FM97.5 / LIVE

რისთვის ქმნის ახალციხის ახალი მერი საზოგადოებრივ ჯგუფებს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 21.11.2016
რა ფორმით გეგმავს ახალციხის ახალი მერი ვლადიმერ ზედგინიძე მოქალაქეებთან ურთიერთობას და რას სთავაზობს იგი ამ თვალსაზრისით „სამხრეთის კარიბჭეს“.

რისთვის ქმნის ახალციხის ახალი მერი საზოგადოებრივ ჯგუფებს
ახალციხის მერი ვლადიმერ ზედგინიძე, რომელსაც დღეს, 21 ნოემბერს პირველი სამუშაო დღე აქვს, აცხადებს, რომ მოქალაქეებთან ურთიერთობას აქტიურად აპირებს.

„ჩემი მიზანი საზოგადოებასთან კავშირია. არ აქვს მნიშვნელობა ის ჩემი ამომრჩეველი იყო თუ არა, მეწინააღმდეგებოდა თუ თანამშრომლობდა ჩემთან. მე ყველას მერი ვარ“, – განაცხადა „სამხრეთის კარიბჭეს“ ყოველკვირეულ გადაცემაში "კვირის აქცენტში" ვლადიმერ ზედგინიძემ.

მისი თქმით, მოქალაქეებთან ურთიერთობის თვალსაზრისით კანონში ყველა დეტალი ზედმიწევნითაა გაწერილი: „შევქმნი საზოგადოებრივ ჯგუფებს დასახლებული პუნქტების მიხედვით. ეს იყოს თუნდაც სამი, ან ხუთკაციანი შემადგენლობა. ისე კი არ უნდა იყოს, რომ გამოვიდეთ ქალაქის ერთ უბანში და დავიძახოთ ხალხო მოდით, კრებას ვიწყებთ, არა. წარმომადგენლები უბნებმა თავად უნდა აირჩიონ, ისეთები ვინც რაღაცას მართლაც გააკეთებენ და მათთან უნდა ვითანამშრომლოთ“.

ზედგინიძის განცხადებით, ასეთი ჯგუფების გარეშე მუშაობა გაუჭირდება: „მათთან ერთად უნდა დავსახოთ ის თუ პირველი რის გაკეთებას ვაპირებთ. ბუნებრივია ყველა მოქალაქეს პრობლემას ვერ გადავუწყვეტთ, მაგრამ კარი არ უნდა მივუხუროთ, უნდა მოვსუმინოთ და პასუხი გავცეთ თუ რისი გაკეთება შეგვიძლია“.

მოქალაქეებთან ურთიერთობის მიზნით ზედგინიძე ადგილობრივ მედიასთანაც აქტიურ თანამშრომლობას აპირებს: „აუცილებლად ვითანამშრომლებ თქვენთან. ხანდახან შეიძლება რომ ჩვენ გადაცემაც კი მოვაწყოთ ერთად „ შეკითხვა მერს“ და თქვენ ერთად ვუპასუხოთ ხალხს“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რის მიხედვით შეარჩევს ახალციხის ახალი მერი კადრებს
ახალციხის მერი: ‘ქალაქში შენობებია, რომლებზეც ხეები ამოვიდა უპატონობით’
ახალციხეს ახალი მერი და ახალი ვიცე–მერი ჰყავს
მერობის კანდიდატი არასამთავრობოებს: ‘ნამეტანს ნუ შემომიტყლაშუნებთ, მეც ცოდო ვარ’
ვლადიმერ ზედგინიძე: თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმება არამართებულია
ახალციხის ყოფილი მერი მისი მუშაობის პერიოდში დარგულ ნარგავებს თავად უვლის [Video]
ახალციხის მერი ვეტერანების მიერ  თვითნებურად  შენობის დაკავებას უკანონოდ აფასებს