FM97.5 / LIVE

კითხვები მაჟორიტარობის კანდიდატებს – N45 ბორჯომი – ასპინძის ოლქი

მთავარისიახლე, არჩევნები, ეკონომიკა, მე ვირჩევ 30.09.2016
ბორჯომი–ასპინძის მაჟორიტარობის კანდიდატების პასუხები ერთსა და იმავე კითხვებზე. ნახეთ, რა ხედვები აქვთ კანდიდატებს და შეადარეთ მათი პასუხები.

კითხვები მაჟორიტარობის კანდიდატებს – N45 ბორჯომი – ასპინძის ოლქი

N45–ე ბორჯომი–ასპინძის მაჟორიტარულ ოლქში, ათი კანდიდატია დასახელებული. ათივე მათგანს ერთი და იგივე კითხვები გავუგზავნეთ. პასუხები ცხრა კანდიდატმა დაგვიბრუნა. "თამაზ მეჭიაური– ერთიანი საქართველოსთვის" კანდიდატმა, მარინე გელაშვილმა ინტერვიუზე უარი თქვა.

1. რა ინიციატივებს შესთავაზებთ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და უმუშევრობის პრობლემის დასაძლევად?

N1 კახა ბერიძე: საქართველოს მთავრობას შევთავაზებდი ჩვენი ეკონომიკური გუნდის მიერ შექმნილ პროგრამას.

N3 ამირან ტყეშელაშვილი: უნდა განვითარდეს საოჯახო ტურიზმი, უნდა გაკეთდეს სარეკლამო რგოლები, რომლებიც გაიშვება საზღვარგარეთ. ყველა ქალაქში უნდა აშენდეს მცირე საწარმოები. ჩვენ ძირითადად მოგვყავს კარტოფილი, მცირე საწარმო რომ აშენდეს ჩიფსების, მოსავალი ადგილზე გვაქვს, ნაკლები დაუჯდება ბიზნესმენსაც და თურქული საქონელიც განიდევნება. ასევე, უნდა შემოვიდეს ინვესტიციები.

N5 ტარიელ ლონდარიძე: „ ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს რეალური გეგმა ქვეყნის ღრმა ეკონომიკური კრიზისიდან გამოსაყვანად, სიღარიბის და ასევე უმუშევრობის დასაძლევად, რაც დეტალურადაა განხილული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 4 –წლიან გეგმაში.

N7 მარინე გელაშვილი: პასუხების გაცემა არ ისურვა.

N8 ზურა ხაჩიძე: ბევრი დაინტერესებული პირია საზღვარგარეთ, ქართველიც და უცხოელიც , რომლებიც დაინტერესებული არიან ბორჯომსა და ასპინძაში კაპიტალის დაბანდებით. ჩვენ შევუქმნით მათ იმ პირობებს, რომ შეძლონ სხვადასხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. ჩემი გუნდი უკვე მუშაობს იმაზე თუ რა ტიპის გასართობი, ან საგანმანათლებლო განვითარეებაა საჭირო მთელ რაიონში.

N10 გიორგი გიუაშვილი: უმუშევრობის დაძლევა და ეკონომიკის მდგრადობა შეუძლებელია ბიზნეს მონოპილიების მოსპობის გარეშე. ვგულისხმობ ჩვენს რეგიონში არის საბანკო მონოპოლიები, წყლის კარტოფილის. ჩვენგან გადის კარგი კარტოფილი და დამპალი შემოდის თურქეთიდან, ეს არის მოსაგვარებელი. საშუალო ბიზნესს უნდა განვითარება.

N23 ავთანდილ გონგლაძე: ეკონომიკის და ქვეყნის განითარებისთვის პირველ რიგში აუცილებელია პატრიოტიზმი, სამშობლოს სიყვარული უნდა გქონდეს, ისე არაფერი გამოვა. 30 წელი გავიდა, ნიჭი და განთლება არავის აკლია, საარჩევნო პროგრამებიც კარგი აქვთ, სამშობლო არ უყვართ და იმიტომ არაფერს აკეთებენ.

N25 გივი მჭედლიშვილი: „ბანკების თარეში“ უნდა მოისპოს, იმხელა პროცენტია, ხალხს ბინები და ქონება გააყიდინეს. თუნდაც საპენსიო სესხი, ოთხი თვის წინასწარ რომ გამოიტანონ, ერთი თვისას უკავებენ. შევამცირებდით სამინისიტროებს, გავანახევრებდით თავისი დეპარტამენტებით, შევამცირებდით პარლამენტარების რიცხვსაც, 125 სრულიად საკმარისია. ინვესტორები თავისი ხალხით მოდიან, ამას ავღკვეთავდით, სპეციალისტები მოიყვანონ, მუშებად კი ადგილობრივები დაასაქმონ.

