FM97.5 / LIVE

‘ყაჩაღობისას სკოჩი დარჩათ და საქმე იმიტომ ჩაეშალათ’ – მოწმე ხმალაძის საქმეზე

მთავარისამართალი 31.08.2016
რატომ „ჩაეშალათ საქმე“ ნინოწმინდაში მომხადარ ქურდობასა და ყაჩაღობაში ბრალდებულებს; რას ყვება მოწმე, რომლის დახმარებითაც შსს–მ ეს საქმე გახსნა;

‘ყაჩაღობისას სკოჩი დარჩათ და საქმე იმიტომ ჩაეშალათ’ – მოწმე ხმალაძის საქმეზე

დღეს, 31 აგვისტოს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში ზესტაფონის პოლიციის თანამშრომელი ალექსი კალმაძე დაიკითხა. იგი ნინოწმინდაში მომხდარი ყაჩაღობისა და მკვლელობის საქმეში ექვსიდან ერთ–ერთი ბრალდებულის, ივანე გ–ს ნათესავია.

ივანე გ–ც ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. მან ნინოწმინდაში მომხდარიდან მეორე დღეს, თავს გადახდენილი თავის პოლიციელ ნათესავს გაანდო და დახმარება სთხოვა. შსს–მ აღნიშნული ყაჩაღობისა და მკვლელობის საქმე, სწორედ აქედან გახსნა.

„ამ წლის 15 იანვარი იყო, მობილურზე უცხო ზარი შემოვიდა, ივანე იყო და ნახვას მთხოვდა, იმ დღეს ოპერატიული მორიგე ვიყავი და მეორე დღეს ვნახე. მითხრა, რომ ტრაგედია მოხდა და არ იცოდა რა ექნა“, – ყვება კალმაძე.

მისი თქმით, ივანეს ძველმა ნაცნობებმა შესთავაზეს, რომ ახალციხეში წასულიყო, რადგან იქ იყო კაცი, რომელიც ოჯახში დიდი რაოდენობით თანხას ინახავდა: „იმასთან დასაყაჩაღებლად მივიდნენ, მერე იქ ქალი შემოაკვდათ, დაიშალნენ და ვეღარ გაიგეს რა ექნათ. ვურჩიე ეს ყველაფერი ეთქვა, რადგან მაინც ნახავდნენ და უვადოს მისცემდნენ“.

პროკურორის შეკითხვაზე, ვის შემოაკვდა ქალი, კალმაძემ უპასუხა: „თემურ ბ–ს. ივანეს მანქანაში რომ დასხდნენ, ეს მერე, იქ თქვეს, დანაც გადაადგდეს მანქანიდან, ტანსაცმელიც გამოიცვალეს. მანქანაში არჩევდნენ ვინ რა გააკეთა, ვისი ბრალი იყო მომხდარი და რატომ ჩაიშალა საქმე“.

„რატომ ჩაიშალა საქმე?“ – შეუბრუნა კითხვა მოწმეს პროკურორმა.

„სკოჩი დარჩა რომელიღაცას, არ შეიტანა როცა შევიდა, რომ ხალხისთვის დაეკრათ. ერთი გავიდა სკოჩის მოსატანად, დაიბნენ, სამივე ხომ არ მოკლავდა იმ ქალს, ერთმა უნდა მოკლას და ორი გარედან დაეხმაროს“, – განაცხადა დარბაზში კალმაძემ.

მისი დაკითხვის შემდეგ სხდომაზე ნივთიერი მტკიცებულებები გამოიკვლიეს.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 13 იანვარს ნინოწმინდაში მომდარი ყაჩაღობისა და მკვლელობის საქმეზე 6 პირი 2016 წლის 16 იანვარს დააკავეს. მათ შორის ხუთს ჯგუფურ ყაჩაღობაში, ერთს ყაჩაღობასთან ერთად მკვლელობაში, ერთს კი დანაშაულის შეუტყობინებლობაში ადანაშაულებენ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქეთვან ხმალაძის საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
9 წელი ქეთევან ხმალაძეს, 11 წელი დანარჩენებს და ერთი გამართლებული – ხმალაძის საქმე დასრულდა
ქეთევან ხმალაძის საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა
ქეთევან ხმალაძის საქმე დასრულდა – დღეს მოსამართლე განაჩენს გამოაცხადებს
ბრალდებულები პოლიციელს ცრუ  ჩვენების მიცემაში ადანაშაულებენ
ვისი თითის ანაბეჭდები აღმოჩნდა ნინოწმინდაში მკვლელობის ადგილზე
ქეთევან ხმალაძის საქმეზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წაიკითხა