FM97.5 / LIVE

ბრძოლა მოსწავლეებისთვის

მთავარისაზოგადოება » განათლება 05.02.2013
სოფელ ბენარის საჯარო სკოლა ხევაშენის სკოლას მოსწავლეების წართმევის მცდელობაში ადანაშაულებს.

ბრძოლა მოსწავლეებისთვის
რას ედავება ბენარის სკოლა ხევაშენს

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლაში მოსწავლეები არამხოლოდ ბენარიდან, არამედ მეზობელი, ახლომდებარე სოფლებიდანაც დადიან. ეს სოფლებია: უნწა, შოლავერი და დასახლება ემტეესი.

ბენარის საჯარო სკოლის პედაგოგები ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც განათლების სამინისტრომ შორი მანძილიდან მოსიარულე ბავშვებისთვის სასკოლო ავტობუსების გამოყოფა გადაწყვიტა, ხევაშენის სკოლის დირექტორმა გადაწყვიტა ინიციატივა სასიკეთოდ გამოეყენებინა და სამინისტრო შეცდომაში შეიყვანა.

”სამინისტოს წერილით მიმართა, რადგან უნწის დაწყებითი სკოლა ჩემთან არის მიწერილი, მინდა იმ ბავშვებმა, ვინც ამ სკოლას ამთავრებენ, ხევაშენში იარონ და ტრანსპორტი გამოგვიყეთო. შეაგროვა ხელმოწერებიც და ჩაიტანა სამინისტროში”, - ამბობს ბენარის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა ბოჩიკაშვილი.

ბენარის სკოლის დირექტორი კობა კუბლაშვილი ამბობს, რომ ხევაშენის სკოლამ სამინისტროს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სოფლებს შორის არსებულ მანძილზეც.

“ხევაშენის სკოლის დირექტრომა მოიტყუა თითქოს სოფელ უნწიდან მის სკოლაში 13 მოსწავლე დადის. ასევე, გაყალბებით, სკოლებს შორის მანძილი თავის სასიკეთოდ ჩაწერა. სინამდვილეში, სოფელ უნწიდან ბენარის სკოლამდე ორი კილომეტრია, ხოლო ხევაშნამდე ექვსი”, - ამბობს კუბლაშვილი.

ბენარის სკოლის პედაგოგები ხევაშენის სკოლის დირექტორს მოსწავლებზე ზეწოლაშიც ადანაშაულებენ. ისინი ამბობენ, რომ დირექტორმა კრება ჩაატარა და მოსწავლეებსა და პედაგოგებს დაემუქრა, თუ ხევაშენის სკოლაში არ გადავიდოდნენ, სკოლას არ მიხედავდა და არ გაარემონტებდა (შეგახსენებთ, უნწის სკოლა ხევაშენის სკოლაზეა მიწერილი).

ბრძოლა მოსწავლეებისთვის

“რამდენჯერმე გადაიბირეს ბავშვები, მაგრამ მაინც უკან დაბრუნდნენ. ის მოსწავლეები, რომლებიც იქ სწავლობდნენ, ამბობენ, კვირაში ორი დღე დავდიოდით სკოლაში, დირექტორი გვეუბნებოდა, ოღონდ აქედან არ წახვიდეთ და ყოველდღე ნუ ივლითო”, - ამბობს პედაგოგი ნინო ფიცხელაური.
პრივილეგირებული ხევაშენი?!

ბენარის სკოლაში ირწმუნებიან, რომ ხევაშენის სკოლას ადიგენის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება მფარველობს. ამდენს ამიტომ ბედავენ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ხევაშენიდანაა. თემის რწმუნებული, რომელშიც ხუთი სოფელი შედის (მათ შორის ბენარაც), ასევე ხევაშენიდანაა.

”არჩევნებზე კომისიის თავმჯდომარეც და მოადგილეც ხევაშენიდან იყვნენ. საერთო ჭურჭელი იყო ბენარის რიტუალების სახლში და ისიც ხევაშენში გადაიტანეს, ჩვენ გვაქირავებენ ჩვენი ფულით შეძენილს. ხევაშენში განათებები კეთდება, ჩვენთან კი მხოლოდ ცენტრალურ გზაზეა. გზებს არ ექცევა ყურადღება. საკრებულო გამოკეტილია და არჩევნების შემდეგ არ გაღებულა. მათგან აქვს ხევაშენის სკოლას ხელშეწყობა და მფარველობა. რატომ ეს ”ხევაშენიზაცია”?! - კითხულობს ბოჩიკაშვილი.
ხევაშენის სკოლის დირექტორის პასუხები ბრალდებებზე

ხევაშენის სკოლის დირექტორი ცისანა ობოლაძე ბრალდებებს უსაფუძვლოს და ცილისმწამებლურს უწოდებს

ობოლაძე ამბობს, რომ თავად წერილი არსად გაუგზავნია. საქართველოს განათლების სამინისტროდან დაუკავშირდნენ და კითხეს, ესაჭიროებოდა თუ არა სასკოლო ავტობუსი.

