FM97.5 / LIVE

ექსტერნად გამოცდების ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია 14 თებერვლიდან დაიწყება

მთავარისაზოგადოება » განათლება 11.02.2014
ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩაბარების მსურველებს რეგისტრაციის გავლა 14-დან 21 თებერვლის ჩათვლით შეეძლებათ. გამოცდები კი 6 მარტიდან 21 მარტის ჩათვლით ჩატარდება .

ექსტერნად გამოცდების ჩაბარების მსურველთა  რეგისტრაცია 14 თებერვლიდან დაიწყება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, გამოცდების ჩაბარების მსურველმა, რეგისტრაციის თაობაზე საგანამანათლებლო რესურსცენტრს უნდა მიაკითხოს. თუ მსურველი არასწრულწლოვანია, განაცხადის შეტანის უფლება აქვს მის კანონიერ წარმომადგენელს.

თუ პირი, რომელსაც გამოცდის ჩაბარება სურს, სკოლაში სწავლობს, რეგისტრაცია იმ რესურსცენტრში უნდა გაიაროს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მისი სკოლა მდებარეობს. ხოლო, თუ პირი არ სწავლობს სკოლაში, განცხადების შეტანა ნებისმიერ რესურსცენტრში შეუძლია.

სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოცდა ტარდება წერითი ფორმით, ტესტირების გზით და მას ატარებს ის სკოლა, რომელშიც სწავლობს მოსწავლე ან პირს სურს რომ გააგრძელოს სწავლა. ხოლო, მე-12 კლასში შემავალი საგნის/საგნების (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, ინგლისური ენა, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება ცენტრალიზებულად, ელექტრონული ფორმით.

პირმა, რომელიც წარმატებით ჩააბარებს ექსტერნატის გამოცდებს, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად, სკოლის გამოსაშვები გამოცდები უნდა ჩააბაროს.

„ამასთან გაცნობებთ, რომ პირზე, რომელმაც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის კლასის/კლასების, ან საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამები წარჩინებით დაძლია ექსტერნატის ფორმით, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნის ატესტატი არ გაიცემა“, - აცხადებენ სამინისტროში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

იწყება რეგისტრაცია ექსტერნის გამოცდებისთვის
ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება
23 ივნისიდან ატესტატების გაცემა იწყება
მე-12 კლასელებისთვის გამოცდების ექსტერნად ჩაბარების ვადები დადგინდა
ატესტატების გაცემა დაიწყო
მე-12 კლასის ექსტერნატის გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილია
მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის თავისუფალი დასწრება გაუქმდა