FM97.5 / LIVE

ამომრჩევლის პრობლემები და მოლოდინი

მთავარისიახლე, არჩევნები, მე ვირჩევ 16.09.2016
მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტარის ფუნქციაში სოფლებსა და ქალაქებში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება არ შედის, ამომრჩეველთა დიდი ნაწილი მაჟორიტარებისგან მაინც ამ პრობლემების მოგვარებას ელის. ნაწილი კი ამბობს, რომ დიდი ხანია არავის დაპირების აღარ სჯერა.

ამომრჩევლის პრობლემები და მოლოდინი

მართალია, ადგილობრივების გზავნილების ადრესატები მაჟორიტარები არ არიან, მაგრამ, იმისათვის, რომ პარტიებმაც და მაჟორიტარებმაც იცოდნენ, რა პრობლემებია სამცხე–ჯავახეთის სოფლებში, გადავწყვიტეთ მათი მოსაზრებები გაგაცნოთ. მითუმეტეს, რომ ადგილობრივებიც ფიქრობენ, რომ მაჟორიტარი გზას თუ ვერ დააგებს, სამაგიეროდ შეუძლია სხდომებზე მისი საარჩევნო ოლქის პრობლემები წამოწიოს და მათ ამით მაინც დაეხმაროს.

ბორჯომი

ბორჯომში, სოფელ დვირში მცხოვრები ვალია ხუციშვილი ამბობს, რომ მათი სოფლის მთავარი პრობლემა გაზიფიცირებაა, გარდა ამისა, სოფელში არც საბავშვო ბაღი აქვთ. გარე განათების გაკეთება სურს ამავე სოფელში მცხოვრებ ქეთინო ხუციშვილს.

„მაინტერესებს ხალხს ეშველება თუ არა, შიმშილის ზღვარზეა. გვინდა ისეთმა გაიმარჯვოს, ვინც საქმის გამკეთებელია. უმუშევრობა უნდა მოგვიგვაროს. მატრო მე ვმუშაობ ოჯახიდან, ცხრა ვართ სახლში“, – გვეუბნება ბორჯომში, სოფელ ტაძრისში მცხოვრები მანანა გოგოლაძე.

ამომრჩევლის პრობლემები და მოლოდინი „ყველა ოჯახში გაჭირებაა, ისეთი დეპუტატი გვინდა, რომ ყველა ოჯახიდან წაიღოს პრობლემა და მოახსენოს ხელისუფლებას“, – ამბობს ამავე სოფლის მცხოვრები ნოდარ შაყულაშვილი.

უმუშევრობის პრობლემაზე წუხს ასევე ტაძრისში მცხოვრები კობა მეტრეველი: „ქვეყანა რომ ძლიერი იყოს, ოჯახები უნდა იყოს ძლიერი. გაღარიბდა ხალხი, მასობრივი უმუშევრობაა, ვისურვებდი, მომავალმა დეპუტატმა იზრუნოს ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად“.
დამეწყრილ დგვარში მცხოვრებლებისთვის ყველაზე მთავარი უსაფრთხოდ ცხოვრებაა.

„გასახლებაზე იყო საუბარი და აღარაფერს ამბობენ, როდის მოგვხედავენ?! ცემენტი და სამშენებლო მასალები მაინც მოგვცენ“, – გვეუბნება ბორჯომში, სოფელ დგვარში მცხოვრები მაია თაბუკაშვილი.

„ხალხისკენ რომ მოიხედონ, შეიძლება?! კაბინეტებში რომ ჯდებიან და მერე არავინ აღარ ახსოვთ. ჩვენნაირი დაბალი ფენა უკიდურეს მდგომარეობაში ვართ, მოგვხედონ“, – კატეგორიულია ყვიბისში მცხოვრები ციალა გელაშვილი.

