FM97.5 / LIVE

ხიდიდან გადავარდნილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.10.2016
ახალციხის, კლინიკა „იმედის“ ექიმების განცხადებით, ცხრა აპრილის ქუჩაზე, ხიდიდან გადავარდნილი 35 წლამდე მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. მას სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობა უტარდება.

ხიდიდან გადავარდნილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

ცხრა აპრილის ქუჩაზე, ხიდიდან გადავარდნილი მამაკაცის მდგომარეობის შესახებ ექიმებმა ოფიციალური კომენტარი არ გააკეთეს. თუმცა პირად საუბრებში ამბობენ, რომ დაშავებულს თავისა და გულმკერდის არეში მოტეხილობები აქვს, რაც სიცოცხლისთვის საშიშია.

„შეიძლება ითქვას, რომ მდგომარეობა მძიმეა. შესაბამისი მკურნალობა უტარდება და რა იქნება არ ვიცით“, - ამბობენ კლინიკა „იმედში“.

ცხრა აპრილის ქუჩაზე შემთხვევა დღეს, 18 ოქტომბერს, დაახლოებით 16:30 საათზე მოხდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ნასვამ მდგომარეობაში ხიდზე ორი მამაკაცი გადადიოდა, ერთ-ერთი მათგანი მოაჯირს მიეყრდნო და მდინარის ნაპირას ჩავარდა.

„სოფელ აგარიდან არიან, გასვენებიდან მოდიოდნენ და ხიდზე გაჩერებულან, ეტყობა ფეხი დაუსრიალდა, თავი ვეღარ შეიკავა და ჩავარდა“, - გვითხრა ერთ–ერთმა თვითმხილველმა.

დაშავებული მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „იმედში“ გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში, აღნიშნულზე მოკვლევა სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხიდიდან გადავარდნილი მამაკაცი გორის საავადმყოფოში  გადაიყვანეს
ახალციხეში ახალგაზრდა მამაკაცი ხიდიდან გადავარდა
ახალციხეში დაშავებული ორი მამაკაციდან ერთის მდგომარეობა მძიმეა
ავარიის შედეგად დაშავებული ორი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა
ახალციხეში, მდინარეში გადამხტარი ქალის მდგომარეობა მძიმეა
ახალციხეში, მდინარის ნაპირას 82 წლის მამაკაცი გარდაცვილილი იპოვეს
ივლიტასთან დაშავებული ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა