FM97.5 / LIVE

ყულალისელ მოსწავლეებს ავტობუსი არც დღეს მოემსახურა

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 18.10.2016
დაპირების მიუხედავად, ახალციხის სოფელ ყულალისში სასკოლო ავტობუსი არც დღეს მივიდა. მოსწავლეები ყულალისიდან პამაჯის სკოლამდე კვლავ ფეხით წავიდნენ.

ყულალისელ მოსწავლეებს ავტობუსი არც დღეს მოემსახურა

გუშინ 17 ოქტომბერს, ყულალისელმა მოსწავლეებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატობის კანდიდატი, ვაჟა ჩიტაშვილი დაპირდა, რომ თუკი სასკოლო ავტობუსი მათ დღეს არ მიაკითხავდა, ბავშვების ტრანსპორტირებას საკუთარი მანქანით თავად უზრუნველყოფდა.

"მე მაქვს ამის რელური სურვილი და შესაძლებლობაც, რომ ეს ბავშვები მე ვატარო და დარჩეს სამარცხვინო ლაქად ადგილობრივი ხელისუფლებისა თუ განათლების სისტემის. მაგრამ ახლა წინასაარჩევნო პერიოდია და არ მინდა კანონთან წინააღმდეგობაში მოვიდე. ამიტომ ამ საქმეზე დავიწყებ მე მუშაობასა და ფიქრს“, – აცხადებს ვაჟა ჩიტაშვილი.

17 ოქტომბერს მოსწავლეებმა კიდევ ერთი დაპირება ყულალისში გამგებლის წარმომადგენლისგან, კარლენ კარახანიანისგან მიიღეს, რომელმაც განმარტა, რომ სასკოლო ავტობუსი მწყობრიდან იყო გამოსული და როგორც კი შეკეთდებოდა ის მოსწავლეებს კვლავ მოემსახურებოდა.
მიუხედავად დაპირებებისა, დღეს, 18 ოქტომბერს, მოსწავლეებმა ყულალისიდან პამაჯამდე დაახლოებით 2 კილომეტრიანი გზა კვლავ ფეხით გაიარეს.

როგორც ყულალისში მცხოვრები მოსწავლეების მშობლები განმარტავენ, სასკოლო ავტობუსი მათ შვილებს ბოლო სამი წლის განმავლობაში ემსახურებოდა, თუმცა გუშინ, 17 ოქტომბერს მოსწავლეების წამოსაყვანად ყულალისში ტრანსპორტი აღარ მივიდა. ადგილობრივების ნაწილი ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ყულალისში მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობამ ხმა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მისცა.

“სამხრეთის კარიბჭე“ ამ თემის დეტალებს იკვლევს. თვალი ადევნეთ ვებგვერდს.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

წაგებული არჩევნები თუ დირექტორის გადაწყვეტილება – ყულალისელ მოსწავლეებს სასკოლო ავტობუსი მოუხსნეს [Video]
ვაჟა ჩიტაშვილი: ”აქციების მოტრფიალე არ ვარ”
სავალდებულოა I-IV კლასის მოსწავლეებს გაკვეთილები სასკოლო სივრცეში ჩაუტარდეთ – სამინისტრო
შეძლებული ოჯახების მოსწავლეებს სასკოლო სახელმძღვანელოები და კომპიუტერები შესაძლოა აღარ გადაეცეთ
ვაჟა ჩიტაშვილი ოფისის შეღებვაზე: ‘ოცნება აპროტესტებს ძალადობას, ძალადობით’
მაჟორიტარები მეორე ტურისთვის ემზადებიან
მოსახლეობის პროტესტის შემდეგ უდეს მიმართულებით ახალი ავტობუსი ივლის