FM97.5 / LIVE

ადიგენისთვის პრიორიტეტი სასმელი წყალია

მთავარიეკონომიკა 02.04.2012
ადიგენის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტი, საბოლოო ცვლილებებით, 3 397 900 ლარს შეადგენს. წინა წლისგან განსხვავებით, წელს პრიორიტეტი წყალსადენების მშენებლობა-რეაბილიტაციაა.

გასულ წელთან შედარებით, ადიგენის ბიუჯეტი წელს 120 000 ლარითაა გაზრდილი. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში ამბობენ, რომ თანხის მატება ტრანსფერების ხარჯზე მოხდა და გამორიცხული არ არის წლის დასრულებამდე ადგილობრივი ბიუჯეტი კიდევ გაიზარდოს.

- “ბიუჯეტი 2 820 700 ლარით დამტკიცდა. ჩვენ ძირითადად ტრანსფერებით ვმუშაობთ, ამ თანხიდან 2 415 700 ლარი გათანაბრებითი ტრანსფერი იყო, 110 000 – მიზნობრივი, სხვა დანარჩენი კი ჩვენი შემოსავლები”, - გვიხსნის ადიგენის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ჯემალ იაკობიძე და ამატებს, რომ დამტკიცების შემდეგ ბიუჯეტს დაემატა 357 000 ლარი, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის” და 600 000 ლარი რეგიონების განვითარების ფონდიდან გარე განათებისა, წყლებისა და წყლის სისტემების მოსაწყობად: “როგორ გადანაწილდება ეს თანხა პროცენტულად, მითითებული არ არის, ადგილზე ხდება განსაზღვრა. წყლები კეთდება ძირითადად შემდეგ სოფლებში: ბენარა, ჭეჭლა, უდე, არალი... ხოლო, გარე განათების ქსელი კეთდება დაბა ადიგენსა და დაბა აბასთუმანში”.

გასული წლის ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტი დაბა ადიგენში საცხოვრებელი კორპუსების სახურავების შეცვლა იყო. წელს პრიორიტეტი შეიცვალა და თანხის უმეტესი ნაწილი წყალსადენების მშენებლობა-რეაბილიტაციას მოხმარდება.

სასმელი წყლის პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა ადიგენის მუნიციპალიტეტის 54 სოფლის უმეტესობისთვის. ბოლოს როდის სვამდნენ ონკანიდან წამოსულ წყალს სოფელ ბენარის მცხოვრებლებს არ ახსოვთ. წლების წინ გამოსავალი მდინარის წყლის გამოყენებაში იპოვეს და სოფელთან ჩამდინარე მდინარე ოცხეს ნაპირთან, დაახლოებით 20-30 მეტრში, ჭა გააკეთეს. თუმცა, იმის გამო, რომ ჭის წყალი სუფთა არ არის, დასალევად მხოლოდ უფროსები იყენებენ. ის ოჯახები, სადაც პატარები ჰყავთ, სასმელ წყალს დღემდე ყიდულობენ.

- “დიდები კი ვსვამთ, მაგრამ ძალიან ბინძურია”, - ამბობს ბენარაში მცხოვრები ბადრი გუბელაძე და ამატებს, რომ პრობლემის მოგვარება მათ რამდენიმე წლის წინ პრეზიდენტს, სატელევიზიო ეთერის საშუალებითაც სთხოვეს: “ლაივი პრეზიდენტთან რომ იყო, მაშინ დასვა ეს საკითხი ერთ-ერთმა ჩვენმა თანასოფლელმა”.

მიმდინარე წელს ბენარელების პრობლემა მოგვარდება. გარდა იმისა, რომ ორი წელია ადგილობრივები “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” მიღებულ თანხას სასმელი წყლის გასაყვანად იყენებენ, წელს იმ სოფელთა ჩამონათვალში, სადაც წყლისა და წყალსადენების რეაბილიტაცია-მშენებლობა უნდა მოხდეს, ბენარაც მოხვდა.

მუნიციპალიტეტში მცხოვრები, დაახლოებით, 21 000 მოსახლისთვის არანაკლები მნიშვნელობა აქვს სოციალურ პაკეტში გათვალისწინებული თანხის ოდენობასაც. ჯემალ იაკობაძე ამბობს, რომ მიმდინარე წელს თანხამ სოცპაკეტშიც მოიმატა. მისივე განმარტებით, გაზრდილია დაფინანსება სოციალურად დაუცველი ფენის საოპერაციო ხარჯების მუხლში. ასევე, გასულ წელთან შედარებით, თანხა დაემატა სოფელ უდეში მდებარე “მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილოს” და სოფელ არალში მდებარე “უნარშეზღუდულ და მენტალობა დაქვეითებულ ბავშვთა საინტეგრაციო ცენტრსაც”.