N26 აკაკი ლეკიშვილი: საჭიროა დიფერენცირებული საგადასახადო სისტემის შემოღება. ეკონომიკურად ჩამორჩენილ და მოსახლეობისგან დაცლილ რეგიონებში საგადასახადო დაბეგვრა უნდა დაწესდეს 0–დან 5 % -მდე, ხოლო მაქსიმალური – ქალაქ თბილისში. საჭიროა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, დაბალპროცენტიან ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობით და საკონსულტაციო მომსახურებით. საუკეთესო შედეგების მქონე 1000–მდე ბენეფიციარს ყოველწლიურად უნდა გადაეცეს 1 0000-15 000–მდე ლარის ღირებულების სპეცტექნიკა გრანტის სახით.

N41 გედევან ფოფხაძე: ტურიზმის მიმართულებით მაქვს ჩემი ინიციატივები და ნამდვილად ვაპირებ მაგასთან დაკავშირებით მთავრობასთან კომუნიკაციას, იგივე სოფლის მეურნეობასთან მიმართებაში. არ არის თვითმიზანი სუბსიდირების სისტემაზე ვისუბროთ, მაგრამ ხელი უნდა შევუწყოთ სოფლის მეორნეობის პროდუქციის რეალიზებას, ჩევენ ყურძენზე ხომ ვმუშაობთ, იგივე უნდა გავაკეთოდ სხვა სოფლის პროდუქტზე. ტურისტული ბაზარი გაიზარდა, საქართველოში არნახული რაოდენობა ჩამოდის ტურისტების. მეტი სერვისია შესაქმნელი და პირობები მოსაწესრიგებელი.

2. ასპინძაც და ბორჯომიც დიდი ტურისტული პოტენციალის მქონე რაიონებია, თუმცა, აქ ეს პოტენციალი ფაქტობრივად აუთვისებელია. რა ხედვა გაქვთ უნიკალური პოტენციალის ასათვისებლად?

N1 კახა ბერიძე: ინფრასტრუქტურის განვითარება; საშემოსავლო და მოგების გადასახადის შემცირება 10% –ით წაახალისებს კერძო სექტორს მოახდინოს უფრო მეტი თანხის ინვესტირება ; ძირითადი ყურადღება უნდა გამახვილდეს, ჩვენი კუთხისთვის დამახასიათებელი კულტურული მემკვიდრეობის აღორძინებაზე. მივესალმები ხიზაბავრის ტერასების აღდგენას, ასევე ვიზრუნებ, რომ შემუშავდეს სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამები ხერთვისის ტერასების აღდგენისთვის.

N3 ამირან ტყეშელაშვილი: ტაბაწყურის ტბა უნიკალურია და ამის არ გამოყენება ტურიზმისთვის, არ შეიძლება. უნდა შეიქმნას მარშუტები:ბორჯომი–ასპინძა, შემდეგ ბათუმი, მომხმარებელს ჩვენ პორდუქტი უნდა შევთავაზოთ, დასაქმდნენ გიდები. ვარძიის არ გამოყენება სირცხვილია. ძალიან ბვერი სანახავია ჩვენს რეგიონში.

N5 ტარიელ ლონდარიძე: 2012 წლამდე მიმდინარეობდა აქტიური მუშუაობა რეგიონის ტურისტული პოტენციალის გასაუმჯობესებლად. სწორედ ჩვენი ხელისუფლების პერიოდში გაკეთდა რაბათის ციხის რეაბილიტაცია–აღდგენა. დაიწყო ასპინძაში ხიზაბავრის ტერასების რეაბილიტაცია. ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში განახლდება ის პროექტები, რომელიც იგეგმებოდა: მაგალთად ხერთვისის ციხის და სოფელი ხერთვისის რეაბილიტაცია, თმოგვის ციხის რეაბილიტაცია, ასევე იგეგმებოდა ვარძიაში ინვესტორების მოძიება სადაც აშენდებოდა სასტუმროები.

N7 მარინე გელაშვილი: პასუხების გაცემა არ ისურვა.

