FM97.5 / LIVE

დავით უსუფაშვილი: მინდა გისურვოთ თავისუფალი არჩევანი ხვალ, რომლითაც თქვენ იამაყებთ ზეგ

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 07.10.2016
"26 წლის განმავლობაში პირველად მივდივართ საპარლამენტო არჩევნებზე, რომლის შედგები უშუალოდ და პირდაპირ განსაზღვრავს იმას, თუ როგორი მთავრობა გვეყოლება, საით წავა ეს ქვეყანა და რა იქნება ჩვენი უახლოესი შედეგები ქვეყნის აღმშენებლობის საკითხზე", – დავით უსუფაშვილის საარჩევნო მიმართვა.

დავით უსუფაშვილი: მინდა გისურვოთ თავისუფალი არჩევანი ხვალ, რომლითაც თქვენ იამაყებთ ზეგ

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე არჩევნების დღისა და შედეგების აღიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მე მინდა, გისურვოთ წარმატება, მინდა გისურვოთ თავისუფალი არჩევანი ხვალ, რომლითაც თქვენ იამაყებთ ზეგ.
დღეს სიტყვა თქვენზეა!

- 8 ოქტომბერს სახელმწიფო ძალაუფლება ერთი დღით უკან გადაეცემა ქართველ ხალხს იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა სახელმწიფო ძალაუფლება მიანდოს თავის ახალ რჩეულებს.

ეს არის სახელმწიფოებრივი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი აქტი, რომლის მაღალ დონეზე განხორციელება ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობის საკითხია.

- პირველ რიგში, აუცილებელია, რომ ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა და ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ძალიან მკაფიოდ განაცხადოს, რომ იგი აღიარებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეჯამებულ შედეგებს და არ დააყრდნობს თავის მომავალ საქმიანობას საკუთარი კვლევების თუ საკუთარი გათვლების შედეგად მიღებულ რიცხვებს.

რომ ჩვენ, უპირობოდ შეგვიძლია ნდობა გამოვუცხადოთ ქართულ სახელმწიფოს და საარჩევნო ადმინისტრაციას,

- ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო დაწესებულებებმა, ყველა და არა მხოლოდ სამართალდამცავმა ორგანოებმა პირუთვნელად და მიუკერძოებლად შეასრულონ თავიანთი კონსტიტუციური ფუნქცია - ემსახურონ საქართველოს, ქართულ სახელმწიფოს და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, მის ლიდერს ან სხვა მოსაზრებებს და ინტერესებს.

- ხვალინდელი არჩევნები განსაკუთრებულია იმიტომაც, რომ იგი ტარდება უპრეცედენტო პოლიტიკური თავისუფლებების პირობებში. ჩვენ გადავდგით სერიოზული ნაბიჯები ბოლო წლების განმავლობაში იმისათვის, რომ თვითოეულ თქვენგანს ჰქონოდა თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება.

მაგრამ მეტი თავისუფლება მეტი პასუხისმგებლობაცაა!

- ხვალ ყველა მართალი ვიქნებით ვინც საკუთარი სინდისის და საკუთარი გონების კარნახით გავაკეთებთ არჩევანს. ჩვენ ვიქნებით მართალი ერის წინაშე და ღვთის წინაშე.

- მაგრამ ხვალ საარჩევნო პროცესი არ მთავრდება. ხვალ ჩვენ ვიწყებთ არჩევნებს და არჩევნები როგორც ჩანს, ბევრ მაჟორიტარულ ოლქში დამთავრდება მეორე ტურით.

ანუ, ჩვენ ყველას, სახელმწიფოს, მოსახლეობას, პოლიტიკურ პარტიებს გარკვეული გამოცდა გვაქვს ჩასაბარებელი იმისათვის, რომ 8 ოქტომბრიდან, მეორე ტურის გამართვამდე ჩვენ ღირსეულად გავიაროთ ეს დისტანცია, არ დავუშვათ არანაირი სპეკულაციები, არ დავუშვათ არანაირი მცდელობები იმისა, რომ ვინმე გარკვეული სახელისუფლებო ვაკუუმის წარმოჩენას შეეცადოს.

- ჩვენ 26 წლის განმავლობაში პირველად მივდივართ საპარლამენტო არჩევნებზე, რომლის შედგები უშუალოდ და პირდაპირ განსაზღვრავს იმას, თუ როგორი მთავრობა გვეყოლება, საით წავა ეს ქვეყანა და რა იქნება ჩვენი უახლოესი შედეგები ქვეყნის აღმშენებლობის საკითხზე“, –
დავით უსუფაშვილი.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება
ბიძინა ივანიშვილი "ნაციონალებს"  -  თქვენგან საჯარო ბოდიშს და მონანიებას არავინ ითხოვს
ნინო ბურჯანაძე: 'იქნება მეორე ტური, სადაც ვიქნებით მე და მარგველაშვილი'
ხვალ, 19 მაისს საქართველოში შუალედური და რიგგარეშე არჩევნები გაიმართება
'თავისუფალი დემოკრატები' თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ
პრემიერი: არჩევნების შემდგომ თანამშრომლობის ფორმატზე დღეს საუბარი ნაადრევია
საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერობის კანდიდატად პრეზიდენტს გიორგი კვირიკაშვილი წარუდგინა