FM97.5 / LIVE

ინფორმაცია ტრენინგის შესახებ სასტუმრო ბიზნესში [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 27.10.2016
გაცნობებთ, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტი „ზრდა“, რომელსაც ახორციელებს ქემონიქს ინთერნეიშელი, გეგმავს ამერიკის სასტუმროებისა და განთავსების ასოციაციის სასწავლო ინსტიტუტის (AHLEI) სასერთიფიკატო კურსის ჩატარებას სასტუმროს ადმინისტრირების საკითხებზე, მიკრო, მცირე და საშუალო სასტუმროების მფლობელებისა და მენეჯერებისთვის.

ინფორმაცია ტრენინგის შესახებ სასტუმრო ბიზნესში  [R]

ამერიკის სასტუმროებისა და განთავსების ასოციაციის სასწავლო ინსტიტუტი (https://www.ahla.com/; https://www.ahlei.org/) არის საყოველთაოდ აღიარებული მსოფლიო ლიდერი ტურიზმისა და სასტუმროების ინდუსტრიაში სასერთიფიკატო ტრენინგების ჩატარებაში.

შემოთავაზებული ტრენინგ კურსი მოიცავს სასტუმროს ადმინისტრირების ყველა ძირითად საკითხს, როგორიცაა: სასტუმროს მენეჯმენტის და მასპინძლობის ინდუსტრიის ზოგადი საკითხები, სასტუმროს მიღება-განთავსების სფეროს მუშაობა, დასუფთავების სფეროს მუშაობა, კვების სფეროს მუშაობა და თანამშრომელთა მართვის საკითხები სასტუმრო ბიზნესში.

ტრენინგი მიკრო, მცირე და საშუალო სასტუმროების მფლობელებსა და მენეჯერებს დაეხმარება უფრო წარმატებული გახადონ თავიანთი ბიზნეს საქმიანობა და საუკეთესო მომსახურეობა შესთავაზონ როგორც ადგილობრივ, ისე საქართველოში სტუმრად ჩამოსულ ტურისტებს.
ტრენინგები ჩატარდება საქართველოს 4 რეგიონში (სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე ჯავახეთი, შიდა ქართლი და ქვემო ქართლი).
USAID/ზრდას დაკვეთით, სერტიფიცირებულ ტრენინგებს განახორციელებს ამერიკის სასტუმროების და განთავსების ასოციაციის სერტიფიცირებული პარტნიორი საქართველოში კომპნია „ქი მენეჯმენტ სოლუშენს“ (KMS Georgia ).

კურსი ჩატარდება მიმდინარე წელს 5-დან 15 ნოემბრამდე. დაინტერესებულ პირებს კურსზე დასარეგისტრირებლად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ დღეიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით. კურსის მონაწილეებს გადაეცემათ ამერიკის სასტუმროებისა და განთავსების ასოციაციის სასწავლო ინსტიტუტის (AHLEI) სერთიფიკატი, რაც მათ სასტუმროებს მეტ სანდოობას შესძენს და კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ჩამოსული სტუმრებისთვის .

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ ტელ: 995-322-250-567 ; 598 95 73 95

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომი სამცხე-ჯავახეთის ტურიზმის განვითარების სიმპოზიუმს  მასპინძლობს
სასტუმრო ‘ლომსია’ მუშაობას წყვეტს
თიბისი საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის პროგრამის მხარდამჭერი გახდა ®
თიბისის და საქართველოს თანაინვესტირების ფონდის  მხარდაჭერით ახალი სასტუმრო „რადიუსი“ გაიხსნა ®

'ლომსიას' ადმინისტრაციამ სასტუმროს დაკეტვა გადაიფიქრა
ტრენინგი ბიზნესით დაინტერესებული ქალებისთვის
'ვისოლ ჯგუფი' ახალციხეში სასტუმრო 'ლომსიას' კეტავს