FM97.5 / LIVE

'ვისოლ ჯგუფი' ახალციხეში სასტუმრო 'ლომსიას' კეტავს

მთავარისაზოგადოება 24.02.2014
წელიწადნახევრიანი მუშაობის შემდეგ ახალციხის ცენტრში მდებარე სასტუმრო „ლომსია“ მუშაობას წყვეტს. დაკეტვის მიზეზებზე ადმინისტრაციაში არ საუბრობენ.

'ვისოლ ჯგუფი' ახალციხეში სასტუმრო 'ლომსიას' კეტავს
„ლომსიას“ დაკეტვით, 2014 წლის 1-ლი მარტიდან, სამსახურის გარეშე 60-მდე ადგილობრივი დარჩება.

„დახურვის შესახებ გადაწყვეტლება მიღებულია. ოფიციალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით“, - განმარტავენ სასტუმრო „ლომსიას“ ადმინისტრაციაში.

სასტუმროს მუშაობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია დღეს, 24 თებერვალს, სასტუმროს ადმინისტრაციამ ფეისბუქის ოფიციალური გვერდით გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ 28 თებერვალს სასტუმრო დაიკეტება. "ლომსიას" გუნდი მადლობას უხდის ყველა მოქალაქეს, ვისაც მათთან რაიმე ტიპის შეხება ჰქონდა.

სასტუმრო "ლომსია", რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კლასის სასტუმროა ახალციხეში, "ვისოლ ჯგუფმა" 2012 წლის 9 აგვისტოს გახსნა. გახსნის ცერემონიას საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ესწრებოდა.

ქალაქის ცენტრში მდებარე 63- ნომრიანი სასტუმრო 150 სტუმარზეა გათვლილი. ერთადგილიანი, ორადგილიანი, ლუქს ოთახებისა და აპარტამენტების გარდა, “ლომსია“ რამდენიმე რესტორანსაც მოიცავს. სასტუმროს აქვს შიდა ბარი და ტერასაც.

სამვარსკვლავიან სასტუმროში ერთადგილიანი ნომერი 150 ლარი ღირს, ორ ადგილიანი - 256 ლარი, მცირე ზომის ლუქსი, საუზმე 2 პიროვნებაზე - 292 ლარი, ლუქსი - 334 ლარი, აპარტამენტი (+ დეპოზიტი 300 ლარი) - 505 ლარი. ორ ადგილიანი ნომერი 1 სტუმრისთვის - 185 ლარი.

სასტუმროს მშენებლობა 2011 წლის მაისში დაიწყო და 2012 წლის აგვისტოში დასრულდა. „ლომსიას“ პროექტზე გერმანელი არქიტექტორი მანფრედ რონშტედტი და ქართველი არქიტექტორი თენგიზ კვანტალიანი მუშაობდნენ. სასტუმროს მენეჯერად კი ვისოლ ჯგუფმა ფრანგი სპეციალისტი ჟან პიერ რიშტონი მოიწვია, რომელსაც დასავლეთ ევროპაში სასტუმროების ქსელის მართვისა და განვითარების 35 წლიანი გამოცდილება აქვს. სასტუმროს მშენებლობისათვის "ვისოლ ჯგუფმა" რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

რა გახდა სასტუმრო „ლომსიას“ დახურვის მიზეზი, ოფიციალურ ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ სასტუმროს ხელმძღვანელობისგან ელოდება.

'ვისოლ ჯგუფი' ახალციხეში სასტუმრო 'ლომსიას' კეტავს

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რატომ იკეტება 'ლომსია'?
'ლომსიას' ადმინისტრაციამ სასტუმროს დაკეტვა გადაიფიქრა
"ლომსიას" ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება ისევ შეცვალა
სასტუმრო ‘ლომსია’ მუშაობას წყვეტს
ფოტოპროექტი: ახალციხის ცენტრი 2012 წლამდე და დღეს  [Photo]
თიბისის მხარდაჭერით 'ყაზბეგი ჯგუფმა' სტეფანწმინდაში სასტუმრო ააშენა ®
რატომ გაჩნდა ქართული წარწერა სასტუმრო „ლომსიაზე“