FM97.5 / LIVE

რას დაჰპირდა დანელიანებს ჯანდაცვის მინისტრი

მთავარი 02.04.2012
12 წლის ზინა ექიმთან კონსულტაციას ყოველ ექვს თვეში ერთხელ საჭიროებს. თუმცა, ცერებრალური დამბლით დაავადებულ მოზარდს შვიდი წელია რეაბილიტაციის კურსი არ ჩასტარებია

რას დაჰპირდა დანელიანებს ჯანდაცვის მინისტრი

ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დანელიანების ოჯახის მთავარი საზრუნავი 12 წლის ზინას ჯანმრთელობის მდგომარეობაა. გოგონას ცერებრალური დამბლის დიაგნოზი დაბადებიდან რამდენიმე თვეში დაუდგინეს.

ზინას დედა, ცირა ტაბატაძე იხსენებს, რომ ბავშვი ტრამვირებული დაიბადა, შემდეგ მკურნალობის კურსი ჩაუტარდა და როგორც ჩანს, მედიკამენტების ძლიერი დოზა მიიღო.

- “ჯერ ახალციხეში ვმკურნალობდით, სამი თვის შემდეგ თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში წავიყვანეთ. პროფესორმა გასინჯა და გვითხრა, რომ წამლების ძლიერი დოზით უკვე დაღუპულიაო”, - ამბობს ცირა ტაბატაძე.

მას მერე კონსულტაციაზე სულ რამდენჯერმე ჰყავდათ. იმის გამო, რომ რეგიონში ნეირო რეაბილიტაციის ცენტრი არ არსებობს, გოგონას დედაქალაქში წაყვანა სჭირდება, ოჯახს კი ამის სახსრები არ აქვს. ამიტომაა, რომ ბოლო შვიდი წელია ზინა ექიმთან არ ჰყოლიათ, ძირითადად სახლში მკურნალობენ და წამლებს ძველი დანიშნულებით აძლევენ.

- “სახლში უფრო ვუვლით, მედიკამენტებს ვაძლევთ და კარგადაა. ექიმმა ადრე რაც დაგვინიშნა, ახლაც იმის მიხედვით ვასმევთ წამლებს. მაგრამ უკვე დიდი ბავშვია და გვინდა, რომ ექიმს ვაჩვენოთ, - ამბობს ოჯახის დიასახლისი და ამატებს, რომ ბავშვი მთელი დღის განმავლობაში გაუნძრევლად წევს და არც ლაპარაკი შეუძლია, - თუ ხასიათზეა გვიცინის. უცხო ხმას, რომ გაიგებს ხვდება, რომ სტუმარი გვყავს. სკოლაში არ დაგვყავს და არც მასწავლებელი მოდის, იმის უნარი არ აქვს, რომ რამე გაგვაგებინოს. დირექტორმა გვითხრა მასწავლებელს დაგიქირავებთო, მაგრამ აზრი არ აქვს”.

დანელიანების ხუთწევრიანი ოჯახი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება. დახმარების სახით ყოველთვიურად 126 ლარს იღებენ, ხოლო ბავშვის სახელზე პენსია 70 ლარი ირიცხება. ოჯახის არცერთი წევრი არ მუშაობს და მთავარი შემოსავალი მხოლოდ ეს დახმარებებია.

- “ადრე მაგნიტაფონის ქარხანაში ვმუშაობდი, მერე გაუქმდა და აღარსად მიმუშავია. მეუღლეს საშუალო განათლება აქვს, ხელოსანია. სოფელ სმადაში მიწის ნაკვეთი გვაქვს და იმდენი პროდუქტი მოგვყავს, რომ ვიარსებოთ”, - ამბობს ცირა ტაბატაძე.

30 მარტს დანელიანების ოჯახს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ესტუმრა. მან ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა იკითხა და დაინტერესდა, გადის თუ არა ზინა დანელიანი მკურნალობის კურსს ბავშვთა ნეირო რეაბილიტაციის ცენტრში, რომელიც სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება.

ოჯახის დიასახლისი ამბობს, რომ მინისტრი დახმარებას დაჰპირდათ: “გვითხრა, რომ ყველანაირად დაგვეხმარება. მკურნალობას უფასოდ ჩაუტარებენ და თბილისში საცხოვრებელი სახლითაც უზრუნველყოფილი ვიქნებით. ვეცდებით, იქნებ წავიყვანოთ”.

მინისტრი დანელიანებს დაზღვევის შესახებაც ესაუბრა.

ცირა ტაბატაძე ამბობს, რომ მინისტრის განცხადების თანახმად, სექტემბრიდან მედიკამენტებში ფულს აღარ გადაიხდის: “ბავშვს სულ სჭირდება წამლები და ვიტამინები. ხან სიცხე აქვს, ხან ყელი სტკივა. მოხუცებსაც უამრავი წამალი სჭირდებათ”.

დანელიანების ოჯახი ბავშვთა სახლიდან პატარას აყვანას აპირებს. სოციალური მომსახურების სააგენტოში განაცხადი უკვე შევსებული აქვთ.

- “3 ან 4 წლის გოგონა გვინდა რომ ავიყვანოთ, ოჯახში სითბოს და სიხარულს შემოიტანს” - ამბობს ოჯახის დიასახლისი და ამატებს, რომ მინისტრისთვის დახმარების თხოვნა ამ საკითხშიც სურდა, მაგრამ ვერ გაბედა. მინისტრის დაპირებით დაიმედებული დანელიანები, ზაფხულში ზინას სამკურნალოდაც წაიყვანენ და იმედი აქვთ, რომ გოგონა ცოტა მაინც მოძლიერდება.

[თამარ თოთაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე


ადიგნელ ხატია პარუნაშვილს სასწრაფო დახმარება სჭირდება, მას მწვავე ლეიკემია აქვს
‘გაჭირვების გამო ბავშვი პანსიონატში ჩავაბარეთ’ – შეჭირვებული ოჯახი დახმარებას ითხოვს
ოთხსულიანი ოჯახი დროებით საცხოვრებელში
ორი ოჯახი და ორი დახმარება
სამცხე–ჯავახეთში სოციალური დახმარება 405 ოჯახს  შეუწყდა
საკირეში, 37 წლის ზეზვა თოფურიანი დახმარებას ითხოვს