FM97.5 / LIVE

EMC: ‘ძალადობრივმა პოლიტიკამ შეიძლება სერიოზულ კრიზისამდე მიგვიყვანოს’

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.10.2016
იურისტი თამთა მიქელაძე მიიჩნევს, რომ მოხეში მეჩეთის დროებით დაკავება მუსლიმების მხრიდან სახელმწიფოს არაეფექტური პოლიტიკის მიმართ პროტესტის აქტად უნდა წავიკითხოთ.

EMC: ‘ძალადობრივმა პოლიტიკამ შეიძლება სერიოზულ კრიზისამდე მიგვიყვანოს’

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელი თამთა მიქელაძე მოხეში მიმდინარე მოვლენებს პირადი ფეისბუქის გვერდზე ვრცელი სტატუსით ეხმაურება. მისი თქმით, მუსლიმების მხრიდან ამ უკმაყოფილებას სისტემური მიზეზი აქვს, თუმცა შენობასთან დაკავშირებულ დავაში მნიშვნელოვანია რამდენიმე გარემოების აღნიშვნა:„მოხის კომისია, რომელიც 2 წელზე მეტი ხანია არსებობს აბსოლუტურად არაეფექტური და ილუზორული ინსტრუმენტია შექმნილი დავის გადასაწყვეტად. თავდაპირველად კომისია შეიქმნა სადავოდ გამხდარი შენობის ისტორიული და კონფესიური წარმომავლობის დასადგენად, თუმცა,ძალიან მალე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ მისივე დაარსებული კომისიის მიზანი შეცვალა და მას მხარეებს შორის დაძაბულობის დეესკალაციის მიზანი დაუსახა. შესაბამისად, ამ დრომდე შენობის წარმომავლობის დადგენის მიზნით არც ერთი ღონისძიება არ ჩატარებულა“.

მისი თქმით, რეალურად მოხეში, მანამდე ჭელასა და ასევე ადიგენში მიმდინარე პროცესები ადგილობრივი სამღვდელოების აგრესიული პოლიტიკის და სახელმწიფოს აშკარად არასეკულარული და ძალადობრივად ქცეული პოლიტიკის შედეგია და ეს პროცესი სერიოზულ კრიზისამდე შეიძლება მივიდეს.

„მოხის კომისიის შექმნის მიზანი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მხრიდან პრობლემის გადაწყვეტის გაჭიანურება იყო და დღეს სააგენტოს უსამართლო და არაეფექტურ პოლიტიკას რეალური უკმაყოფილებები ამხელს და უხეში კონტროლისა და ჩარევის პოლიტიკის უშედეგობაც კარგად ჩანს“, – აცხადებს მიქელაძე და ამატებს – „პოლიციის ჯგუფების მიერ შენობის ამოქოლვისა და გამაფრთხილებელი ნიშნების შემდეგ მუსლიმები მათ ისტორიულ შენობაში ლოცვას ალბათ პარტიზანულადაც აღარ წაიკითხავენ, მაგრამ მშვიდობიან თემში სახელმწიფოს უკვე მეორე რეპრესიული შეღწევა, სოციალურ უკმაყოფილებას კიდევ უფრო გაზრდის“.

შეგახსენებთ, მოხეში, რელიგიური კონფლიქტიდან ორი წლის თავზე, მოხეში, სადავო შენობაში მუსლიმებმა ლოცვა ისე დაიწყეს, რომ ჯერ შენობის საკითხი გადაჭრილი არ არის. ოთხდღიანი ლოცვის შემდეგ, დღეს სამართალდამცველებმა შენობის კარი აჭედეს, და პოლიციის ლენტით შემოსაზღვრეს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამართალდამცავებმა მოხეს სადავო შენობის კარი აჭედეს
ე.წ. მოხეს კომისიის გადაწყვეტილებაზე დღეს  მუსლიმები განცხადებას გაავრცელებენ
თამთა მიქელაძე: მოხის კომისიის გადაწყვეტილება პრობლემურია რამდენიმე არგუმენტის გამო
ადამ შანთაძე: მრევლს სიმშვიდისკენ მოვუწოდეთ
მოხეში მუსლიმები სადავო შენობის გარეთ ლოცულობენ [Photo]
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს განცხადება მოხეში მიმდინარე მოვლენებზე
მოხეს სადავო შენობის საკითხზე კომისია ახალციხეში იმსჯელებს