FM97.5 / LIVE

ნინოწმინდა–ახალქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატები ოლქებში არსებულ პრობლემებზე

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები, მე ვირჩევ 30.09.2016
N46–ე ნინოწმინდა-ახალქალაქის საარჩევნო ოლქში რვა კანდიდატია. ექვსი პოლიტიკური პარტიის და ორი საინიციატივო ჯგუფის. სხვა ოლქების მსგავსად, რიგით პირველ პრობლემად აქაც უმუშევრობას ასახელებენ, ამას მოყვება ჯანდაცვისა და სოციალური სფერო და სოფლის მეურნეობა.

ნინოწმინდა–ახალქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატები ოლქებში არსებულ პრობლემებზე

„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის არსენ კარაპეტიანის თქმით, უმუშევრობა პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა, რის მოგვარებაზეც პარლამენტში შესვლის შემთხვევაში იზრუნებს. პრობლემის გადაჭრას იგი მეწარმეებისათვის გადსახადების შემცირებით გეგმავს. კარაპეტიანი ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად კრიმინალის ზრდასაც მიიჩნევს: „ქვეყნის ეკონომიკა დამოკიდებულია უსაფრთხოებაზე. როცა ძალოვან სტრუქტურაში არიან უნიჭო ადამიანები, მაშინ გაჩერებულია ქვეყანა“.

დეპუტატობის კანდიდატად არჩევის შემთხვევაში, პრიორიტეტული იქნება სოციალური სფერო და ჯანდაცვა ბლოკის „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ კანდიდატისთვის შაქრო აივაზიანისთვის.

სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე მუშაობას გეგმავს დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი არტაშეს ფალანჯიანი: „რეალურად, აქ დიდი პროექტები არ ხორციელდება. ვეცდები ეს საკითხი ყველა დონემდე მივიტანო“.

კიდევ ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი რობერტ ჯაღასპანიანცი, ყველაზე დიდ პრობლემად საგზაო ინფრასტრუქტურასა და სოფლებში ამბულატორიების არარსებობას მიიჩნევს. პარლამენტში გასვლის შემთხვევაში, იგი სწორდ ჯანდაცვაში არსებულ პრობლემებს წამოწევს.

სარწყავი სისტემის არარსებობას ყველაზე დიდ პრობლემად მიიჩნევს „ეროვნული ფორუმის“ კანდიდატი არმენაკ ფოლორჩიანი და ამბობს, რომ დეპუტატის მანდატის მოპოვების შემდეგ, იგი სწორედ ახალი სისტემის მშენებლობას დაიწყებს. გარდა ამისა, იგი ყველა სოფელში, ახალი ამბულატორიების მშენებლობას გეგმავს.

ახალქალაქი-ნინოწმინდაში სასმელი წყლის პრობლემებს ასახელებს „რესპუბლიკელების“ დეპუტატობის კანდიდატი აშოტ საარიანი. მისი თქმით, გარდა ინფრასტრუქტურული პრობლემებისა, ადგულობრივებს პრობლემები ექმნებათ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, საზღვრის გადალახვისას. იგი ფიქრობს, რომ აღნიშნულის შესახებ კანონში ცვლილებებია შესატანიდა პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, ამ კუთხით აპირებს მუშაობას.

მერუჟან კარახანიანი ამბობს, რომ მის ოლქში ყველაზე მწვავე გლეხების მდგომარეობაა და სახელმწიფომ მათ ყურადღება უნდა მიაქციოს.

სამ მთავარ პრობლემას, მიწის რეგისტრაციას, გზებსა და გაზიფიცირებას ასახელებს ახალქალაქი-ნინოწმინდაში „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატი ენზელ მკოიანი. მისი თქმით, ახალქალაქი-ნინოწმინდაში მოსახლეობის 30% ბუნებრივი აირი საერთოდ არ აქვს, ასევ მოსაწესრიგებელია მიწის რეგისტრაციის საკითხიც. იგი პარლამენტში შესვლის შემთხვევაში სწორედ ამ პრობლემების მოგვარებას გეგმავს.

[ვარლამ წიკლაური, ახალქალაქი]

ნინოწმინდა–ახალქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატები ოლქებში არსებულ პრობლემებზენინოწმინდა–ახალქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატები ოლქებში არსებულ პრობლემებზე
სამხრეთის კარიბჭეს" პროექტი,
'ინფორმირებული არჩევანი – დემოკრატიის საფუძველი'
ხორციელდება საარჩევნო სისტემების განვითარების,
რეფორმებისა და სწავლების ცენტრის
ფინანსური მხარდაჭერით


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომი–ასპინძის მაჟორიტარობის კანდიდატები ოლქებში არსებულ პრობლემებზე
1 ქალი და 27 მამაკაცი – მაჟორიტარები სამცხე–ჯავახეთიდან
ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარობის კანდიდატები ოლქებში არსებულ პრობლემებზე
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [3 სექტემბრის მდგომარეობით]
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [5 სექტემბრის მდგომარეობით]
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [2 სექტემბრის მდგომარეობით]
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [6 სექტემბრის მდგომარეობით]