FM97.5 / LIVE

ბორჯომში საარჩევნო მასალების განთავსების ადგილები განსაზღვრეს

მთავარისიახლე, არჩევნები 01.09.2020
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ის ადგილები განსაზღვრა, სადაც პოლიტიკურ პარტიებს პლაკატების და ბანერების გაკვრა შეეძლებათ.

ბორჯომში საარჩევნო მასალების განთავსების ადგილები განსაზღვრეს

ადგილების ჩამონათვალი, ბორჯომის საკრებულომ საკრებულოს სხდომაზე 25 აგვისტოს დაამტკიცა.

დოკუმენტში წერია, რომ მესაკუთრის ან მისი მფლობელის ნებართვის შემთხვევაში, ბეჭდვითი სააგიტაციო მასალები შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებზე, სამშენებლო ტერიტორიტორიების შემომსაზღვრელ დროებით ღობეებსა და სხვა ობიექტებზე.

რაც შეეხება ბანერებს, მისი განთავსება დასაშვებია მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურის ნებართვის შემდეგ, საავტომობილო გზების გასწვრივ მდებარე ღამის განათების ბოძებზე (მიწის ზემოთ არანაკლებ სამი მეტრის სიმაღლეზე).

ასევე, განისაზღვრა ის ადგილები სადაც აკრძალულია საარჩვენო პლაკატების გაკვრა, ესენია:

• საკულტო ნაგებობები;
• კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა–ნაგებობები;
• სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები;
• ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;
• სასამართლო;
• პროკურატურა;
• პოლიციის კუთვნილი შენობები;
• საგზაო ნიშნები;
• ქალაქ ბორჯომში შემოსასვლელთან მდებარე ქვის სტელა;

გათვალისწინებულ ადგილებში საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას საარჩევნო პლაკატი შემდეგი ზომებით: სიგრძე არა უმეტეს 60 სმ, სიგანე არაუმეტეს 42 სმ (A2 ფორმატი);

ასევე, საარჩევნო სუბიექტები ვალდებულნი არიან არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყონ სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

[ნუკა სეტფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

 ბორჯომში საარჩევნო შეხვედრებისა და პლაკატების გასაკრავი ადგილები გამოყეს
სად (არ) შეიძლება საარჩევნო პლაკატების გაკვრა – ახალციხის საკრებულოს დადგენილება
საარჩევნო მასალებისა და შეხვედრებისთვის გამოყოფილი ადგილები ადიგენში
ასპინძაში საარჩევნო მასალების  განთავსების ადგილები გამოყეს
სად შეიძლება საარჩევნო პლაკატების განთავსება ახალციხის სოფლებში
ახალციხეში საარჩევნო მასალების განთავსების  ადგილები განსაზღვრეს
ახალციხის თვითმმართველობამ საარჩევნო მასალების გასაკრავი ადგილები გამოყო