FM97.5 / LIVE

უნივერსიტეტს შუქი გამოურთეს

მთავარისაზოგადოება » განათლება 31.01.2013
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივესიტეტს მეორე დღეა ელექტროენერგია არ მიეწოდება.

უნივერსიტეტს შუქი გამოურთეს
თანხის გადაუხდელობის გამო უნივერსიტეტის ორივე კორპუსს და პროფესორ-მასწავლებელთა საერთო საცხოვრებელს ელექტროენერგია გუშინ, დღის მეორე ნახევარში გაუთიშეს.

უნივერსიტეტის დირექციაში ამბობენ, რომ თანხა არის, თუმცა ბიუჯეტის დამტკიცებამდე მის გამოყენებას ვერ შეძლებენ.

”ბიუჯეტის დამტკიცებას ველოდებით რეგენტთა საბჭოსგან. როგორც კი დამტკიცდება, გადავიხდით და შუქიც გვექნება, მანამდე თანხის გადახდის უფლება არ გვაქვს”, - გვითხრა უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ბერიძემ.

უნივერსიტეტში ამბობენ, რომ ელექტროენერგიის მიწოდება სასწავლო პროცესის დაწყებამდე აღდგება.

”დახლოებით ერთ კვირაში შეგვეძლება თანხის გადახდა ”,-განაცხადა სატელეფონო საუბარში უნივერსიტეტის რექტორმა.

ამ ეტაპზე უნივერსიტეტში ზამთრის არდადეგებია. სასწავლო პროცესი 18 თებერვლიდან განახლდება, თუმცა ერთი კვირით ადრე, 11 თებერვალს საგამოცდო პროცესი დაიწყება იმ სტუდენტებისთვის, რომელთაც წინა სემესტრის გამოცები აქვთ გადასაბარებელი.

უნივერსიტეტს, დავალიანების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე დღით გასული წლის დეკემბრის ბოლოსაც შეუწყდა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლის საფასურის გადახდის ვადა გახანგრძლივდა
უნივერსიტეტში დაგეგმილი ღონისძიებები ჩაიშალა
‘გამოცდების გადადების საჭიროება არ არსებობს’ – სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორი
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო
უნივერსიტეტის რექტორი სკოლის დირექტორებს შეხვდა
„შესაძლოა უნივერსიტეტი პარალიზებული აღმოჩნდეს“