FM97.5 / LIVE

თავდაცვის მინისტრი აბიტურიენტებს შეხვდა

მთავარიპოლიტიკა, რეკლამა 04.03.2016
განათლება თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

თავდაცვის მინისტრი აბიტურიენტებს შეხვდა

თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენას ეწვია და აბიტურიენტებს შეხვდა. მომავალმა სტუდენტებმა გამოფენაზე წარმოდგენილი საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის შესახებ დეტალური ინფორმაცია პირადად მინისტრისგან მიიღეს.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ასეთი ღონისძიებები იმართება. ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა, პირველწყაროს ესაუბრონ, სკოლის დამთავრების ადრეულ ეტაპზე დაგეგმონ საკუთარი მომავალი, იცოდნენ, რა არჩევანი აქვთ და ისე მიიღონ გადაწყვეტილება. ყოველთვის მნიშვნელოვანი და საყურადღებოა ამგვარი საუნივერსიტეტო ბაზრები. ჩვენ ეროვნული თავდაცვის აკადემიით წარვდექით დღევანდელ ღონისძიებაზე და სხვა უნივერსიტეტების მსგავსად ვფიქრობთ, რომ ეროვნული თავდაცვის აკადემია არის საუკეთესო შესაძლებლობა განვითარებისთვის, საუკეთესო ადგილი, სადაც ახალგაზრდები უნდა მივიდნენ მაღალი ენთუზიაზმით და ემსახურონ საკუთარ ქვეყანას კარგი განათლებით“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენა ყოველწლიურად იმართება. ღონისძიებაში წელს 6 ქვეყნის 100-ზე მეტი უნივერსიტეტი მონაწილეობდა. „ექსპო-ჯორჯიას“ საგამოფენო დარბაზში, ეროვნული თავდაცვის აკადემია, სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად, სპეციალური სტენდით იყო წარმოდგენილი.

სიმბოლურია, რომ თავდაცვის სამინისტრომ წელს 17-24 თებერვალი „ცოდნის კვირეულად“ გამოაცხადა და რეგიონებშიც მრავალი საინტერესო აქტივობა განახორციელა.

ცოდნის კვირეული 17 თებერვალს გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გაიხსნა. მინისტრმა პანკისელი ახალგაზრდებისთვის ხეობაში სტუმრობის დროს მიცემული პირობა შეასრულა და კვირეულის ფა­რგ­ლებ­ში, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ღია კარის“ დღეზე, სწორედ, ახმეტის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. „ცოდნის კვირეულის“ ფარგლებში ღონისძიებები გორის გარდა თბილისში და საქართველოს რეგიონებშიც გაიმართა.

22 თებერვალს ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში დასავლეთ სარდლობის III ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებს III ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები ეწვივნენ.

თავდაცვის სამინისტროს საავიაციო ბაზაზე მარნეულის საჯარო სკოლის მოსწავლეების მოწვევა, წიგნების გამოფენა-პრეზენტაციები, აქტივობა წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისში", სამხედრო პოლიციის სპეციალისტთა და უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი - ამ და სხვა მრავალი საინტერესო ღონისძიების შემდეგ „ცოდნის კვირეული“ 24 თებერვალს სტუდენტებისთვის გამართული საჯარო ლექცია - დისკუსიით დაიხურა, რომელიც 1921 წლის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას მიეძღვნა.

(R)


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

იუნკერთა ინტეგრაცია ეროვნული თავდაცვის აკადემიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი 10 აგვისტოს სამცხე-ჯავახეთს ესტუმრება
თავდაცვის სამინისტრო სამხედრო  სავალდებულო სამსახურში აღარ გაიწვევს
თავდაცვის მინისტრი სამცხე-ჯავახეთში სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
III ქვეით ბრიგადაში მუსლიმი სამხედროებისთვის სამლოცველო გაიხსნა [Video]
მომავლის აკადემია XXI  საუკუნის განათლებისთვის
ცოცხალი ძალის გარდა ბორჯომში სამხრედრო ტექნიკაც მუშაობს