ამავე სოფელში მცხოვრები ვლადიმერ გელაშვილი კი პირველ რიგში ქვეყანაში ითხოვს უსაფრთხოებას: „პრობლემებს რა გამოლევს, მაგრამ სტაბილურობა მინდა ქვეყანაში. კრიმინალმა მოიმატა, მაღაზია გამიტეხეს. ასეთი რაღაცეები არ უნდა ხდებოდეს“.

შიდა გზების მოწესრიგება სურს ბორჯომში, სოფელ რველში მცხოვრებ ნანა კობერიძეს. ზანავის მკვიდრი ჯუმბერ რაზმაძე კი ფიქრობს, რომ რაიმე პრობლემის გაჟღერებას აზრი არ აქვს: „ერთი პარტია რომ იყოს, არ შეიძლება?! ჭამენ ერთმანეთს და დაპირებებია მხოლოდ“.

ასპინძა

„სოფელში გზები საერთოდ არ არის, სახლებამდე რომ მივაღწიოთ“, – გვეუბნება ასპინძაში, სოფელ ხიზაბავრაში მცხოვრები მერი მაზმიშვილი.

ამომრჩევლის პრობლემები და მოლოდინი ტყემდე მისასვლელი გზის მოწესრიგება და სპორტული მოედანი სურთ ასპინძის სოფელ ტოლოშში.
„გზა არა გვაქვს, შეშა რომ მოვიტანოთ“, – ამბობს ტოლოშელი თამაზ ნადირაძე.

„სოფელში ბევრი ახალგაზრდა ვართ და ერთი სტადიონი არ გვაქვს. ახალგაზრდების გასართობ საშუალებებზეც თუ იზრუნებენ, კარგი იქნება“, – ამბობს შალვა მელიქიძე.

ასპინძაში, სოფელ ხიზაბავრაში, ინტერნეტს ითხოვენ. ხერთვისში კი გზების მოწესრიგება სურთ.

„სოფელს ბევრი ტურისტი სტუმრობსდა ვფიქრობ ამ სერვისის ქონა აუცილებელია“, – ამბობს გული ჭიკაიძე, ხიზაბავრიდან.

„არც საგზაო ნიშნები არსებობს, არც ბორდიურები, ხალხი მოძრაობს შუა ტრასაზე, ასევე პირუტყვი გადადის. კარგი იქნება თუ დღის წესრიგში ეს საკითხიც დადგება, მითუმეტეს რომ ტურისტული ზონაა“, – ამბობს თემურ ფორთუა, რომელიც ხერთვისში ცხოვრობს.
სასმელ წყალს ითხოვენ ასპინძის სოფელ ნიჯგორში, სოფელ საროს მთავარი პრობლემა კი სარწყავი წყალია.

„დაგვპირდნენ 24–საათიან წყალმომარაგებას, მაგრამ წლებია და ეს პრობლემა ვერ მოაგვარეს“, – გვეუბნება ზოია ლონდარიძე.

„ნათესებს ვერ ვრწყავთ, გვაინტერესებს ამ პრობლემაზე თუ იზრუნებს ვინმე. ყველა გვპირდება, მაგრამ ჯერ შედეგი არ არის“, – ამბობს მზია ზაზაძე საროდან.

სოფელ ნიჯგორში საბავშვო ბაღს ითხოვენ, იდუმალაში სანიაღვრე არხების გაკეთება სურთ, სოფელ რუსთავს კი ამბულატორია უნდა.

„როდესაც წვიმს, მთელი წყალი გზაზე მოდის და ვინც ახლოს ცხოვრობს, სახლში უვარდება“, – ამბობს მოსე ბექაური.

სოფლის ექიმი ვარ, მაგრამ ისეთი შენობა მაქვს, ვერ შევდივარ, მეშინია თავზე არ დამენგრეს. პაციენტებს სახლში ვღებულობ“, – გვეუბნება ასმათ ჭაღალიშვილი.

ახალციხე

„გაზი არ გვაქვს და წყალი, არც შეშა, გვექნება თუ არა გაზი და შეშა ზამთარში“, – კითხულობს ახალციხეში, სოფელ აწყურში მცხოვრები ლევან მუმლაძე.

