FM97.5 / LIVE

საპარლამენტო და ახალციხის მერის არჩევნები

მთავარისიახლე, არჩევნები 08.10.2016
დღეს, 8 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. მე–9 მოწვევის პარლამენტში სამცხე–ჯავახეთიდან სამი მაჟორიტარი შევა: ახალციხე–ადიგენის, ბორჯომი–ასპინძის და ახალქალაქი–ნინოწმინდის სახელით. დღესვე ახალციხეში ქალაქის მერსაც აირჩევენ.

საპარლამენტო და ახალციხის მერის არჩევნები




სამ მაჟორიტარულ ოლქში 27 კანდიდატია დარეგისტრირებული, ამათგან 24 პოლიტიკური პარტიების მიერაა წარდგენილი, სამი კი დამოუკიდებელი კანდიდატია.

N44 ახალციხე–ადიგენის ოლქში, სადაც 50.293 ამომრჩეველია, არჩევანი ცხრა კანდიდატს შორის უნდა გააკეთონ.

N45 ბორჯომი –ასპინძის ოლქის 34.308 ამომრჩეველი, საკანონმდებლო ორგანოს წევრს ათ კანდიდატს შორის შეარჩევს. ამ ათიდან 1 ქალია, 9 კი კაცი.

N46 ახალქალაქი–ნინოწმინდის ოლქში რეგისტრირებული 51.843 ამომრჩეველი კი არჩევანს 8 კანდიდატს შორის გააკეთებს.

ჯამში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთის, სამცხე–ჯავახეთში 146.160 ამომრჩეველია დარეგისტრირებული.

დღეს რეგიონში 212 საარჩევნო უბანი გაიხსნება, აქედან შშმ პირებისთვის ადაპტირებულია 56 უბანი.

ამ დრომდე საქართველოში რვა საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.

საქართველოში პარლამენტი ერთპალატიანია და 150 დეპუტატისგან შედგება. აქედან 77–ს პროპორციული სისტემით ვირჩევთ, 73–ს კი მაჟორიტარულით.

დღესვე, ახალციხეში დარეგისტრირებული 15 057 ამომრჩეველი ქალაქის მერს აირჩევს. მერის რიგგარეშე არჩევნები იმის გამო დაინიშნა, რომ ყოფილი მერი მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატია და მერის პოზიცია დატოვა.

ხმის მიცემა ქალაქის მასშტაბით 13 უბანზეა შესაძლებელი. ახალციხის მერობა ხუთ კანდიდატს სურს, ხუთივე მათგანი მამაკაცია.

მერობის კანდიდატები არიან:
N1 ივანე გვარამაძე – "პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“;
N5 ირაკლი ერეკლიშვილი – ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
N8 ბესიკ ტაბატაძე – "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;
N26 ჯუმბერ ინასარიძე – პარტია "ეროვნული ფორუმი“;
N41 ვლადიმერ ზედგინიძე – პარტია "ქართული ოცნება“.

8 ოქტომბერს არჩეული ახალი მერი, თანამდებობაზე ქალაქ ახალციხის საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით იმუშავებს.

საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნება და საღამოს, 20:00 საათზე დაიხურება. ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულია 3 513 884 ამომრჩეველი.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

Live: არჩევნები სამცხე–ჯავახეთში -2016
ახალციხის მერს  15 057 ამომრჩეველი აირჩევს
27 კანდიდატი, 212 უბანი და 146160 ამომრჩეველი სამცხე–ჯავახეთში
ახალციხის მერობა ხუთ კანდიდატს სურს
ახალციხის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა
დღეს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური ტარდება
ახალქალაქი–ნინოწმინდის მაჟორიტარული ოლქი - მონაცემები მოკლედ