითხი არ მოგვარდება, იქამდე ვერც ელექტროენერგიის პრობლემა გადაწყდება.

„ადრე კლუბები პროფკავშირის ან კოლმეურნეობის ბალანსზე იყო. ახლა ეს ყველაფერი აღარ არსებობს და ისინი „ჰაერშია გამოკიდული“. ორი წელია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს განცხადებებს ვწერთ. ელექტროენერგიის პრობლემა ნამდვილად არსებობს. ელექტროენერგიის გასაყვანად და მრიცხველის დასაყენებლად ელექტროკომპანიას შენობის პროექტი ჭირდება, პროექტი კი მხოლოდ პრივატიზაციის შემდეგ გაიცემა. სამმართველო, კერძოდ თამაზ გვარამაძე წერდა, რომ საჭიროა კლუბები სახელმწიფო ქონების სიიდან მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადავიდეს. აქამდე არ ვიცით, რომელი კლუბია ბალანსზე გადასული და რომელი არა“, – ამბობს ვალერი სტელმაშოვი.

მოსწავლეების მშობლებს იმედი აქვთ, რომ კლუბების ბედით ამჯერად მაინც დაინტერესდებიან და მათი მდგომარეობა იქამდე გამოსწორდება, ვიდრე რაიმე მსხვერპლი არ მოხდება.

[შუშან შირინიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე


ვალის კულტურის სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

”სოფელში ქორწილები და მშობიარობები შემცირდა”
ნინოწმინდის ოთხ სოფელში კლუბების რეაბილიტაცია იწყება
ახალციხეში კულტურის სახლი ორსაუკუნოვან ავარიულ შენობაში ფუნქციონირებს
ასპინძაში კულტურის სახლის რეაბილიტაცია იწყება