ამომრჩევლის პრობლემები და მოლოდინი სოფელ გიორგიწმინდაში სარწყავი წყლის პრობლემაა. „რასაც დავთესავთ, ხმება ეგრევე“, – ამბობს მზია ჩოხელი.

სოფელ წნისში კი კლუბის შეკეთება სურთ. „ამხელა კლუბია და ხომ უნდა გააკეთონ?! აღადგინონ და გააკეთონ“, – ამბობს ლაშა გოგოლაძე.
„როდის შეიძლება რომ შემოვიდეს გაზი?“ – აინტერესებს კლდეში მცხოვრებ ეთერ ივანიძეს.

„გაზი, წყალი და გზა როდის გვექნება?“ – კითხულობს ნაზელი მინასიანი სოფელ ჭაჭარაქიდან.

"გვაინტერესებს გაზი როდის გვექნება სოფელში, ერთი მანქანა შეშა მინუმუმ 1000 ლარი ღირს", – გვეუბნება სხვილისში მცხოვრები მარტინ ამბარცუმიანი.

"ყველას კრედიტები აქვს, ყველა დამწვარია, ამაზე ფიქრობს ვინმე? არავინ არ ფიქრობს. დროებით შეაჩერონ, გადავადება გააკეთონ. მერე რამე საშუალება გამოჩნდება. უნდა გაგვიწიონ შეღავათი, ორ კაპიკს თუ ვშოულობთ, კრედიტებში ვაძლევთ", – საუბარში გვერთვება ამავე სოფელში მცხოვრები ზაურ ზედგინიძე.

ამომრჩევლის პრობლემები და მოლოდინი სასმელი წყლის მილისა და სათავე ნაგებობის შეკეთებას ითხოვენ სოფელ პამაჯში. ასევე წყლის, ოღონდ, სარწყავი წყლის პრობლემაა სოფელ ყულალისში.

"სოციალური პრობლემები, წყალი, გაზი, ინტერნეტი გვინდა. სამუშაო ადგილი გლეხისთვის არის, მიწა არის, სარწყავი წყალი უნდა იყოს და გასაღებისთვის ქარხნები. მაგრამ პირველი და მთავარი მაინც ბუნებრივი აირია", – გვეუბნება მათე პეტროსიანი სოფელ ყულალისიდან.

"ჯანდაცვა უნდა გაუმჯობესდეს, შეღავათიანი ფასები უნდა იყოს. მედიკამენტებია ძვირი და ჩვენი შემოსავლით ვერ ვწვედებით. ან არ უნდა გავხდეთ ავად, თუ გავხდით, განწირულები ვართ. დასაქმებაზე უნდა იზრუნონ, ახალგაზრდები ვერ მუშაობენ და რამე პერსპექტვაც არ არის, რომ სადმე დასაქმდებიან. ყველა სეფეროში გვაქვს გარღვევა, რაში ვართ წარმატებული?!"– გვეუბნება ვალეში მცხოვრები თამაზი კაჭკაჭიშვილი და ამატებს, – მოვლენ, სამი–ტხო ლით, პირად ცხვრებას მოიწყობენ, მერე აღარავის ახსოვხარ. აღარავინაა მომკითხავი და გამკითხავი. მომეცი, მომეცი ამბობენ, ერთი ხმა მაქვს, რამდენს უნდა მივცე".

გუგული კაჭკაჭიშვილი კი ამბობს, რომ ვალეში პრობლემა სასწრაფო დახმარების სამსახურისა და საავადმყოფოს არ ქონაა და კარგი იქნება, თუ ამაზეც იზრუნებენ.

