FM97.5 / LIVE

სოფელ ფარეხაში, სადაც მხოლოდ 5 ოჯახი ცხოვრობს, კორპუსს გაარემონტებენ

მთავარისიახლე, ეკონომიკა 01.09.2016
ადიგენში,სოფელ ფარეხაში საცხოვრებელი კორპუსის რებილიტაცია იგეგმება. ადგილობრივმა თვითმმართველობამ შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა.

სოფელ ფარეხაში, სადაც მხოლოდ 5 ოჯახი ცხოვრობს, კორპუსს გაარემონტებენ
ფარეხის დასახლებას სოფლის სტატუსი აქვს, თუმცა ამ დროისათვის ტერიტორიაზე მხოლოდ ორი ორსართულიანი საცხოვრებელი კორპუსია. ადგილობრივების არ არსებობის გამო, ერთი მათგანი გაუქმებულია, მეორეში კი ხუთი კაცი ცხოვრობს.

იმ კორპუსის რეაბილიტაცია, სადაც ადგილობრივები ცხოვორბენ, 32 025 ლარის ფარგლებში უნდა განხორციელდეს. სამუშაოებისათვის ადიგენის გამგეობამ ტენდერი 24 აგვისტოს გამოაცხადა. მშენებელი კომპანიებისათვის წინადადებების მიღების ვადა კი 19 სექტემბერს მთავრდება.

როგორც ადიგენის გამგეობაში განმარატვენ, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ამორტიზებულ სახურავს, საიდანაც შენობაში წყალი ჟონავს. ასევე მიშენებული ლოჯი მოინგრევა და მის ნაცვლად ახალი მიშენება გაკეთდება, იგეგმება კორპუსის ფასადის მოწესრიგებაც.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შემდეგი სამუშოები უნდა შეასრულოს:

1.არსებული სახურავის დემონტაჟი;
2.მიშენებული ხის ლოჯიების დემონტაჟი (სამხრეთის მხრიდან);
3.ამორტიზებული აგურის კედლის დემონტაჟი;
4.ფასადიდან ძველი ლესილის ჩამოყრა;
5.მიწის სამუშაოები;
6.მონოლითური ბეტონისა და რკინა– ბეტონის სამუშაოები;
7.სახურავის ხის კარკასის აღდგენა და მოთუთიებული პროფნასტილით დახურვა;
8.მეტალოკონსტრუქციით ლოჯიების მოწყობა;
9.შედუღების სამუშაოები (საველე პირობებში);
10.შელესვის სამუშაოები;
11.სამღებრო სამუშაოები;
12.სადურგლო სამუშაოები;
13.სამშენებლი ნაგავის დატვირთვა– გატანა.

აღნიშნული სამუშოებისთვის შესაბამისი თანხა ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან გამოიყო.

ფარეხა ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვარხანის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის. იგი დაბა ადიგენიდან დაახლოებით 17 კილომეტრით არის დაშორებული. სოფელი ამ დროისათვის დაცლილია.

"გასულ წელს, ფარეხაში გარკევული სამუშაოები ჩატარდა, თუმცა ეს არ იყო საკმარისი, რადგან შენობა ძალიან ძველია და ფაქტობრივად დანგრევის პირას არის მისული. შესაბამისად, სიტუაციას კარგად ვიცნობთ“ , – განმარტავს ადიგენის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმოამდგენელი მამუკა კალანდაძე.

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ოთხ სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება
ადიგენის ოლქში ორ საარჩევნო უბანზე პანდუსები მოეწყობა
ვალეში კულტურის სახლის რეაბილიტაცია იწყება
ახალციხეში ექვს საცხოვრებელ კორპუსს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ახალციხეში 34 კორპუსის ფასადს შეღებავენ
ადიგენის სოფლებში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია იწყება
12.710 ლარი ფირნიშის გადატანა–შეღებისთვის