”თანხმობა განვაცახადე, რადგან ორი წელიწადია მშობლები მიწერენ განცხდებას, თუ ავტობუსი ივლის, ბავშვებს ხევაშენის სკოლაში გადმოვიყვანთო”, - ამბობს იგი და აქვე პირიქით, თავად ადანაშაულებს ბენარის სკოლის დირექტორს სიტყვიერ შეურაცხყოფაში, - დამირეკა, გამლანძღა და დამადანაშაულა, თითქოს დავწერე ტყული, რომ ჩემთან 13 ბავშვი დადის. მასწავლებლები დამეთანხმებიან, რომ ვერცერთი დირექტორი გააკეთებს იმას მშობლებთან, რაც ბენარის სკოლის დირექტორმა გააკეთა. შუყვანია ბავშვები და უთქვამს ვერსად ვერ გადახვალთ, ხევაშენში ავტობუსი მარტო წელს იქნება და მერე უკან აღარ მიგიღებთო”.

ობოლაძე ამბობს, რომ მშობელთა კრება ნამდვილად ჩაატარა, ოღონდ იმისთვის, რომ მშობლბისთვის მისი წინადადება გაეცნო: ”ბავშვებს და მშობლებს ავუხსენი, რომ თუ ბავშვები ოთხი კლასის შემდეგაც ჩემთან ივლიან, ვალდებული ვიქნები მათზე ვიზრუნო, სკოლა გავურემონტო, შემოვღობო და კომპიუტერული ტექნიკით მოვამარაგო. იმ შემთხვევაში, თუ მათი ბავშვები წავიდოდნენ სხვა სკოლაში და შესაბამისად, წაიღებდნენ ვაუჩერს, სკოლას არ ექნებოდა საშუალება და აკრედიტაცის გარეშე დარჩებოდა არამარტო უნწის, არამედ ხევაშენის სკოლაც. შევთავაზე, რომ თუ ოთხი კლასის შემდეგ ბენარაში უნდა იარონ, დაწერონ განცხადება და შეუერთდნენ ბენარას“.

ობოლაძის თქმით, სიცრუეა ისიც, რომ მას ადგილობრივი ხელისუფლება ეხმარება.

„ ეგ არის ცილისწამება. ემზარ ენდელაძეს (საკრებულოს თავმჯდომარე) არჩევნების წინა პერიოდში სოფელში მასწავლებლები შევხვდით და ვთხოვეთ ჩვენთვის მიწების მოსახნავად ტრაქტორი უქმე დღეებში გამოეყო, რადგან მთელი კვირის განმავლობაში არ გვეცალა. ისიც არ შეგვისრულა, როგორ ფიქრობთ ის ჩვენ გვეხმარება?!“- კითხულობს ობოლაშვილი.
რას ამბობენ მოსწავლეების მშობლები

სოფელ უნწაში მცხოვრები მოსწავლეების მშობლები ხევაშენის სკოლის დირექტორის მიმართ გავრელებულ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ. თუმცა, ამბობენ, რომ მათი სურვილია დაწყებითი სკოლა ბენარას შეუერთდეს და ოთხი კლასის დამთავრების შემდეგ მათმა შვილებმა სწავლა ბენარის სკოლაში განაგრძონ.

”ყოველთვის ვესწრები მშობელთა კრებას და მსავსი არაფერი თქმულა. ძალიან კარგი დირექტორია, ყველაფრით გვაქცევს ყურადღებას, საბუთები რომ სჭირდება, თვითონ მოდის, არ გვაწუხებს, რადგან შორი გზაა. მაგრამ, ჩვენ მაინც ბენარაში გვირჩევნია, რადგან ახლოსაა. ისეთი ცელქი შვილი მყავს, ავტობუსმაც რომ იაროს, ვერ ვენდობი. ყველა მშობელი ამ აზრისაა”, - ამბობს მარეხ ჭიღლაძე.
გამგეობასა და რესურცენტრში დაპირისპირებაზე არაფერი იციან

სკოლებს შორის გაჩენილი უთანხმოების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ მუნიციპალიტეტის საკრებულოში.

”პირველად მესმის, ჩემთან არავინ მოსულა და არავის არაფერი უთქვამს. ვიცი, რომ უნწაში მხოლოდ დაწყებითი სკოლაა და მერე ბავშვები ბენარაში დადიან, რაც ჩემი აზრით უფრო მოსახერხებელია, რადგან ბენარის სკოლა შედარებით ახლოს ე.წ ბათუმის ხიდთან გადმოვიტანეთ. რაც შეეხება სხვა საკითხებს, რესურსცენტრის გადასაწყვეტია“,- გვითხრა ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ემზარ ენდელაძემ.

