FM97.5 / LIVE

ახალციხეში საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართება

მთავარიპოლიტიკა 07.05.2016
ოთხშაბათს, 11 მაისს, 14.00 საათზე, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 2016-2017 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის (OGP NAP) საჯარო განხილვა გაიმართება.

ახალციხეში საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართება

შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე სხვა დაინტერესებული პირები დაესწრებიან.

საქართველო საერთაშორისო ინიციატივის - ღია მმართველობის პარტნიორობის წევრია 2011 წლიდან, ხოლო 2014 წელს ორი წლის ვადით არჩეული იქნა ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის წევრად. როგორც ამ ინიციატივის წევრი ქვეყანა, მთავრობა შეიმუშავებს ორწლიან სამოქმედო გეგმას, რომელსაც ღია მმართველობის პარტნიორობას 2016 წლის ივლისში წარუდგენს. პარტნიორობის ფუნდამენტური ღირებულებებია ღიაობა, გამჭვირვალობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა.

შესაბამისად, საქართველოს მთავრობა სამოქმედო გეგმის შემუშავებას სამოქალაქო და ფართო საზოგადოებასთან მჭიდრო კონსულტაციების მეშვეობით და მათი აქტიური მონაწილოებით ახორციელებს.

საჯარო კონსულტაციები სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ჩართული საჯარო დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით გაიმართება.

კონსულტაციები საქართველოს მასშტაბით 29 მარტს დაიწყო და 27 მაისამდე გაგრძელდება.

შეხვედრები ორგანიზებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის და ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის მიერ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი ღია მმართველობა საქართველოს სამდივნოს წარმოადგენს. კონსულტაციები მიზნად ისახავს საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია მომდევნო ორი წლის მანძილზე მთავრობის მიერ დაგეგმილი იმ ღონისძიებების შესახებ, რაც ღია და მონაწილეობითი მმართველობის უზრუნველყოფას ემსახურება.

გარდა ამისა, შეხვედრის მიზანია საზოგადოების ჩართულობის გაზრდა, მათი მოსაზრებების, იდეების შეკრება, რათა მთავრობის სამოქმედო გეგმა და გაწერილი ღონისძიებები პასუხობდეს და შეესაბამებოდეს მოქალაქეთა საჭიროებებს. შეხვედრები ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის ფარგლებში იგეგმება.

საჯარო კონსულტაციების ფარგლებში იუსტიციის სამინისტრო არასამთავრობო სექტორთან და ღია მმართველობის ფორუმის წევრ სხვა უწყებებთან ერთად შეხვედრებს გამართავს ადგილობრივ მოსახლეობასთან, სტუდენტებთან და აკადემიურ წრესთან, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ღია მმართველობის შესახებ ახალციხეში დისკუსია გაიმართება
ახალციხეში საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა განიხილეს
ღია მმართველობის ხელშეწყობის მიზნით ახალციხელებს კონსულტაცია გაუწიეს
სემინარი სტუდენტებთან ღია მმართველობის შესახებ
ახალციხის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობის გლობალურ პარტნიორობას შეუერთდა ®
ღია მმართველობის შესახებ ახალციხეში დისკუსია გაიმართა
ახალციხეში ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა განიხილეს