FM97.5 / LIVE

ახალციხის მერობის კანდიდატები მიღებულ შედეგებს აფასებენ

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 23.10.2017
ახალციხის მერობის ყველა ოპოზიციონერი დამარცხებული მერობის კანდიდატი მიღებული ხმების ოდენობას მმართველი გუნდის წარმომადგენლების მიერ განხორციელებული ზეწოლებით ხსნის.

ახალციხის მერობის კანდიდატები მიღებულ შედეგებს აფასებენ
ახალციხეში ხმების ყველაზე მეტი 69.28% "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა ზაზა მელიქიძემ მიიღო, ყველაზე ნაკლები – 0.59% „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზის“ მერობის კანდიდატმა ჯიმშერ გოგოლაურმა.

„ხალხი ქუჩაში მხვდებოდა და მეუბნებოდა, რომ ხმას მე მაძლევდნენ, რადგან მიცნობენ და იციან ვინ ვარ, მაგრამ ტოტალურად დააშინეს მოსახლეობა, ამიტომ მივიღე ხმების ის ოდენობა რაც მივიღე“, – ამბობს ჯიმშერ გოგოლაური.

მიღებული ხმების ოდენობით გმარჯვებული კანდიდატის შემდეგ „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ვაჟა ჩიტაშვილი მოდის. მისი თქმთ, ეს ის შემთხვევაა, როცა „ძალა აღმართს ხნავს“ და „შიში შეიქმს სიყვარულსა“: „სხვა რა გზაა, უნდა ვაღიარო არჩევნების შედეგები. ვულოცავ გამარჯვებას მმართველი გუნდის კანდიდატს და ამომრჩევლისთვის მიცემული დაპირებების შესრულებას ვუსურვებ“.

მისი თქმით, კარგი იქნებოდა, არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარებულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა: „დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს ვინ იმარჯვებს, მაგრამ ნათქვამია „გამარჯვებულს არ ასამართლებენო“ და მართლაც ასეა“.

ხალხის არჩევანს დამოკრატიული არჩევნების შემთხვევაში პატივს სცემს ირაკლი ბარძიმაძეც, თუმცა ამბობს, რომ ის რა შედეგიც დადგა, ხალხს არ გადუწყვეტია: „ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ აღარასდროს შეიცლვება ამ ქვეყანში ხელისუფლება არჩევნების გზით. ყველას აკონტროლებდნენ, ურეკავდნენ, ან მიდიოდნენ და ეუბნებოდნენ რა როგორ უნდა გაეკეთებინათ".

მისი თქმით, ყველაზე ცუდი რაც ამ არჩევნებზე მოხდა არის ის, რომ არასამთავრობო სექტორმა, დამკვირვებლებმა, პრესამ და ტელევიზიამ ხალხზე ძალადობის ლეგალიზება დაუშვა: „გადაღებულიც გვაქვს და გასაჩივრებულიც როგორ მიჰყავთ ამომრჩევლები უბნებზე, როგორ შედიან მათთან ერთად კაბინაში ორ–ორი და გამოჰყავთ ისევ“.

ამომრჩეველზე ზეწოლა რომ განხორციელდა, ამაზე „პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატი ჯუმბერ ინასარიძეც საუბრობს: „შარშანდელ არჩევნებზე მოსახლეობის დაშინება მეორე ტურის დროს დაიწყეს, წელს კი ორი თვით ადრე. შარშან ერთ კვირაში მივიღე სამჯერ ამაზე მეტი ხმა და თან მხოლოდ ქალაქში. წელს კი მასიური ტერორი განხორციელდა“.

კატეგორიულად უარყოფს რაიმე ტიპის ზეწოლებს ‘ქართული ოცნების’ გამარჯვებული მერობის კანდიდატი ზაზა მელიქიძე. ის ამომრჩეველს ნდობისთვის მადლობას უხდის და ამბობს, რომ ეს დიდი პასუხისმგებლობაა: „შედეგები სახეზეა, მოსახლეობამ არჩევანი უკვე გააკეთა. ყველასი მადლობელი ვარ, ვინც მხარი დამიჭირა“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ცესკოს მონაცემებით ახალციხეში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ლიდერობს
ახალციხის მერობის კანდიდატები არჩევნების დღეს აფასებენ
გამარჯვებული და დამარცხებულები – ასპინძაში შედეგებს აფასებენ
ირაკლი ერეკლიშვილი: „ზეწოლა რომ არ ყოფილიყო, „ოცნება“ უფრო ცოტა ხმას მიიღებდა“
ახალციხის მერობის დამარცხებული კანდიდატები შედეგებს აფასებენ
ვაჟა ჩიტაშვილი: რაც მინდოდა ამ არჩევნებიდან, მივიღე
კენჭისყრის დღე ასპინძაში – მერობის კანდიდატების შეფასებები