FM97.5 / LIVE

რის მიხედვით შეარჩევს ახალციხის ახალი მერი კადრებს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 21.11.2016
გეგმავს თუ არა ახალციხის ახალი მერი ვლადიმერ ზედგინიძე საკადრო ცვლილებებს და რის მიხედვით იხელმძღვანელებს იგი სამსახურების უფროსების შერჩევისას;

რის მიხედვით შეარჩევს ახალციხის ახალი მერი კადრებს
ახალციხის მერიაში საკადრო ცვლილებების შესახებ ახალარჩეულმა მერმა ვლადიმერ ზედგინიძემ „სამხრეთის კარიბჭეს“ ყოველკვირეულ გადაცემაში „კვირის აქცენტში“ ისაუბრა. სადაც მან შეკითხვაზე, გეგმავს თუ არა იგი საკადრო ცვლილებების განხორციელებას, გვიპასუხა: „რა თქმა უნდა, ეს აუცილებელიც იქნება და საჭიროც. ეს საერთო საქმისა და ქალაქის ცხოვრებისთვის არის აუცილებელი და არა იმისთვის, რომ ჩემი იქ მისვლით რევოლუციური ცვლილებები უნდა ჩავატაროთ, რაც დისონანს გამოიწვევს კადრებთან მიმართებაში“.

მისი თქმით, მას შემდეგ რაც მას, როგორც მერს რწმუნება მიეცემა, თვითმმართველობის კოდექსის 59–ე მუხლის შესაბამისად, ყველა სამსახურის უფროსი უნდა გადადგეს: „როგორც კი საკრებულო ამ რწმუნებას ჩამაბარებს მე წარვადგენ სამსახურების უფროსებსა და ჩემს მოადგილეებს“.

ვლადიმერ ზედგინიძე უფლებამოსილების შესრულებას 18 ნოემბერს შეუდგა. ამავე დღეს, მან განაცხადა, რომ ქალაქის ვიცე მერი ილია ზარდიაშვილი იქნება. რაც შეეხება მეორე მოადგილეს ზაზა გელაძეს, დარჩება თუ არა იგი კვლავ მერის მოადგილედ, ზედგინიძე ამაზე ჯერ არ საუბრობს: „შევთანხმდებით უახლოეს მომავალში“.

რის მიხედვით იხელმძღვანელებს ზედგინიძე მეორე მოადგილის შერჩევისას უცნობია, სამსახურის უფროსებს კი წარგენილი ანგარიშების მიხედვით დანიშნავს: „წლის ბოლოა თითქმის, ყველას უნდა ჰქონდეს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში. მე ამ ანგარიშს ჩავიბარებ. რა ამოცანებიც გვაქვს დასახული იმათ განსახორციელებლად რამდენად შესწევთ ძალა, აი, ამას გავითვალისწინებ“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერიაში საკადრო ცვლილებები დაიწყო – ორი თანამშრომელი გაათავისუფლეს
მერია ცვლილებების მოლოდინში – ვაკანტური ათი პოზიციაა
ახალციხეს ახალი მერი და ახალი ვიცე–მერი ჰყავს
ახალციხის ახალი მერი სამსახურების უფროსებს გაეცნო
რისთვის ქმნის ახალციხის ახალი მერი საზოგადოებრივ ჯგუფებს
საკადრო ცვლილებები ახალციხეში
შეცვლილი საკონკურსო კომისია და შვიდი ვაკანსია მერიაში