ადიგენი

ამომრჩევლის პრობლემები და მოლოდინი „მთიან რაიონში რომ ცხოვრობს ადამიანი, იმას ყველაზე მეტად უნდა დახმარება. აგერ ჩვენი სოფლის გვერდით ტყეა, ფაქტობრივად ტყეში ვცხოვრობთ და რომ რამე მოჭრა, ვთქვათ სახლის გადასახურად, დაგიჭერენ. ამიტომ, მე მაინტერესებს ამ პრობლემას როგორ მოაგვარებენ. გვექნება თუ არა საშუალება, ახლო მდებარე ტყიდან მოვიტანოთ შეშა“, – გვეუბნება ადიგენში, სოფელ ჭელაში მცხოვრები ავთანდილ ქაფიანიძე.

ჭელაში სხვა პრობლემებიცაა.

„არ გვაქვს მაღაზია, მოედანი, გასართობი ადგილები. ადრე ჩამოდიოდნენ ხოლმე ძალიან ბევრი ბავშვები, დამსვენებლები, მაგრამ ახლა აღარ ჩამოდიან და ვინც აქ არის ახალგაზრდები, იმასაც წასვლა უნდა. იმიტომ, რომ შესაბამისი პირობები არ არის“, – ამბობს 17 წლის თორნიკე ქაფიანიძე.

„ჩვენს სოფელში გვინდა საბავშვო ბაღი გვქონდეს, მეორე სოფელში ვატარებთ ბავშვებს, შორს. შეუძლიათ ამისი გაკეთება?! – კითხულობს ამავე სოფელში მცხოვრები ლალი კოჩალიძე.

„იქნება თუ არა კიდევ რელიგიური დაპირისპირება, ამასაც ვკითხავდი ყველას“, – ამბობს ჯუმბერ მარკოიძე.

სამასალე მერქნის პრობლემებია სოფელ მოხეში.

„2012 წელს დამეწვა სახლი, სულ დაიწვა. გვერდით ავაშენე პატარა რაღაცა და ხის მასალაზე პრობლემები შემექმნა. ხალხი მეუბნება, ტყეში ცხოვრობ და ხის მასალა არ გაქვსო?! მინდა, რომ სახურავი გავაკეთო. მაინტერესებს როგორ უნდა გამოვიყენო მასალა?!“ – კითხულობს მერაბ ჩაგერიშვილი.

მოხეში შიდა გზებიც მოსაწესრიგებელია.

ამომრჩევლის პრობლემები და მოლოდინი „ვკითხავდი, დაგვეხმარებოდა თუ არა შიდა გზების მოწესრიგებაში. ასევე წყლის მოყვანა თუ შეუძლიათ. ყველა მოსახლეს არ აქვს წყალი, მარტო ერთი პატარა წყარო გვაქვს“, – ამბობს ნოდარ გოლაძე.

მოხეში კიდევ ერთ პრობლემაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ ისედაც მიგრაციის ზღვარზე მყოფ სოფლებში მომუშავე მასწავლებლებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ.

„როგორ მიაქცევენ სოფლის მასწავლებლებს ყურადღებას?! საყოფაცხოვრებო პირობებს ვგულისხმობ. კი გაითვალისწინეს მაღალმთინობის პირობებში ეს,მაგრამ იმდენი შეღავათი მაინც არ არის,რასაც გვპირდებოდნენ. როგორ გააუმჯობესებენ სოფლის მასწავლებლების ცხოვრების პირობებს“, – გვეუბნება მოხის მცხოვრები და ამატებს, რომ სოფლის ექიმის კაბინეტის მოწყობაც არ იქნებოდა ურიგო.

ნინოწმინდა, ახალქალაქი

ამომრჩევლის პრობლემები და მოლოდინი მესხეთის სოფლების მსგავსად, საუბარს ინფრასტრუქტურული პრობლემებით იწყებენ ჯავახეთის სოფლებშიც. აქაც ყველას აინტერესებს, როდის მოიცლის მათი ხელისუფლება, სოფლის გზების მოსაწესრიგებლად, ექნებათ თუ არა ბუნებრივი აირი, სუფთა სასმელი წყალი და სარწყავი წყალი იმისთვის, რომ ნაკვეთები არ გაუხმეთ.