მუხლობრივად სოციალური პაკეტი ასე გამოიყურება:

• ავადმყოფთა, ორსულთა, მშობიარეთა და ჩვილ ბავშვთა საოპერაციო მკურნალობის ნაწილობრივი დაფინანსება – 100 000 ლარი;
• უდის სათნოების სახლი (მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილო) -12 500 ლარი;
• ომის მონაწილეთა დაკრძალვის სარიტუალო ხარჯები - 3 000 ლარი;
• ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ერთჯერადი დახმარებისთვის – 4 800 ლარი;
• სოფელ არლის უნარშეზღუდულთა და მენტალობადაქვეითებულთა სარეაბილიტაციო ცენტრისთვის – 16 000 ლარი;
• მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობის გამოკვლევა ჰელმინთებზე და შესაბამისი პროფილაქტიური ღონისძიებები – 4 600 ლარი;
• უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი პირების ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევა – 4 900 ლარი.

საოპერაციო ხარჯებში შედის ორსულთა დახმარებაც. იაკობაძის განმარტებით, ყველა ფიზიოლოგიურ მშობიარეს 100-100 ლარით ეხმარებიან. გარდა ამისა, ამავე ოდენობის თანხით ეხმარებიან ადიგენის მუნიციპალიტეტიდან ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებს, რომელთა რაოდენობაც 15-ით განისაზღვრება. ხოლო, 50-50 ლარი ერგებათ, 9 მაისის დღესასწაულზე, დიდი სამამულო ომის მონაწილეებს, რომელთა რაოდენობაც 30-მდე აღწევს.

რაც შეეხება საოპერაციო ხარჯებს, იაკობაძის განმარტებით, ეხმარებიან მხოლოდ გადაუდებელი ოპერაციისას, არაუმეტეს 1 000 ლარით.

გასული წლის ბიუჯეტისგან განსხვავებით, 2012 წლის ბიუჯეტიდან 20 000 ლარია გამოყოფილი მუნიციპალიტეტში ახალშექმნილი სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურისთვის. “ამ სამსახურს ჰყავს ერთი უფროსი და ორი სპეციალისტი და ეს არის მათი მომსახურების ხარჯები. ამ სამსახურს რაიმე ღონისძიებების გატარება არ ევალება”, - ამბობს იაკობაძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისგან განსხვავებით, ადიგენის ბიუჯეტში გასულ წელსაც იყო და წელსაც რჩება 10 000 ლარი მოსახლეობის კერძო მფლობელობაში არსებული პირუტყვის ვაქცინაციისათვის.

ადგილობრივ ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებულია სარწყავი არხების რეაბილიტაციისთვისაც. იაკობაძის თქმით, სარწყავი არხების, ნაპირსამაგრების და საგუბრების რემონტისთვის ბიუჯეტში 55 000 ლარია ჩადებული: “კატასტროფა და გამოუვალი მდგომარეობა არსად არ გვაქვს, სადაც რა გახდება საჭირო, იმას გავაკეთებთ. 54 სოფლიდან სადაც ადრე იყო, ტრადიციულად, ყველგან მოწესრიგებულია. მაღალმთიან სოფლებში კი სარწყავი სისტემა არასოდეს ყოფილა”.

მიმდინარე წელს მომატებულია თანხა “სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვისაც”. გასულ წელს ამ მიზნით ბიუჯეტს 462 000 ლარი დაემატა. იაკობაძის თქმით, გასული წლებისგან განსხვავებით, წელს პრიორიტეტები ამ პროგრამისთვისაც შეიცვალა. თუ წინა წლებში მთავარი რიტუალების სახლების მოწყობა და ინვენტარით აღჭურვა იყო, წელს რიგით პირველი პრიორიტეტი შიდა გზებისა და წყლების რეაბილიტაციაა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე




საკრებულომ 2013 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ადიგენში 9 სოფელმა პრიორიტეტი შეცვალა
რა თანხა ერგო ახალციხის სოფლებს 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან'
ადიგენის ბიუჯეტი ტრანსფერზეა დამოკიდებული