FM97.5 / LIVE

ახალციხეში ახლადდამონტაჟებულ ლიფტში მობინადრეები გაიჭედნენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.07.2019
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე, "რვასართულიანებში", ახლად დამონტაჟებულ ლიფტში, ქალი და ბავშვი გაიჭედნენ. ლიფტი პირველ და მეორე სართულებს შორის გაჩერდა.

ახალციხეში ახლადდამონტაჟებულ ლიფტში მობინადრეები გაიჭედნენ

დღეს, 17 ივლისს, თამარაშვილის N2–ში, ე.წ. რვასართულიანების სადარბაზოში დამონტაჟებული ლიფტი გაჩერდა და რამდენიმე წუთის განმავლობაში, შიგ მყოფი პირები დახმარებას ელოდებოდნენ.

კორპუსის სადარბაზოში ამ ლიფტის მონტაჟი გუშინ, 16 ივლისს დასრულდა. აქ სამუშოებს შპს "ტექსერვის +" აწარმოებს. ადგილზე, ლიფტის შესაკეთებლად და გაჭედილი მობინადრეების დასახმარებლად, კომპანიის წარმომადგენლები მივიდნენ. როგორც მათ განმარტეს, ლიფტი ექსპლუატაციაში შესული იყო, მაგრამ მობინადრეებმა არასწორად მოიხმარეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოების სამსახურის ინფორმაციით, „ლიფტი იმიტომ გაიჭედა, რომ მცხოვრებლებმა კარის გაღება შიგნიდან სცადეს და სართულებს შორის გაჩერდნენ“.

ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩა N2-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ლიფტების მონტაჟი სამ სადარბაზოში მიმდინარეობს.

კორპუსის ერთ სადარბაზოში უკვე დამონტაჟდა ლიფტი, დანარჩენებში კი სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის უნივერსიტეტის მეორე კორპუსში შშმ პირებისთვის ლიფტი გაკეთდება
ახალციხეში ორ შენობაში არსებულ ლიფტებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ლიფტები, რომელიც მერიის ბიუჯეტში ჯერ  ვერ მოხვდა
ახალციხეში შშმ პირები მერიისგან  დაპირებულ  ლიფტებს მეორე წელია ელიან
ეტლით მოსარგებლე პირებს უნივერსიტეტში გადაადგილება გაუადვილდებათ
30 წლის შემდეგ, ახალციხეში, რვასართულიან კორპუსში ლიფტები დამონტაჟდება
ახალციხის ერთადერთ მრავალსართულიან ბინაში ლიფტის შეკეთებას ითხოვენ