ბრძოლა მოსწავლეებისთვის

ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრშიც გვარწმუნებენ, რომ სკოლებს შორის არსეული უთანხმოების შესახებ ჩვენგან შეიტყვეს.
”ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს. არავინ მოსულა, თქვენგან გავიგეთ. სკოლები საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან და ჯობია მათთან გაარკვიოთ. რაც შეეხება ავტობუსების დანიშვნას, სამინისტროს ინიციატივაა და მგონი მისასალმებელია”, - გვითხრა რესურსცენტრის უფროსმა მარეხ დათიაშვილმა.
სკოლების მიწერის ისტორია

ხევაშენის საჯარო სკოლაში გარდა ხევაშენისა, მოსწავლეები ნაქურდევიდან და ვარხნიდან დადიან (ვარხნიდან რამდენიმე მოსწავლე დადის). სკოლაში ამჟამად 73 მოსწავლეა. რაც შეხება ბენარის საჯარო სკოლას, აქ 92 მოსწავლეა, ამათგან 32 სოფელ უნწიდან დადის.
სოფელ უნწის სკოლა ხევაშენის სკოლას 2005 წელს შეუერთდა. ხევაშენის სკოლის დირექტორი ამბობს, რომ მაშინ რესურსცენტრიდან მიღებულ შეთავაზებას დასთანხმდა.

„იმ დროს ბენარის სკოლა სოფლის ცენტრში მდებარეობდა. უნწიდან ბავშვების ნაწილი იქ, ნაწილი კი ხევაშენში დადიოდა. როდესაც მოგვივიდა შეთავაზება, თუ გვექნებოდა მზაობა და სურვილი, დავთანხმდით. ცხადია, მოთხოვნას ბენარის სკოლაშიც გააგზავნიდა. შემდეგ იყო მოთხოვნა, სკოლებს შორის მანძილის გარკვევის. უნწა, ბენარის ძველი სკოლიდან უფრო შორს იყო, ვიდრე ხევაშენის. საბოოლოდ, სამინისტრომ არჩევანი ჩვენზე გააკეთა“, - ამბობს ობოლაძე.

საწინააღმდეგოს ამტკიცბენ ბენარის სკოლაში. ისინი ამბობენ, რომ რადგან ხევაშენის სკოლა დახურვის პირას იყო, უნწის სკოლა ამიტომ მიუერთეს. ბენარის სკოლის პერსონალი უნწის სკოლის ისევ ბენარასთან შეერთებისთვის აპირებს ბრძოლას.
„წერილით მივმართეთ სამინისტროს, რომ მაშინდელი გადაწყვეტილება არაკანონიერია და უნწის სკოლა არ უნდა იყოს მიმაგრებული ხევაშენზე,“ - ამბობს სვეტლანა ბოჩიკაშვილი.

როგორ დარეგულირდება კონფლიქტი სკოლებს შორის

ვითარების გასარკვევად ”სამხრეთის კარიბჭე” საქართველოს განთლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესცენტრს დაუკავშირდა. ”სამხრეთის კარიბჭემდე” სამინისტროდან პასუხი ბენარის სკოლამ მიიღო.

”წერილი მივიღეთ, სადაც წერია, რომ სპეციალური კომისია საკითხის უკვე სწავლობს და პასუხს სამ თვეში მივიღებთ”,-გვითხრა სატელეფონო საუბარში ბენარის საჯარო სკოლის დირექტორმა.

იგივე პასუხი გასცა განათლების სამინისტროს პრესსამსხურმა ”სამხრეთის კარიბჭესაც”.

”სკოლას უკვე გავუგზავნეთ წერილი, საკითხ სპეციალური კომისია სწავლობს. დანარჩენი მოგვანებით გაირკვევა”, - გვიპასუხა სამინისტროს პრესცენტრმა თიკო ფეიქრიშვილმა.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბენარის სკოლის ეზოში მოსწავლეები სკვერს აკეთებენ
შშმ პირებმა და ბენარის სკოლის მოსწავლეებმა გამოფენა მოაწყეს
განათლების სამინისტრომ საჯარო სკოლებს დირექტორობის კანდიდატები წარუდგინა
ახალ სასწავლო წელს ანდის სკოლას მოსწავლეები არ ეყოლება
საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]
ახალციხის საჯარო და კერძო სკოლებში 330 პირველკლასელი დარეგისტრირდა
სახიფათო გზა სახლიდან სკოლამდე - მოსწავლეებს ტრანსპორტით მომსახურება შეუწყდათ