FM97.5 / LIVE

იმიტირებული არჩევნები ახალგაზრდა ამომრჩევლისთვის

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 19.10.2016
ამომრჩევლის ინფორმირების მიზნით, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა ახალგაზრდებთან კენჭისყრის დღის პროცედურებზე ისაუბრა.

იმიტირებული არჩევნები ახალგაზრდა ამომრჩევლისთვის

დღეს, 19 ოქტომბერს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრას 15-მდე ახალგაზრდა დაესწრო.

საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა, ადგილობრივ ახალგაზრდებს არჩევნების დღესთან დაკავშირებული ყველა პროცედურა ჯერ პრეზენტაციის სახით გააცნეს. შემდეგ კი იმიტირებული არჩევნები გაიმართა, რომლის მონაწილეები თავად ახალგაზრდები იყვნენ.

როგორც სწავლების ცენტრის წარმომადგენელი თორნიკე გოგისვანიძე განმარტავს, მსგავსი სახის შეხვედრები ყველა იმ მაჟორიტარულ ოლქში ტარდება, სადაც საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დაინიშნა. მისივე თქმით, არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებში ახალგაზრდების ინფორმირებულობა მაღალია: „ჩვენ ვცდილობთ მოსახლეობას კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ და ამ დღეს ისინი მომზადებულნი შეხვდნენ“.

შეხვედრაზე, ასევე ნაჩვენები იყო სწავლების ცენტრის მიერ მომზადებული სარეკლამო რგოლი საარჩევნო პროცედურების შესახებ. ორგანიზატორების განმარტებით, შეხვედრები 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი' - საინფორმაციო შეხვედრა ახალციხეში
  ახალციხის საოლქო კომისია ეთნიკურ უმცირესობებს კენჭისყრის დღის პროცედურებს აცნობს
საქართველოს რეგიონებში ამომრჩეველთა საინფორმაციო კამპანია იწყება
საინფორმაციო შეხვედრა ახალციხეში ახალგაზრდა ამომრჩევლებისთვის
იმიტირებული არჩევნები ახალციხელი ახალგაზრდებისთვის
ახალციხეში მოსწავლეებისთვის იმიტირებული არჩევნები გაიმართა
რეგიონული მედიის ასოციაცია ახალციხეში არჩევნების თემაზე ტრენინგს ჩაატარებს