FM97.5 / LIVE

თუ ძიძა, ელექტრიკოსი, სანტექნიკი ან დამხმარე გჭირდებათ – ახალი პროექტი ახალციხეში

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.10.2016
ქალაქ ახალციხის მცხოვრებლებს საშულება ექნებათ სხვადასხვა საოჯახო საჭიროებისათვის დამხმარე გამოიძახონ. მათ შეეძლებათ საათობრივი ძიძის, დამლაგებელის ან კომუნალური სერვისების სპეციალისტის მომსახურებით ისარგებლონ.

თუ ძიძა, ელექტრიკოსი, სანტექნიკი ან დამხმარე გჭირდებათ – ახალი პროექტი ახალციხეში

სოციალური პროექტი "ჩემი ოსტატი“, ახალციხის მცხოვრებლებს, სხვადასხვა ყოფითი პრობლემის მოსაგვარებლად კვალიფიციურ დამხმარეს სთავაზობს. პროექტს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია "ტოლერანტი“ ახორციელებს. პროექტი რამდენიმე მიმართულებას მოიცავს:

 ელექტროობა (ჭაღის მონტაჟი/შეკეთება; პატრონას მონტაჯი/შეკეთება; ჩამრთველის მონტაჟი/შეკეთება; ელ. ავტომატის შეცვლა; ბრის ან სანათის მონტაჟი/შეკეტება; დენის, ტელეფონის ან ტელევიზორის კაბელის გაყვანა; ელ.დაზიანების შეკეთება).
 უნივერსალური სამუშაოები – სანტექნიკა;
 აათობრივი ძიძა პატარებისათვის;
 საათობრივი მომვლელი მოხუცებისათვის;
 დამხმარე დამლაგებელი.

პროექტი "ჩემი ოსტატი“ არასამთავრო ორგანიზაცია "ორბელიანი საქართველოს“ მხარდაჭერით ხორციელდება. მის ფარგლებში დამხმარე სპეციალისტები სხვადასხვა საჭირო ინვენტარით აღიჭურვნენ.

"უკვე ერთი წელია ეს იდეა გვაქვს. მერე დამხმარედ მოგვევლინა ორგანიზაცია "ორბელიანი საქართველო“, რომელიც ასეთი ტიპის სოციალურ პროექტებს აფინანსებს. გარდა იმისა, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ მომსახურებით ისარგებლონ, მათ ასევე შესაძლებლობა აქვთ პროექტში დასაქმდნენ. მათი კვალიფიციურობა ადგილზე შემოწმდება და შენდეგ მოხდება დასაქმება“,– განმარტავს ასოციაცია "ტოლერანტის“ ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი.
პროექტში უკვე დასაქმებულია შშმ პირი. გელა ბარძიმაძე ,,ჩემი ოსტატის“ ოპერატორი იქნება.

"თუ პროექტმა გაამართლა და მოსახლეობისგან წამოვიდა დაინტერესება, სერვისების რაოდენობას გავზრდით. ამ ეტაპზე, მე ვუპასუხებ ზარებს და გადავამისამართებ სპეციალისტებს ადგილზე“, – ამბობს გელა ბარძიმაძე.

როგორც ასოციაცია "ტოლერანტში“ განმარტავენ, თითოეული მომსახურების ღირებულება წინასწარ განსაზღვრულია. იგი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება, თუმცა შეღავათებით ისარგებლებენ შშმ პირები და მარტოხელა მოხუცები. მათივე თქმით, პროექტიდან მიღებული შემოსავალი ამავე პროექტში დასაქმებულ შშმ პირებსა და ახალგაზრდა სპეციალისტებს მოხმარდება.

ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში დამხმარეები მხოლოდ ქალაქ ახალციხის მაცხოვრებლებს მოემსახურებიან.

საჭიროების შემთხვევაში, მსურველებმა უნდა დარეკონ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 22 05 86 ან 574 07 11 53. ტრანსპორტირებას ასოციაცია უზრუნველყოფს.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საყოფაცხოვრებო ელექტრო მოწყობილობის შეკეთება და ელექტრომონტაჟი ®
ასოციაცია ‘ტოლერანტი’ სკოლებს ენერგოეფექტურ  ღუმელებს გადასცემს
”ტოლერანტმა” პირობით მსჯავრდებულთა პროექტის შედეგები შეაჯამა
შშმ პირების უფლებების დაცვისთვის ახალი პროექტი დაიწყო
"ტოლერანტი” ყოფილი პატიმრების გადამზადებას იწყებს
'ორბელიანი–საქართველომ' იდეების კონკურსის მესამე ეტაპი დაიწყო
გზების შეკეთება ბორჯომის სოფლებში