FM97.5 / LIVE

თიბისი საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის პროგრამის მხარდამჭერი გახდა ®

მთავარირეკლამა 16.07.2020
თიბისი საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის „სასტუმროს ოთახების მართვის“ პროგრამის მხარდამჭერი გახდა. მხარდაჭერის ფარგლებში, 30 პროფესიონალი - მათ შორის თიბისის პარტნიორი 10 სასტუმროს წარმომადგენელი გადამზადების 18 კვირიან პროგრამას გაივლის და სასტუმროების ოთახების მართვის მიმართულებით კვალიფიკაციას აიმაღლებს.

თიბისი საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის პროგრამის მხარდამჭერი გახდა ®

აღნიშნული პროგრამა შემუშავებულია მსოფლიოში ერთერთი წამყვანი შვეიცარიული მასპინძლობის სკოლის - SHL-ის მიერ. ეს პროგრამა ხორციელდება დარგის წამყვანი კომპანიების, გაეროს მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციისა და სხვა საერთაშორისო პარტნიროების მხარდაჭერით.

პროგრამის კურსდამთავრებულები საქართველოსა და შვეიცარიული მასპინძლობის სკოლა SHL-ის მიერ აღიარებულ საერთაშორისო სერთიფიკატს მიიღებენ.

საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის თანამშრომლობით დაარსდა.

ქვეყანაში ტურიზმის დაფინანსებისა და მხარდაჭერის მიმართულებით, თიბისი ლიდერი ბანკია. არსებულ რთულ პერიოდში თიბისი პარტნიორებს ტურიზმის სფეროდან, მათზე მაქსიმალურად მორგებული და მოქნილი პირობებით ეთანამშრომლება. გარდა ამისა, თიბისი კაპიტალი რეგულარულად აწვდის მათ განახლებებს ტურიზმის სექტორში მიმდინარე პროცესებისა და ტენდენციების შესახებ, რაც მათ სწორ დაგეგმარებაში ეხმარებათ.

„ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია, სწორედ ამიტომ, ის თიბისისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. არსებული გამოწვევებისა და სირთულეების პერიოდში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ სფეროში კვალიფიციური, მაღალი დონის კადრების არსებობა იმისთვის, რომ საზღვრების გახსნის შემდეგ საქართველო კიდევ უფრო მეტი ტურისტისთვის იყოს სასურველი მიმართულება და ქართულმა სასტუმროებმა ხარისხიანი მომსახურება გაუწიონ როგორც უცხოელ, ასევე ადგილობრივ სტუმრებს. სწორედ ამიტომ საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის პროგრამის მხარდაჭერა ვფიქრობთ რომ ინდუსტრიისთივის არის ძალიან დროული და რელევანტური “, - ლევან შავკაციშივილი, თიბისი ბანკის კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსი.

აღნიშნული პროექტი თიბისი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხორციელდება და ტურიზმის სფეროში პროფესიონალიზმის ამაღლებას ემსახურება.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თელავში თიბისის მხარდაჭერით სასტუმრო Holiday Inn გაიხსნა ®
თიბისი აჭარა ჯგუფის კულინარიის სკოლის პროგრამის მხარდამჭერია ®
თიბისი კაპიტალმა FMCG სექტორის საინვესტიციო ანალიზი წარადგინა ®
თიბისიმ პროგრამის „თიბისი შენთვის“ ფარგლებში COVID-19 -ის სწრაფი ტესტები შეიძინა ®

თიბისი მზადაა დისტანციური მუშაობისთვის ®
თიბისი კაპიტალმა განახლებული კვლევა წარადგინა თემაზე - COVID 19-ის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე ®

თიბისი ბანკის ოფისში პრესკონფერენცია  გაიმართება [R]