FM97.5 / LIVE

ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარობის კანდიდატები ოლქებში არსებულ პრობლემებზე

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები, მე ვირჩევ 30.09.2016
ახალციხე–ადიგენის ოლქში, დეპუტატობისთვის მებრძოლ ცხრავე კანდიდატს, ოლქში არსებულ მტავარ პრობლემად უმუშევრობა მიაჩნია. აქვთ პრობლემის გადაჭრის ხედვაც.

ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარობის კანდიდატები ოლქებში არსებულ პრობლემებზე

„თოფაძე მრეწველები - ჩვენი სამშობლოს“ დეპუტატობის კანდიდატი ტარიელ ხაჩიძე უმუშევრობის დაძლევის გზად რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას მიიჩნევს. „უნდა გაიხსნას საზღვრები, მოსახლეობა იქ სამუშაოდ წავა და პრობლემაც მოგვარდება“, - ამბობს და ამატებს, რომ თუ პარლამენტში შევა, პირველ საკითხად სწორედ ამას დააყენებს.

უმუშევრობის დაძლევას 45.000 სამუშაო ადგილის შექმნით აპირებს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატი ვაჟა ჩიტაშვილი. მისი თქმით, მეწარმეები გადასახადებისგან გათავისუფლდებიან, რათა მეტი ფული დარჩეთ და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას. გარდა ამისა, ჩიტაშვილი პრობლემად მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას, სასმელ და სარწყავ წყლებს ასახელებს: „იმისათვის, რომ საირიგაციო სისტემა მოვაწესრიგოთ, გეოგრაფიულად შესწავლილი მაქვს ტერიტორიები, რაღაცა მონახაზი უკვე არსებობს და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ“.

დასაქმების პრობლემის გადასაჭრელად, გადამამუშავებელი საწარმოების გახსნას აპირებს „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატი ბესიკ ხითარიშვილი. ეს, ის საკითხი იქნება, რასაც ხითარიშვილი პარლამენტში პირველ რიგში დააყენებს.

„პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატისათვის, უმუშევრობასთან ერთად, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა სამართლიანობის აღდგენაა. ნიკოლოზ ინასარიძის თქმით, მის ოლქში პრობლემა კადრების შერჩევაა, რაც უსამართლობის განცდას ქმნის: „ვეცდებიამ საკითხებზე ვიზრუნო და საკადრო პოლიტიკაში არსებული ხარვეზები გამოვასწორო“.

„თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატობის კანდიდატი შალვა გოგოლაძე უმუშევრობასთან ერთად, ოლქში ეკოლოგიურ და შშმ პირებთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობს. თუმცა ამბობს, რომ კანონმდებლობიდან გამომდინარე, რა რესურსიც ექნება, იმის მიხედვით იმოქმედებს.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ კანდიდატს გიორგი კოპაძეს, მისი ხედვები „სამხრეთის კარიბჭეს“ მკითხველისთვის უცნობი რჩება. ხელისუფლების კანდიდატი ამბობს, რომ ამომრჩეველს ჩვენს გარეშეც კარგად ეკონტაქტება და ჩვენთან ურთიერთობას არ აპირებს.

ასევე უცნობი რჩება პარტიის „თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის“ კანდიდატის გოდერძი კუბლაშვილის მოსაზრებები. იგი ამბობს, რომ ხედვებს ბრიფინგებზე გააჟღერებს.

ახალციხე-ადიგენის ოლქში „ჩვენები-სახალხო პარტიის“ კანდიდატი ზურაბ პაქსაძე მიიჩნევს, რომ რეგიონში მთავარი პრობლემა დასაქმებაა, ამიტომ დეპუტატად აჩევის შემთხვევაში, მისი გუნდიც სამუშაო ადგილების შექმნას შეეცდება. გარდა ამისა პაქსაძე ეკონომიკის აყვავებას, ბიზნესსექტორის აღორძინებით გვპირდება.

ახალციხე-ადიგენის ოლქში ერთადერთი დამოუკიდებელი დეპუტატი ნუგზარ პარუნაშვილი კი უსამართლობასთან ბრძოლას აპირებს. მისი თქმით, სასამართლო პოლიტიზირებულია და უსამართლობის მთავარი მიზეზიც ესაა: „სამართლიანობის აღდგენა, მართლმსაჯულების ორგანოების განვითარება და აპოლიტიკურ ორგანოებად ჩამოყალიბება, ამ საკითხს დავაყენებ პარლამენტში“.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]

ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარობის კანდიდატები ოლქებში არსებულ პრობლემებზეახალციხე–ადიგენის მაჟორიტარობის კანდიდატები ოლქებში არსებულ პრობლემებზე
სამხრეთის კარიბჭეს" პროექტი,
'ინფორმირებული არჩევანი – დემოკრატიის საფუძველი'
ხორციელდება საარჩევნო სისტემების განვითარების,
რეფორმებისა და სწავლების ცენტრის
ფინანსური მხარდაჭერით


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

1 ქალი და 27 მამაკაცი – მაჟორიტარები სამცხე–ჯავახეთიდან
ბორჯომი–ასპინძის მაჟორიტარობის კანდიდატები ოლქებში არსებულ პრობლემებზე
ცესკოს მონაცემები 09:00 საათისთვის ახალციხე–ადიგენის ოლქში
ნინოწმინდა–ახალქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატები ოლქებში არსებულ პრობლემებზე
ცესკოს ბოლო მონაცემები ახალციხე–ადიგენის ოლქში
მაჟორიტარების ბრძოლა ამომრჩევლის ხმებისთვის
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [6 სექტემბრის მდგომარეობით]