FM97.5 / LIVE

ახალციხეში 34 კორპუსის ფასადს შეღებავენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.07.2018
ახალციხეში 34 საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია იგეგმება. საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მოსამზადებლად, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი 10 508 ლარზე გამოაცხადა.

ახალციხეში 34 კორპუსის ფასადს შეღებავენ

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საცხოვრებული კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია ახალციხის ხუთ ქუჩაზე იგეგმება. საპროექტო დოკუმენტები გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი თვის ვადაში უნდა დაასრულოს.

ასპინძის ქუჩა – N26, N28, N30, N34, N36, N38, N40;

რუსთაველის ქუჩა – N95, N99ა, N101, N103, N105, N107;

ცხრა აპრილის ქუჩა – N3, N25;

თამარაშვილის ქუჩა – N5, N7;

ზარზმელის ქუჩა – ექვსი ხუთსართულიანი და 11 ორსართულიანი ბინები;

როგორც სატენდერო დოკუმენტებშია აღნიშნული, რეაბილიტაცია საცხოვრებელი კორპუსის ფასადის დაზიანებული ნალესისა და არსებული აივნების იატაკებიდან ძველი საფარის დემონტაჟს ითვალიწინებს; ფასადის და აივნის ძირის გაუმჯობესებულ შელესვას ქვიშა ცემენტის ხსნარით; კედლების შეწინწკვლა და შეღებვა მაღალხარისხიანი გარე სამუშაოებისათვის განკუთვნილი საღებავით; კარებებისა და ფანჯრების შეღებვას ზეთიანი საღებავით; აივნების მოჭიმვა ცემენტის ხსნარით და მეტლახის ფილების მოწყობა; აივნების მოაჯირების შეკეთება და შეღებვა; ფანჯრებზე და აივნების გვერდულებზე საცრემლულების მოწყობა თუნუქის ფურცლებით; აივნების მოპირკეთება "ალუკობონდით"; კორპუსის სადარბაზოების ძველი ნალესის დემონტაჟი; სადარბაზოების კიბეებისა და მოაჯირების აღდგენა საჭიროების შემთხვევაში; სადარბაზოების კოსმეტიკური რემონტი და შესასვლელში ლითონის კარის მოწყობა კოდირებული საკეტით.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ საპროექტო დოკუმენტები მზადდება, კორპუსების რეაბილიტაციას კი ეტაპობრვად ჩაუტარებენ, ნაწილს წელს, ნაწილს კი მომავალ წლებში.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში კორპუსების ფასადების და სადარბაზოების კეთილმოწყობა გრძელდება ®
ახალციხეში მრავალსართულიანი კორპუსების ფასადებისა და სადარბაზოების რეაბილიტაცია გრძელდება ®
ახალციხეში 10 საცხოვრებელ კორპუსს ფასადს შეუღებავენ
ახალციხეში ათი კორპუსის ფასადს შეღებავენ
ახალციხეში ექვს საცხოვრებელ კორპუსს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ახალციხეში 18 საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია დაიწყება
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე, 10 კორპუსის ფასადი შეიღებება