FM97.5 / LIVE

‘გამოცდების გადადების საჭიროება არ არსებობს’ – სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორი

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.01.2019
დღეს, 10 იანვარს, საქართველოში ოთხმა სახელმწიფო უნივერსიტეტმა გრიპის ვირუსის გამო სასწავლო პროცესი შეწყვიტა. ამ დროისთვის სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში გამოცდები მიმდინარეობს, ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ სასწავლო პროცესის გადადების საჭიროება არ არსებობს.

‘გამოცდების გადადების საჭიროება არ არსებობს’ – სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორი

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცდები რვა იანვარს დაიწყო და 25 იანვრამდე გაგრძელდება.

„დღეს დავინტერესდი გამოცდებზე სტუდენტების დასწრების მაჩვენებლით, ჯერ–ჯერობით გამოცხადება არის ძალიან მაღალი. ამიტომ არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ გამოცდები გადავდოთ. თუ სტუდენტებში ავადობა დაფიქსირდება, ადმინისტრაცია შესაბამის რეაგირებას მოახდენს“, – გვითხრა სამცხე–ჯავახეთის უნვიერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ.

გრიპის ვირუსის გამო, სასწავლო–საგამოცდო პროცესი შეწყვიტა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, ილიას უნივერსიტეტმა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.

დღეის მდგომარეობით, გრიპის ვირუსით გარდაცვალების 13 შემთხვევაა დაფიქსირებული. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, გრიპის ვირუსით ჰოსპიტალიზების რაოდენობა 845-მდე გაიზარდა, ხოლო რეანიმაციულ განყოფილებებში მოთავსებულთა რაოდენობა 44-მდე.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში პირბადე მხოლოდ ოთხ აფთიაქში იყიდება
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტმა თსუ–სთან მემორანდუმი გააფორმა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტმა სწავლა საზეიმო მიღების გარეშე დაიწყო
რამდენი სტუდენტი მიიღო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა პროფესიულ პროგრამებზე ავტორიზაცია მოიპოვა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო