FM97.5 / LIVE

უნივერსიტეტი პარალიზებულია

მთავარისაზოგადოება » განათლება 24.12.2012
დღეს ახალციხეში უნივერსიტეტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. შესაბამისად, სასწავლებელს არ აქვს არც გათბობა და არც ინტერნეტი

უნივერსიტეტი პარალიზებულია
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს დღეს 12:00 საათზე ენერგოკომპანიაში დავალიანების დაფარვის ბოლო ვადა ამოეწურა. ამიტომ სასწავლებელში შუქი გამორთეს.

”ელქტროენერგიის გარეშე ვერც გათბობა მუშაობს და არც ინტერნეტი გვაქვს. ხვალიდან გენერატორებს ავამუშავებთ, რომ კომპიუტერები ჩაირთოს და ინტერნეტი იყო. სიცივეს ცოტას გავუძლებთ”, - ამბობს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ბერიძე.

სასწავლებლის რეორგანიზაციის შემდეგ ახალი წესდებაა დასამტკიცებელი. იმის გამო, რომ ამ დრომდე ვერ შეიკრიბა რეგენტთა საბჭო, რომელმაც აღნიშნული დოკუმენტი უნდა დაამტკიცოს, სასწავლებელი ვერც თანამშრომელთა ხელფასებს გასცემს და ვერც კომუნალურ ხარჯებს ფარავს.

- ”წლის ბოლოა, ბევრი სირთულეა და ამან განაპირობა ის, რომ სხდომა ვერ ჩატარდა. საბჭოში რამდენიმე მინისტრის მოადგილე შედის და დღეს თუ არა, ხვალ მაინც შეიკრიბება. ძალიან აქტიური პოზიცია აქვს სამინისტროს ამ საკითხთან დაკავშირებით და 2 დღეში ყველაფერი მოგვარდება”, - გვიხსნის ბერიძე.

მისი თქმით, ამ დროისთვის უნივერსიტეტი პარალიზებულია: ”თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ინგრევა, 90-იან წლებში მთელი ზამთარი გვიმუშავია გაყინულ აუდიტორიებში”.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მესამე თვეა სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტს რექტორი არ ჰყავს
„შესაძლოა უნივერსიტეტი პარალიზებული აღმოჩნდეს“
უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გათბობა გაითიშა
უნივერსიტეტში რექტორი შეიცვალა
რას მოუტანს სტუდენტებს სამცხე-ჯავახეთის უმაღლესი სასწავლებლის შეცვლილი სტატუსი
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში რექტორი იცვლება
საფეხური: სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტი არჩევნების შემდეგ [Audio]