N8 ზურა ხაჩიძე: ტურისტული განვითარება რომ მოხდეს, პირველ რიგში უნდა მოწესრიგდეს გზის პრობლემა. ადგილობრივი თუ უცხოელი დამსვენებელი, ისტორიული, კულტურული ძეგლის დასათვალიერებლად რომ ავიდეს, საგზაო ინფრასტრუქტურა უნდა იყოს გამართული. რაც შეეხება აგრო ბიზნესის განვითარებას, თითოეულ გლეხს მზად აქვს ბიზნეს გეგმა, წარდგენილი აქვს გამგეობაში, მაგრამ მათ არ აქვთ ხელშეწყობა დღეს არც ადგილობრივი ხელისუფლებისგან და არც სოფლის მეურნეობის სამინისტროდან. ჩვენს პროგრამაში გაწერილია ძალიან მკაფიოდ ბიზნეს განვითარების გეგმა.

N10 გიორგი გიუაშვილი: ტურიზმის განვითარება არ არის მარტო დამოკიდებული ერთი ტურისტული ცენტრის გახსნაზე, რომელიც ხშირად დაკეტილი იყო. ტურიზმის განსავიტარებლად აუცილებელია ძალიან სერიოზული საინფორმაციო მხარდაჭერა. ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს. ასპინზაშიც და ბორჯომშიც იგივე მდგომარეობაა. ტურიზმის განვითარების ხედვა არ არსებობს. ბაკურიანი და ბორჯომი მალე არარ იქნება კურორტის ცენტრი. მიაქვს იქაურობა მაღალსართულიან და ქაოტურ მშენებლობას. მხოლოდ ბიზნესს უყურებენ. ტურიზმის ინფრასტრუქტურა არ არსებობს.

N23 ავთანდილ გონგლაძე: დაბალპროცენტიანი კრეტიდები უნდა მისცენ, ბანკიდან გამოტანილი კრედიტით ვიდრე მშენებლობას დაამთავრებ, 70% უკან გაქვს შეტანილი. მე ბიზნესმენი ვარ, სასტუმროც მაქვს და რესტორანიც, მომავალში გეგმებიც მაქვს. როგორ შეიძლება 15–18–50% იყოს და ბიზნესის განვითარება გინდოდეს. 01% უნდა იყოს და 40–წლიანი კრედიტები. აი მაშინ იქნება, რომ ყველაფერი აღორძინდება.

N25 გივი მჭედლიშვილი: ორივე ქალაქი ტურისტული ზონაა, ორივე საქართველოს მარგალიტებია. ორივეგან უნდა აშენდეს ახალი სანატორიუმები და სასტუმროები. სახელმწიფომ უნდა გამოყოს თანხები, იაფი სესხები. ძირითადი ყურადღება მიაქციოს საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებას. ბორჯომი და ასპინძა სამკურნალო წყლებით არის სავსე, რომლებიც ტყუილად იქცევა.

N26 აკაკი ლეკიშვილი: რაიონულმა მუნიციპალიტეტებმა უნდა შეიმუშაონ ტურიზმის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმები. არსებული და ახლად შექმნილი ობიექტები ტურისტულ მარშუტებში უნდა აღინიშნებოდეს, რასაც პოპულარიზაცია უნდა გაუწიოს ტურიზმის დეპარტამენტმა. რეგიონალური პრინციპით დიფერენცირებული საგადასახადო სისტემის შემოღება კი ხელს შეუწყობს და წაახალისებს რაიონებში მცირე და საშუალო ბიზნესს.

N41 გედევან ფოფხაძე: ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ტურისტუილი თვალსაზრისით და ამაზე აქცენტის გაკეთება არის ყველაზე სწორი. ბორჯომი–ასპინძის ერთობლივი რესურსი ამ თვალსაზრისით არის შეუდარებლად მნიშვნელოვანი. ჩვენ უკვე გვქონდა საუბრები, როგორ დავეხმაროთ მცირე ბიზნესს, კერძო სექტორს. მე მგონი, მთის კანონი, რაღაც საკითხებში ამ პრობლემების მოგვარებას ხელს შეუწყობს.

3. ასპინძა – ბორჯომის მაჟორიტარს, რომელიც ასევე, ახალქალაქის 17 სოფლის მცხოვრებლების ხმა უნდა იყოს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, სად ექნება მაჟორიტარის ბიურო?

N1 კახა ბერიძე: მე ვფიქრობ, რომ სამივე რაიონში უნდა იყოს ბიურო თუ არა, წარმომადგენლობა მაინც.

N3 ამირან ტყეშელაშვილი. ალბათ ბორჯომში, რადგან ყველაზე დიდი ოლქია, ამომრჩეველი აქ უფრო მეტია. წარმომადენელი ყველა ქალაქში მეყოლება. ყველა მოქალაქემ აუცილებლად უნდა მიიღოს ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობა. თვეში ერთხელ აუცილებლად უნდა შევხვდე ჩემს ამომრჩეველს, ბორჯომში, ასპინძაში და ახალქალაქში.

