FM97.5 / LIVE

12.710 ლარი ფირნიშის გადატანა–შეღებისთვის

მთავარისიახლე, ეკონომიკა 27.02.2017
ადიგენის გამგეობა სოფელ ფარეხის მიმდებარედ მანიშნებელი ფირნიშის "ადიგენი 2"-ის გადატანის და შეღებისთვის, ასევე ადიგენში მდებარე ფირნიშის "ადიგენი 1"-ის შესაღებად ტენდერს 12.710 ლარზე აცხადებს.

12.710 ლარი ფირნიშის გადატანა–შეღებისთვის

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ტენდერი 14 თებერვალს გამოაცხადა, მსურველებს ტენდერში მონაწილეობის მიღება 2 მარტიდან შეუძლიათ.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, რომ სოფელ ფარეხაში ფირნიშის გადატანის აუცილებლობა აღნიშნულ ტერიტორიაზე ახალი საავტომობილო ხიდის აშენებამ გამოიწვია, რომელიც 2016 წელს გაკეთდა: “არსებული მანიშნებელი ფირნიში წარწერით "ადიგენი 2“ მოექცა ხიდის სავალი ნაწილის დაბლა, რის გამოც საჭიროა მისი გადატანა მიმდებარედ“.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 28 დღეში უნდა დაასრულოს.

კომპანიამ სოფელ ფარეხასთან მდებარე ფირნიში უნდა გადაიტანოს მიმდებარედ, ბანერზე დაამონტაჟოს განათება მზის ენერგიის ბატარეებით, ასევე აღნიშული და ადიგენში მდებარე ფირნიშები შეღებოს წყალმედეგი, შუქამრეკლი, არსებული ფერის ანალოგიური ფერის საღებავით.

შეგახსენებთ, რომ ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის 10 კილომეტრიან (სოფელი ფარეხასთან) მონაკვეთს რეაბილიტაცია 2016 წელს ჩაუტარდა. რისთვისაც 8 500 000 ლარი დაიხარჯა.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ გიორგიწმინდასთან ახალი ხიდი აშენდება
სოფელ წნისში ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა
ადიგენის გამგეობა ახალი წლის შესახვედრად მზადებას იწყებს
რაში დახარჯა გამგეობამ ‘რეგიონული ფონდის’ ფული
ვალეში კულტურის სახლის რეაბილიტაცია იწყება
აგარების მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იწყება
ბათუმი – ახალციხის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იწყება