FM97.5 / LIVE
მუშაობა უნდა შეეწყვიტა, აღარ დაიხურება. ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით სასტუმრო ოქტომბრამდე იმუშავებს.">

'ლომსიას' ადმინისტრაციამ სასტუმროს დაკეტვა გადაიფიქრა

მთავარიეკონომიკა 27.02.2014
სასტუმრო „ლომსია“, რომელსაც პირველი მარტიდან მუშაობა უნდა შეეწყვიტა, აღარ დაიხურება. ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით სასტუმრო ოქტომბრამდე იმუშავებს.

'ლომსიას' ადმინისტრაციამ სასტუმროს დაკეტვა გადაიფიქრა
როგორც სასტუმროს მენეჯერის მოადგილე ამირან ქიმერიძე გვიხნის, მუშაობის გაგრძელება პარტნიორი კომპანიების მოთხოვნის საფუძველზე გადაწყვიტეს.

„გვთხოვეს, რომ სეზონი დაგვეხურა, რადგან მათთან გარკვეული ვალდებულებები გვქონდა. ამ თხოვნის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ოქტომბრამდე გავაგრძელოთ ოპერირება“, - ამბობს იგი.

ქალაქის ცენტრში მდებარე 63- ნომრიანი სასტუმრო 150 სტუმარზეა გათვლილი. 27 თებერვლის მონაცემებით, ოქტომბრამდე სასტუმროში უკვე დაჯავშნულია 3,500 ღამე. მიუხედავად ამისა, ოფიციალურ დოკუმენტში, რომელიც სასტუმროს ადმინისტრაციამ შპს "ლომსიას" გენერალური მენეჯერის ჟან-პიერ რიშტონისგან 24 თებერვალს მიიღო, ნათქვამი იყო, რომ სასტუმროს დაკეტვა სეზონურ ფაქტორებთან დაკავშირებულ კომერციული ხასიათის პრობლემებს უკავშირდებოდა.

რა მოხდება ოქტომბრის შემდეგ, ადმინისტრაციაში ჯერ არ იციან.

შეგახსენებთ, სამვარსკვლავიანი სასტუმრო ახალციხის ცენტრში "ვისოლ ჯგუფმა" 2012 წლის 9 აგვისტოს გაიხსნა. სასტუმროში 58 ადამიანია დასაქმებული.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რატომ იკეტება 'ლომსია'?
'ვისოლ ჯგუფი' ახალციხეში სასტუმრო 'ლომსიას' კეტავს
"ლომსიას" ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება ისევ შეცვალა
რატომ გაჩნდა ქართული წარწერა სასტუმრო „ლომსიაზე“
თიბისის და საქართველოს თანაინვესტირების ფონდის  მხარდაჭერით ახალი სასტუმრო „რადიუსი“ გაიხსნა ®

თიბისის მხარდაჭერით 'ყაზბეგი ჯგუფმა' სტეფანწმინდაში სასტუმრო ააშენა ®
ზაფხულიდან აბასთუმანში სასტუმროს მშენებლობა დაიწყება