N5 ტარიელ ლონდარიძე: წარმომადგენელი ბიუროს სახით იქნება ასპინძაშიც, ბორჯომშიც და ახალქალაქშიც. შეხვედრების გრაფიკი გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით.

N7 მარინე გელაშვილი: პასუხების გაცემა არ ისურვა.

N8 ზურა ხაჩიძე: ჩემი წარმომადგენლობითი ბიურო იმუშავებს ყველგან, ახალქალაქშიც და ასპინძაშიც.

N10 გიორგი გიუაშვილი: წინასწარ ძნელია საუბარი. ყველა შემთხვევაში, ჩემი სახსრებით რომ დამჭირდეს გახსნა, ბიურო მექნება ბორჯომში და ასპინძაში. ყველაფერს გაავკეთებ და ხშირი კომუნიკაცია მექნება მოსახლეობასთან.

N23 ავთანდილ გონგლაძე: ბორჯომში მექნება ბიურო, მაგრამ ჩემი ხალხისთვის ვიმუშავებ. ჩემი ხალხის სიყვარულით ვიყრი კენჭს. გამარჯვების შემთხვევაში კარდაკარ ცამოვივლი და მათ გულისკივილს მოვისმენ. სომხურ დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას რუსულად დაველაპარაკები, თუ რუსულად ვერ შეძლებენ სომხურადაც მოვახერხებ.

N25 გივი მჭედლიშვილი: ბორჯომში მექნება, წარმომადგენლები მეყოლება ასპინძაში და ახალქალაქში, მე ვიქნები კურიერი ამ ქალაქებს შორის. ორივე ქალაქს გამარჯვების შემთხვევაში განსაკუტრებულ ყურადღებას მივაქცევ. ასევე ახალქალაქის 17 სოფელსაც.

N26 აკაკი ლეკიშვილი: ეროვნული ფორუმი პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატების არსებობის წინააღმდეგია, ხოლო მაჟორიტარის ბიურო სად იქნება განთავსებული, დამოკიდებულია ცენტრალური ბიუჯეტიდან აპარატის შესანახად გამოყოფილ ასიგნებაზე და მუნიციპალიტეტიდან უზუფრუქტით გადმოცემულ საოფისე ფართზე.

N41 გედევან ფოფხაძე: ბიურო გვექნება ბორჯომშიც და ასპინძაშიც. ახალქალქთან დაკავშირებითაც მე მაქვს გარკვეული გეგმები, გეოგრაფიულად რთულია, მაგრამ ჩვენ ერთიანი გუნდი ვართ და იმ სოფლებს ნამდვილად არ მივატოვებთ.ასპინძის და ბორჯომის ბიუროებს ექნება საკონსულტაციო დარბაზები, სადაც ვაპირებთ ყველა სოფლიდან წარმომადგენლების შეყვანას. აუცილებლად ამ რაიონების ინტელიგენციასთან ერთად განვიხილავ მიმდინარე საკითხებს.

[ვარლამ წიკლაური, ბორჯომი–ასპინძა]

კითხვები მაჟორიტარობის კანდიდატებს – N45 ბორჯომი – ასპინძის ოლქიკითხვები მაჟორიტარობის კანდიდატებს – N45 ბორჯომი – ასპინძის ოლქი
სამხრეთის კარიბჭეს" პროექტი,
'ინფორმირებული არჩევანი – დემოკრატიის საფუძველი'
ხორციელდება საარჩევნო სისტემების განვითარების,
რეფორმებისა და სწავლების ცენტრის
ფინანსური მხარდაჭერით


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომი–ასპინძის მაჟორიტარობის კანდიდატები ოლქებში არსებულ პრობლემებზე
10:00 საათისთვის N45 ასპინძა– ბორჯომის ოლქში "ოცნების" კანდიდატი ლიდერობს
მაჟორიტარები ახლო ხედით – ბორჯომი–ასპინძა
27 კანდიდატი, 212 უბანი და 146160 ამომრჩეველი სამცხე–ჯავახეთში
ზაქარია ენდელაძე: მოსახლეობას ისეთი პირობები უნდა შევუქმნათ, რომ სოფელი მოსახლეობისგან არ დაიცალოს [R]
”მცირე და საშუალო ბიზნესი ქვეყნის განვითარების ხერხემალი უნდა იყოს”
გედევან ფოფხაძე ბორჯომში ახალგაზრდებს შეხვდა [R]