
ერთ დღეში, 8 ოქტომბერს, მეცხრე მოწვევის პარლამენტი უნდა ავირჩიოთ. საქართველოში პარლამენტი ერთპალატიანია და 150 დეპუტატისგან შედგება. აქედან 77–ს პროპორციული სისტემით ვირჩევთ, 73–ს კი მაჟორიტარულით. 73–დან სამი მაჟორიტარი პარლამენტში სამცხე–ჯავახეთიდან შევა. ამ სამ მაჟორიტარს კი რეგიონში დარეგისტრირებული 146.160 ამომრჩეველი აირჩევს.
ყველაზე მეტი 51. 843 ამომრჩეველი N46 ნინოწმინდა–ახალქალაქის გაერთიანებულ ოლქშია; ყველაზე ნაკლები – 34.308მ, N45 ბორჯომი-ასპინძაში; N44 ახალციხე-ადიგენის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში კი 50.293 ამომრჩეველია დარეგისტრირებული.
არჩევნების დღეს რეგიონში 212 საარჩევნო უბანი გაიხსნება, აქედან შშმ პირებისთვის ადაპტირებულია 56 უბანი.
სამცხე–ჯავახეთის სამ მაჟორიტარულ ოლქში 27 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია, აქედან – ახალციხე–ადიგენში ცხრა, ასპინძა–ბორჯომში ათი და ახალქალაქი–ნინოწმინდაში რვა.
N44 ახალციხე–ადიგენის ოლქი:N3 "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" –
ბესიკ ხითარიშვილი;
N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ –
ვაჟა ჩიტაშვილი;
N7 „თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის“ –
გოდერძი კუბლაშვილი;
N8 საარჩევნო ბლოკი „დავით თარხან–მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" –
ნიკოლოზ ინასარიძე;
N19 საარჩევნო ბლოკი „თოფაძე ‐ მრეწველები, ჩვენი სამშობლო” –
ტარიელ ხაჩიძე;
N23 საარჩევნო ბლოკი „ჩვენები სახალხო პარტია“ –
ზურაბ პაქსაძე;
N27 ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები –
შალვა გოგოლაძე;
N41 „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ –
გიორგი კოპაძე;
N42 დამოუკიდებელი კანდიდატი -
ნუგზარ პარუნაშვილიN45 ბორჯომი–ასპინძის ოლქი N1 „პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ –
კახა ბერიძე;
N3 "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" –
ამირან ტყეშელაშვილი;
N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ –
ტარიელ ლონდარიძე;
N7 „თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის“ –
მარინე გელაშვილი;
N8 „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" –
ზურაბ ხაჩიძე;
N10 შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია –
გიორგი გიუაშვილი;
N23 საარჩევნო ბლოკი „ჩვენები სახალხო პარტია“ –
ავთანდილ გონგლაძე;
N25 კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე - მემარცხენე ალიანსი –
გივი მჭედლიშვილი;
N26 ეროვნული ფორუმი –
აკაკი ლეკიშვილი;
N41 „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ –
გედევან ფოფხაძე;
N46 ახალქალაქი–ნინოწმინდის ოლქიN1 საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ –
შაქრო აივაზიანი;
N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ –
არსენ კარაპეტიანი;
N6 უსუფაშვილი – რესპუბლიკელები –
აშოტ საარიანი;
N8 საარჩევნო ბლოკი „დავით თარხან–მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" –
მერუჟან კარახანიანი;
N26 ეროვნული ფორუმი –
არმენაკ ფოლორჩიანი;
N41 „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ –
ენზელ მკოიანი;
N42 საინიციატივო ჯგუფი - მამიკონ მინასიან, არტურ მკოიან, გეორგი მხჩიან, კარლოს რაისიან, ვარდან ჩოკანდარიან –
არტაშეს პალანჯიანN43 საინიციატივო ჯგუფი - არტაკ ხნკოიან, არარატ ანანიკიან, აშოტ ჰოვჰანნესიან, იური ვანაძე, ნოდარ გორგაძე –
რობერტ ჯაღაცპანიან.
[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]