„გზა გაგვიკეთონ, რომ მოხვედით, ხომ დაინახეთ რა გზაა? რამხელა ორმოებია“, – გვეუბნება ჰოვანეს პოლოიანი, რომელიც სოფელ ხულგუმოში ცხოვრობს და ამტებს, – „არჩევნებიდან არჩევნებამდე ვხედავთ ხალხს, მერე არავინ მოვა რომ გკითხოს, როგორ ხარ, როგორ ცხოვრობ, რა გიჭირს“.

მისი მეუღლე კი ამბობს, რომ პირველ რიგში, პენსიების გაზრდა და მედიკამენტების გაიაფებაა საჭირო: „წამლები უნდა იყოს იაფი, ხალხი ავადაა, პენსია არაფერში გვყოფნის, ვერფერს ვჭამთ და ამიტომაც ვართ ავად“.

„ხედავთ რა გზაა?! მანქანებს ვამტვრევთ. სხვა პრობლემა არ გვაქვს, დროულად ვიღებთ პენსიას, მშვიდობა გვაქვს“, – გვეუბნება ამაიაკ დემირჩიანი, სოფელ დიდი ხანჩალიდან.

ამომრჩევლის პრობლემები და მოლოდინი ჯავახეთს აქვს განმასხვავებელი ნიშანიც. აქ თითქმის ყველას აინტერესებს, რა ეშველება მათ კარტოფილს, რომელიც ტონობით მოჰყავთ და ულპებათ.

„ჩვენ კარტოფილით ვცხოვრობთ, იცით რამდენი გვიჯდება მისი მოყვანა?! რამდენ წამალს ვყიდულობთ, რომ არ გაფუჭდეს? ტრაქტორს რამდენს ვაძლევთ?! და რომ მოდის რა ვუყოთ, სად გავყიდოთ? გადავყაროთ?!“ – გვეუბნება ახალქალაქში, სოფელ კულიკამში მცხოვრები მანია ჩოქანდარიანი.

„სხვადასხვა ადგილებიდან რომ შემოაქვთ კარტოფილი, მე როგორ გავასაღო ჩემი მოსავალი? აქ სხვა არაფერი გვაქვს“, – ამბობს მარგარიტა პოლოიანი, სოფელ ხულგუმოდან.

„160 ლარი პენსია მაქვს და წამალშიც არ მყოფნის, როგორ ვიცხოვრო?! დაგვეხმარონ, კარტოფილი გავყიდოთ, მხოლოდ კი არ დაგვპირდნენ, დაგვეხმარონ“, – ამბობს იურა კუსიანი, სოფელ კულიკამიდან.

ვართან ჩოქანდარიანი ამბობს, რომ ჩვენთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, თბილისში, კარტოფილი 40 თეთრად გაყიდა.

„რა უნდა გააკეთონ? ჩვენგან იყიდონ, თურქეთიდან კი არ შემოიტანონ. ჩვენი ვერ გაგვიყიდია და ისინი სხვისგან ყიდულობენ“, – გვეუბნება იგი.

[თინათინ ზაზაძე, სამცხე–ჯავახეთი]

ამომრჩევლის პრობლემები და მოლოდინიამომრჩევლის პრობლემები და მოლოდინი
სამხრეთის კარიბჭეს" პროექტი,
'ინფორმირებული არჩევანი – დემოკრატიის საფუძველი'
ხორციელდება საარჩევნო სისტემების განვითარების,
რეფორმებისა და სწავლების ცენტრის
ფინანსური მხარდაჭერით


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამი წყაროს იმედად

‘2 თვეა წყალი არ გვაქვს’ -  ვარევანის მოსახლეობა
სოფელ აბასთუმანში რვა ოჯახს ორი თვეა სასმელი წყალი არ აქვს
კარწახში ყოველი დილა წყლის ზიდვით იწყება
წვიმაზე დამოკიდებული მოსავლიანობა
წყალი, გზა და გაზი –  წინუბნელები  ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვენ
სოფელ ხევაშენში ოთხი დღეა წყალი არ მოდის