FM97.5 / LIVE

კრივის ჩემპიონატის ქართველი გამარჯვებული ამერიკაში

მთავარისაზოგადოება, რეკლამა 14.03.2016
"მინდა ჩემი წარმატებით ამერიკელებმა (სტუდენტებმა, ჩემმა თანატოლებმა) გაიცნონ "Georgia" - როგორც ქვეყანა და არა როგორც ამერიკის ერთ-ერთი შტატი".

კრივის ჩემპიონატის ქართველი გამარჯვებული ამერიკაში

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო აკადემიამ, რომელიც ქალაქ ანაპოლისში მდებარეობს, კრივში კადეტთა ბრიგადის ყოველწლიურ, ტრადიციულ ჩემპიონატს უმასპინლა. აკადემიაში 70 ქვეყნიდან 4 000-მდე კურსანტი სწავლობს. ქართველმა კადეტმა პაატა გუჯეჯიანმა ფინალურ შეხვედრაში გაიმარჯვა და პირველი უცხოელი კურსანტი გახდა, რომელმაც ფინალში წარმატება მოიპოვა.

პაატა გუჯეჯიანი ეროვნული თავდაცვის აკადემიაში უმცროს ოფიცერთა სკოლის მომზადების საკანდიდატო კურსის მსმენელია. ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო აკადემიაში (United States Naval Academy) სასწავლებლად 2014 წელს გაიგზავნა. დღეს ის აშშ-ის საზღვაო აკადემიის მესამე კურსის წარმატებული კადეტია.

ამბობს, რომ კრივი ბავშვობიდანვე იტაცებდა და ამერიკაში ჩასვლის შემდეგ გადავწყვიტე სპორტის ამ სახეობაში საკუთარი შესაძლებლობები გამოეცადა.

პაატა გუჯეჯიანი: „თავიდან რთული იყო, რადგან გუნდში ჩემზე ბევრად უფრო გამოცდილი და ძლიერი მოთამაშეები აღმოჩნდნენ. ამის მიუხედავად, მაინც ჩავერთე და ვარჯიში დავიწყე. წვრთნის დროს თვალს გამოცდილ მოკრივეებს ვადევნებდი, საჭირო დროს ვგულშემატკივრობდი კიდეც და ვფიქრობდი, რომ რთული იქნებოდა რინგზე ასეთ ძლიერ მეტოქეებთან შეხვედრა. ბევრჯერ მიფიქრია, რომ თავი დამენებებინა და რამე უფრო ადვილი სახეობა შემერჩია. დავინტერესდი აკადემიაში არსებული სპორტის თითქმის ყველა სახეობით. ძალებიც რამდენიმე სახეობაში მოვსინჯე. ძიების პროცესში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ადვილი არაფერია, მაგრამ თუ იშრომებ და მიზნის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებ, ყველაზე რთული საქმეც გაგიიოლდება. ასეთმა აღმოჩენამ მაფიქრებინა, რომ დანებება სისუსტეა და გადავწყვიტე გავმხდარიყავი ერთ-ერთი საუკეთესო. ამ შეჯიბრებაზე გამარჯვებას ველოდი, მიუხედავად იმისა, რომ უძლიერეს მოწინააღმდეგესთან მომიწია შერკინებამ. რინგზე ასვლის წინ ჩემს თავს ვუთხარი, რომ დამარცხების უფლება არ მქონდა, რადგან ძალიან დიდი შრომა გავწიე ამ საქმისთვის. ვფიქრობ, ყველაფერი გავაკეთე გამარჯვებისთვის და ახლა შემიძლია ვთქვა რას ვაპირებ მომავალში. რა თქმა უნდა, დავისახავ მიზნად, რომ გავაგრძელო ვარჯიში და არა მარტო აკადემიის, არამედ ამერიკის უნივერსიტეტთა შორის დაგეგმილ შეჯიბრებებშიც ჩემი ქვეყნის სახელით მივიღო მონაწილეობა და რა თქმა უნდა, გავიმარჯვო. მინდა ჩემი წარმატებით ამერიკელებმა (სტუდენტებმა, ჩემმა თანატოლებმა) გაიცნონ "Georgia", როგორც ქვეყანა და არა როგორც ამერიკის ერთ-ერთი შტატი.

(R)


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხიდან ფილადელფიამდე – ჯაბა ხოსიტაშვილის 20 წელი რინგზე [Video]
ღია კარის დღე შსს-ს აკადემიაში
ნიაზ დიასამიძე - ახალციხელი სამბისტი წლის მთავარი ტურნირის პრიზიორია
10 წამში მოგებული ბრძოლა – ამირან გოგოლაძე ინგუშეთიდან გამარჯვებული დაბრუნდა [Video]
თავდაცვის მინისტრი აბიტურიენტებს შეხვდა
შსს-ს აკადემიაში გენდერული თანასწორობის თემაზე ტრენინგები დაიწყო
ახალციხიდან ვესტონამდე – ამერიკული ჯარის ქართველი ოფიცერი