FM97.5 / LIVE

მოწვევა ახალგაზრდებს პროექტში მონაწილეობის მისაღებად

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.09.2016
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი ზუგდიდის, ქუთაისის, გორის, ახალციხის, სოხუმისა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებს იწვევს პროექტში ‘ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი განვითარებისთვის (SYNCS)’ მონაწილეობის მისაღებად.

მოწვევა ახალგაზრდებს პროექტში მონაწილეობის მისაღებად
პროექტის მიზანია საქართველოში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა ადგილობრივი პრობლემების გადასაჭრელად. პროექტი ხორციელდება სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტისა და World Vision-ის თანამშრომლობით. პროექტი თანამშრომლობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან.

სამოქმედო კვლევა სკოლაში

კვლევითი საქმიანობა სკოლაში სულ უფრო პოპულარული ხდება საქართველოში. მასწავლებელთა მომზადებისა და პროფესიული განვითარების პროცესში სამოქმედო კვლევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სამოქმედო კვლევა არის ინსტრუმენტი, რისი საშუალებითაც შესაძლებელია სკოლების განვითარება, პედაგოგიური პრაქტიკის სრულყოფა, სკოლებისა და სასკოლო საზოგადოების თანამშრომლობის განვითარება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სკოლებისა და უნივერსიტეტების დაკავშირება კვლევითი პროექტების დახმარებით. შერჩეული სკოლები, კერძოდ კი უფროსკლასელები ითანამშრომლებენ რეგიონულ უნივერსიტეტებთან, სტუდენტებთან და ერთობლივად განახორციელებენ სამოქმედო კვლევას.

სამოქმედო კვლევა უნდა შეეხებოდეს სკოლაში სამოქალაქო განათლების პრაქტიკული ასპექტების გაძლიერებას.
სამოქმედო კვლევაში ჩაერთვება 24 წარმატებული სტუდენტი 6 უნივერსიტეტიდან (ზუგდიდი, ქუთაისის, გორის, ახალციხის, სოხუმისა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტები).

უნივერსიტეტის სტუდენტები ითანამშრომლებენ შერჩეულ სკოლებთან და ერთობლივად განახორციელებენ სამოქმედო კვლევას.
მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა არაუგვიანეს 12 სექტემბრისა შემდეგ ბმულზე:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScoBESKSt...

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამხარეო საბჭომ რეგიონის განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმა განიხილა
GIZ–ის დელეგაციას რეგიონის განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმა გააცნეს
ახალციხეში ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა განიხილეს
MDF-ის შეთავაზება 14-25 წლამდე ახალგაზრდებს
ახალციხეში საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართება
ახალციხეში უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიულ განვითარებაზე იმსჯელებენ
ხვალ ახალციხეში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართება