28.03.2015 - ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისში გელაშვილების ორსულიანი ოჯახი მერვე წელია პირუტყვის სადგომში ცხოვრობს. იქ სადაც ახლა საწოლები უდგათ, პირუტყვი ებათ და იმიტომ გაყიდეს, რომ თავშესაფარი ჰქონოდათ.
23.03.2015 - ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების, უდისა და არალის მცხოვრებლები ახალციხე–უდეს მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მდგომარეობასა და მგზავრობის ფასს აპროტესტებენ. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ მიკროავტობუსები გადავსებული დადის, სატრანსპორტო კომპანიებში კი ადგილობრივების პროტესტს არ იზიარებენ.
16.03.2015 - როგორ ებრძოდა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი უტყისუბანი 15–წლიან უშუქობას და რა შეიცვალა ადგილობრივებისთვის ბოლო ორ წელიწადში, მას შემდეგ, რაც სოფელს ელექტროენერგია მიაწოდეს.
09.03.2015 - მეზობლების ფულით ნაყიდი წამლები და ღია ცისქვეშ დარჩენის შიში. გოგოლაძეები სიმსივნესა და დიაბეტს 150-ლარიანი პენსიით ებრძვიან, უსახსრობის გამო კი მალე ნაქირავები ბინის დატოვებაც მოუწევთ. გოგოლაძეები დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვენ, გამგეობა კი მათ ვერაფერს ჰპირდება.
26.02.2015 - ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში, მეწყერმა, 8 ოჯახი უსახლკაროდ დატოვა. 8–დან ერთს ხელისუფლებამ ბინა უკვე შეუძინა, ერთს უახლოეს მომავალში შეუძენენ. დანარჩენი 6 ოჯახი კი იმ დღეს ელის, როცა სახელმწიფო ბინების მოძებნას მათაც დაავალებს.
19.06.2013 - „ჩვენი თვალით, ომი მდიდრების თამაშია. საბრძოლო მასალებს აწარმოებენ და სადღაც ომი უნდა დაიწყოს, რომ ეს საბრძოლო მასალა გამოიყენონ“, - ამბობს სტეფანაკერტში, ანტიკვარული სუვენირების მაღაზიის მფლობელი არმონდ ტარმაზიანი.
13.06.2013 - წერს, ხატავს და უკრავს. რას გაყვება მომავალში, ჯერ არ იცის... 13 წლისაა და ფიქრისთვის ბევრი დრო აქვს. მეგობრები ბევრი ჰყავს, მაგრამ ერთადერთი, ვისთანაც ბოლომდე იხსნება, ფუნჯი და ფურცელია. განცდებს და სათქმელს ასე ყველაზე უკეთ ამბობს... რუბრიკის სტუმარი ამჯერად გვანცა ნოზაძეა.
25.04.2013 - სოფელი, სადაც მოსახლეობას ოჯახების რჩენა უჭირს, საცხოვრებელი პირობები არ აქვთ და მომავლის იმედს მაინც არ კარგავენ.
24.04.2013 - სოფელი წყლის, გზის, პირველადი ჯანდაცვის, საბავშვო ბაღის, კლუბისა და მაღაზიის გარეშე. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროში უკიდურეს სიღარიბეზე საუბრობენ.
11.04.2013 - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ გონდურაში მცხოვრებ ორ ოჯახს სხვადასხვა სახის დახმარება - ერთს საყოფაცხოვრებო, მეორეს კი სამედიცინო სახის შემწეობა ესაჭიროება.
01.03.2013 - ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეოთში ჩივიან, რომ სოფელს ახალგაზრდები ტოვებენ. ამის მიზეზად მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას და უმუშევრობას ასახელებენ. სოფელი ქალაქთან დამაკავშირებელი გზის შეკეთებასაც ითხოვს.
16.02.2013 - გოჩა დემეტრაძე წლების განმავლობაში ქალაქ ვალის კულტურის სახლის სამხატვრო ხელმღძვანელად მუშაობდა. რატომ გაათავისუფლეს დემეტრაძე სამსახურიდან და რას ითხოვს იგი ახალი ხელისუფლებისგან.
02.02.2013 - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების კოთელიასა და ბარალეთის ძირითადი პრობლემები წყლის უკმარისობა, ახალგაზრდების დაუსაქმებლობა და მოწეული პროდუქტის რეალიზაციაა. ეს ყველაფერი შედეგად მიგრაციას იწვევს.
01.02.2013 - სოფელ ბუღაშენში ბევრი მარტოხელა და გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობს. მიზეზი ან ემიგრაციაა, ან მცირე სახელმწიფო დახმარება, ან კარტოფილის ცუდი მოსავალი.
19.12.2012 - ნინოწმინდის მცხოვრები, 76 წლის გოარ სირაქოსიანი უსახლკაროდ, უმწეო მდგომარეობაში დარჩა. ერთადერთ გამოსავლად თავადაც და მისი გარშემომყოფებიც მის მოხუცებულთა თავშესაფარში მოწყობას მიიჩნევენ, თუმცა, უფასო თავშესაფრებში ადგილი არ არის, ფასიანისთვის კი სახსრები
07.12.2012 - რამდენიმე დღეა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკაში არც ელექტროენერგია აქვთ და არც წყალი.
15.11.2012 - მოსწავლეების რაოდენობა მცირდება, ტბაში წყალი შრება, ზამთრობით გზები იკეტება, მოსავლის გაყიდვა ვერ ხერხდება, შინაური საქონლის რიცხვი იკლებს, - რას გვიამბობენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანჩალში მცხოვრებლები

30.10.2012 - ტიგრან მგდესიანი 14 წლისაა. რამდენიმე წელი კარატეს ვარჯიშობდა და სინთეზატორზე უკრავდა. ორივე საქმიანობაში დიდ წარმატებებს მიაღწია. ახლა კი დუდუკი აირჩია და ცდილობს აქაც სრულყოფილებამდე მივიდეს. ამბობს, რომ არჩევანის შეცვლას აღარ აპირებს
15.10.2012 - ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ იდუმალაში 130 ოჯახი ცხოვრობს, თუმცა, ადგილობრივები ჩივიან, რომ რაოდენობა ყოველდღე კლებულობს. მიუხედავად სოფლის კარგი ბუნებრივი პირობებისა, ახალგაზრდები იდუმალას ტოვებენ.
13.09.2012 - სოფელი, რომლის სახელწოდებასაც ადგილობრივები ხვნა-თესვას უკავშირებენ; რას უჩივიან ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ წახანში მცხოვრებლები და რატომ ფიქრობენ, რომ ისინი ყველამ დაივიწყა