FM97.5 / LIVE

მაჟორიტარები ახლო ხედით – ბორჯომი–ასპინძა

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები, მე ვირჩევ 30.09.2016
N45–ე ბორჯომი – ასპინძის მაჟორიტარულ ოლქში, დეპუტატობის 10 კანდიდატია, 1 ქალი და 9 მამაკაცი.

N1 საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ – კახა ბერიძე

მაჟორიტარები ახლო ხედით – ბორჯომი–ასპინძა
კახა ბერიძე 1971 წელს, ასპინძაში დაიბადა. 2002-03 წლებში ახალციხის გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. 2008-12 წლებში საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „იმედი-ელის“ ახალციხის ფილიალის დირექტორი იყო. 2016 წელს, პარტიის მიერ კანდიდატად დასახელებამდე, პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტში ფინანსური მენეჯერი იყო.


N3 „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ – ამირან ტყეშელაშვილი

ამირან ტყეშელაშვილი 1954 წელს ბორჯომში დაიბადა. 2003-2013 წლებში იყო შპს „ბორჯომგაზის“ დირექტორი. ასევე მუშაობდა შპს „მზიური ველის“ დირექტორად. ბოლო რამდენიმე წელია „გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას“ შეუერთდა.


N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ტარიელ ლონდარიძე

მაჟორიტარები ახლო ხედით – ბორჯომი–ასპინძა
ტარიელ ლონდარიძე დაიბადა 1968 წელს ასპინძაში. იგი 1990 წლიდან 2003 წლამდე ჯერ საბჭოთა, შემდეგ კი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მუშაობდა. 2003 წლიდან 2012 წლამდე თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში სხვადსხვა პოსტებს იკავებდა, იყო აკადემიის რექტორიც. 2012 წელს იყო თავდაცვის მინისტრის მრჩეველი. 2012-16 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი.


N7 „თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის“ – მარინე გელაშვილი

მაჟორიტარები ახლო ხედით – ბორჯომი–ასპინძა
მარინე გელაშვილი 1968 წელს, ბორჯომში დაიბადა.
იგი ერთადერთი ქალი კანდიდატია სამცხე-ჯავახეთში, მათ შორის ასპინძა-ბორჯომის საარჩევნო ოლქში წარმოდგენილ კანდიდატებს შორის. მარინა გელაშვილი 2013-14 წლებში ბორჯომში, კულტურის სამსახურის უფროსი იყო.


N8 საარჩევნო ბლოკი „დავით თარხან–მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" – ზურაბ ხაჩიძე

მაჟორიტარები ახლო ხედით – ბორჯომი–ასპინძა
ზურა ხაჩიძე 1979 წლის 3 იანვარს, ბორჯომში დაიბადა. დაამთავრა თბილისის „მეტეხის“ უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი. მისი მეორე პროფესია სიმღერასთან არის დაკავშირებული. რაც შეეხება მის სამუშაო გამოცდილებას: ბორჯომის „ბავშვთა ფედერაცია“ (1995-დან 1998-მდე) ;კომპანია, „არტ იმედი“ (2003-დან 2005-მდე); გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ბორჯომის რაიონში (2008 წელი) ;ახალი მემარჯვენეების პოლიტსაბჭოს წევრი (2008-2010 წლები) ; ღვინის კომპანია “შუმის” პიარ მენეჯერი (2005-2006 წლები).


N10 შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია – გიორგი გიუაშვილი

მაჟორიტარები ახლო ხედით – ბორჯომი–ასპინძა
გიორგი გიუაშვილი 1979 წელს, ბორჯომში დაიბადა. იგი ბორჯომში გამგებლის მოადგილე იყო, ბოლო ორი წლის განმავლობაში კი „ლეიბორისტული“ პარტიიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია.


N23 საარჩევნო ბლოკი „ჩვენები სახალხო პარტია“ – ავთანდილ გონგლაძე

მაჟორიტარები ახლო ხედით – ბორჯომი–ასპინძა
ავთანდილ გონგლაძე ბორჯომში დაიბადა.
იგი 90–იან წლებში ბორჯომის მერი იყო.
„ჩვენის სახალხო პარტიის“ მიერ დეპუტატობის კანდიდატად დასახელებამდე კერძო ბიზნესი ჰქონდა,
მათ შორის პურის საცხობი და რესტორანი.



N25 კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე - მემარცხენე ალიანსი – გივი მჭედლიშვილი

მაჟორიტარები ახლო ხედით – ბორჯომი–ასპინძა
გივი მჭედლიშვილი ბორჯომში დაიბადა,
იგი 2010 წლიდან ჯერ „ლეიბორისტებთან“,
ახლა კი „მემარცხენე ალიანსში“ აქტიურ პოლიტიკაშია ჩართული.




N26 ეროვნული ფორუმი – აკაკი ლეკიშვილი

მაჟორიტარები ახლო ხედით – ბორჯომი–ასპინძა
აკაკი ლეკიშვილი ასპინძაში დაიბადა.
წლების განმავლობაში იგი გარემოს დაცვის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობს.
„ეროვნულ ფორუმს“ ბოლო პერიოდში კანდიდატად დასახელებამდე შეუერთდა.



N41 „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – გედევან ფოფხაძე

მაჟორიტარები ახლო ხედით – ბორჯომი–ასპინძა
გედევან ფოფხაძე 1975 წელს, ბორჯომში დაიბადა. იგი 2001-2002 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის საბჭოს კონსულტანტი; 2002-2003წლებში ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე; 2003 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელის თანამდებობას იკავებდა. 2006-2008 წლებში . იყო ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი; 2012-16 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი.


[თაკო ფეიქრიშვილი, ბორჯომი]

მაჟორიტარები ახლო ხედით – ბორჯომი–ასპინძამაჟორიტარები ახლო ხედით – ბორჯომი–ასპინძა
სამხრეთის კარიბჭეს" პროექტი,
'ინფორმირებული არჩევანი – დემოკრატიის საფუძველი'
ხორციელდება საარჩევნო სისტემების განვითარების,
რეფორმებისა და სწავლების ცენტრის
ფინანსური მხარდაჭერით


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

10:00 საათისთვის N45 ასპინძა– ბორჯომის ოლქში "ოცნების" კანდიდატი ლიდერობს
ვინ არიან ასპინძის მერობის კანდიდატები
ბორჯომის მერობის კანდიდატები
სამცხე–ჯავახეთის ოლქების მაჟორიტარი კანდიდატები
მაჟორიტარები ახლო ხედით – ახალციხე–ადიგენი
27 კანდიდატი, 212 უბანი და 146160 ამომრჩეველი სამცხე–ჯავახეთში
მაჟორიტარები ახლო ხედით – ახალქალაქი–ნინოწმინდა