FM97.5 / LIVE

ახალციხიდან ფილადელფიამდე – ჯაბა ხოსიტაშვილის 20 წელი რინგზე [Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.09.2018
საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი და ახლა უკვე ამერიკა – 28 წლის ჯაბა ხოსიტაშვილი ბავშვობის ახდენილ ოცნებებზე, კრივში პროფესიულ კარიერასა და მიღწეულ წარმატებებზე პენსილვანიის შტატიდან, ფილადელფიიდან გვესაუბრა.

ახალციხიდან ფილადელფიამდე – ჯაბა ხოსიტაშვილის 20 წელი რინგზე [Video]

28 წლის ჯაბა ხოსიტაშვილმა პროფესიონალურ რინგზე ბოლო წარმატება ამერიკაში, ნევადის შტატში, ქალაქ ლას–ვეგასში მოიპოვა. მან ერთ–ერთი ძლიერი მეტოქე ლორენს კინგი ექვს რაუნდიანი ჩხუბის შემდეგ დაამარცხა და სარეიტინგო ქულაც მოიპოვა.

„კინგს პროფესიონალურ რინგზე აქამდე არცერთი წაგება არ ჰქონია, ეს კი ის შემთხვევა იყო, როდესაც 11–მა მსაჯმა ერთხმად მხარი მე დამიჭირა. ჩემი რეიტინგისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ეს გამარჯვება“, – ამბობს ჯაბა.

მისი თქმით, ექვსრაუნდიანი ბრძოლა რთული არ იყო მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე თამაშის წესების დარღვევით ხელისშეშლას ცდილობდა: „მოწინააღმდეგე წესების დარღვევით მებრძოლებოდა, მაგრამ მაინც გავიმარჯვე და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ვასახელო ჩემი ოჯახი, ქალაქი და ქვეყანა“.

ახალციხიდან ფილადელფიამდე – ჯაბა ხოსიტაშვილის 20 წელი რინგზე [Video]

ჯაბა ლას–ვეგასში რინგზე ჩხუბზე ბავშვობიდან ოცნებობდა: „ტელევიზორში რომ ვუყურებდი–ხოლმე ლას–ვეგასიდან ჩხუბებს, სულ ვოცნებობდი, იმ რინგზე მეც მებრძოლა და ეს ოცნება ამისრულდა“.

ჯაბამ კრივში ვარჯიში რვა წლის ასაკიდან დაიწყო. მაშინ დედამ ახალციხის სასპორტო სკოლაში არტურ ამბარიანთან მიიყვანა.
„თავიდანვე ძალიან მონდომებული და მიზანდასახული იყო. ჩემთან პატარა მოიყვანეს, მაგრამ საქართველოს მასშტაბით ტურნირებზე მალევე გავიდა და თითქმის ყველა ბრძოლას იგებდა. ძალიან მიხარია, რომ ჩემი მოსწავლეა და ახლა ასეთი წარმატებულია“, – ამბობს ჯაბას პირველი მასწავლებელი არტურ ამბარიანი.

ბავშვობიდანვე კრივში ჯაბას წარმატებების მიუხედავად, დედას ანა ხოსიტაშვილს სურდა, რომ შვილი მომღერალი, ან მოცეკვავე გამოსულიყო: „დედა სულ ამაზე ოცნებობდა, მაგრამ კრივზე ისევ თვითონ შემიყვანა. თავიდან ვერ წარმოიდგენდა, რომ ბოლომდე გავყვებოდი ამ სპორტს, მაგრამ ასე გამოვიდა. დედაჩემისთვის დღესაც ძნელია ჩემი ჩხუბის ყურება. მხოლოდ ვიდეოში თუ უყურებს თორემ ისე ნანახი არ აქვს“.

ჯაბა, 11 წლის განმავლობაში, კრივში საქართველოს ნაკრების წევრი იყო. ამ პერიოდში არაერთი წარმატება მოიპოვა, იყო ევროპის ჩემპიონი სკოლის მოსწავლეებს შორის, ევროპის პრიზიორი ახალგაზრდებს შორის და ევროპის პრიზიორი დიდებში, ასევე, სამოყვარულო კრივის უმაღლეს ლიგაში არაერთხელ მოუგო ბრძოლა მოწინააღმდეგეებს. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მიღწეული წარმატებების შემდეგ კი მას კონტრაქტი გაუფორმეს აზერბაიჯანისა და თურქეთის კლუბებმა. 2016 წლიდან კი ამერიკულმა კლუბმა მასთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა .

ახალციხიდან ფილადელფიამდე – ჯაბა ხოსიტაშვილის 20 წელი რინგზე [Video]

ამერიკაში ჯაბას კიდევ ორი წელი მოუწევს ყოფნა. ამბობს, რომ კონტრაქტის დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნდება: „კარიერის გაგრძელებას ამერიკაში არ ვგეგმავ, მაგრამ ჯერ არც ის ვიცი სად ვიქნები, ეს ალბათ ორი წლის შემდეგ მეცოდინება“.

ამბობს, რომ საკუთარი პროფესია ძალიან უყვარს და ეს კიდევ ბევრი წარმატების მიღწევაში დაეხმარება: „როცა ძალიან გინდა იჩხუბო და წარმატებას მიაღწიო, რინგზე დგომა რთული არ არის და არც შიში გაქვს, ეს უკვე ჩემი ცხოვრების ჩვეულებრივ ნაწილად იქცა. ვაკეთებ იმას, რაც ძალიან მიყვარს“.

ჯაბა პენსილვანიის შტატში, ქალაქ ფილადელფიაში ცხოვრობს, თუმცა, ჩხუბის წინ მოსამზადებელ ვარჯიშებს კალიფორნიაში, ქალაქ სანდიეგოში გადის.

„სამოყვარულო რინგზე რამდენ ბრძოლაში მაქვს მონაწილეობა მიღებული არ მახსოვს, პროფესიონალურ რინგზე ოთხი ჩხუბი მქონდა და ოთხივე გამარჯვებით დავასრულე. აქედან ორი მეტოქის ნოკაუტში ჩაგდებით მოვიგე, ორ შემთხვევაში კი ჩემი გამარჯვება მსაჯებმა ერთხმად აღიარეს“, – ამბობს ჯაბა და ამატებს, რომ უახლოესი ორი წლის განმავლობაში ამერიკაში არაერთი საინტერესო და საპასუხისმგებლო ბრძოლა ელის, ამისთვის კი ყოველთვის მზად არის.



[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხელმა ჯაბა ხოსიტაშვილმა ამერიკელი მოკრივე დაამარცხა
კრივის ჩემპიონატის ქართველი გამარჯვებული ამერიკაში
10 წამში მოგებული ბრძოლა – ამირან გოგოლაძე ინგუშეთიდან გამარჯვებული დაბრუნდა [Video]
78 წელი სპორტის სამსახურში
ახალციხელი მოკრივე ლონდონში კიდევ ერთ ბრძოლას გამართავს
'მე-13 ლეგიონის' სპორტსმენმა უკრაინელი მეტოქე დაამარცხა [ვიდეო]
21 წლის ახალციხელმა სპორტსმენმა უკრაინელი მეტოქე დაამარცხა [video]