FM97.5 / LIVE

ასპინძაში ნიაზ დიასამიძისა და 'ჯგუფი 33 ა' – ს კონცერტი გაიმართა

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.08.2016
ნიაზ დიასამიძისა და ჯგუფი „33 ა“–ს კონცერტი ღია ცის ქვეშ, რაგბის ბაზაზე შედგა. ღონისძიებისთვის 10 000 ლარი დაიხარჯა.

ასპინძაში ნიაზ დიასამიძისა და 'ჯგუფი 33 ა' – ს კონცერტი გაიმართა

ასპინძაში, სხვადასხვა სოფლებიდან ახალგაზრდები იმისთვის ჩავიდნენ, რომ ნიაზ დისამიძის კონცერტს დასწრებოდნენ. მომღერალმა მსმენელისთვის სხვადასხვა ჟანრის სიმღერები შეასრულა.

„ძალიან მომეწონა, ძალიან. კარგია, რომ მსგავსი კონცერტები ჩატარდეს, სტიმულია ხალხისთვის“,– ამბობს ადგილობრივი მერი ქართველიშვილი.

რაგბის ბაზაზე გამართული კონცერტი 20:00 საათზე დაიწყო. მომღერალმა ნიაზ დიასამიძემ ადგილობრივებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მათგან დიდი სითბო იგრძნო. მან აღნიშნა, რომ არ არის გამორიცხული, ვარძიაში, „შოთაობის“ დღესასწაულზეც მიიღოს მონაწილეობა.

„ჩემი გვარი ბევრი საუკუნის წინ აქ გაჩნდა. ამიტომ ჩემთვის აქ ყოფნას განსხვავებული ელფერი აქვს ყოველთვის. ურთიერთობა შედგა, მთავარი ეს არის. პუბლიკას დიდი მადლობა, ძალიან დიდი სითბო მივიღე“,– განაცხადა ნიაზ დიასამიძემ.

ასპინძაში გამართულ კონცერტს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელბიც ესწრებოდნენ. ასპინძის გამგებლის, ლევან ცაბაძის თქმით, მსგავსი სახის ღონისძიებები ადგილობრივებისთვის მნიშვნელოვანია.

„ნიკასთან საუბარში გამოითქვა აზრი, რომ მოხარული იქნებოდა იმით, რომ ასპინძაში კონცერტი ჩაეტარებინა. ფაქტიურად საჩუქარი გაუკეთა ასპინძელებს და ჩამოვიდა. ახალგაზრდებისთვის ასეთი ჯგუფების ნახვა და მოსმენა მნიშვნელოვანია“, – ამბობს ასპინძის გამგებელი ლევან ცაბაძე.

შეგახსენებთ, რომ კონცერტი ასპინძის გამგების კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 000 ლარამდე თანხა დაიხარჯა.

ასპინძაში ნიაზ დიასამიძისა და 'ჯგუფი 33 ა' – ს კონცერტი გაიმართა

ასპინძაში ნიაზ დიასამიძისა და 'ჯგუფი 33 ა' – ს კონცერტი გაიმართა

ასპინძაში ნიაზ დიასამიძისა და 'ჯგუფი 33 ა' – ს კონცერტი გაიმართა

ასპინძაში ნიაზ დიასამიძისა და 'ჯგუფი 33 ა' – ს კონცერტი გაიმართა

[ვარლამ წიკლაური, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში ნიაზ დიასამიძე და ჯგუფი „33 ა“ კონცერტს გამართავს
ასპინძაში ნიაზ დიასამიძისა და ჯგუფი 33ა-ს კონცერტი გაიმართება
ასპინძაში ფოლკლორული ფესტივალისთის ემზადებიან
ასპინძა რეგიონულ ფოლკლორულ ფესტივალს უმასპინძლებს
ახალციხეში საახალწლო კონცერტი გაიმართა[Photo]
ხვალ ასპინძა ფოლკლორულ ფესტივალს უმასპინძლებს
ასპინძაში ფესტივალი დაიწყო – გაიხსნა ასპინძის ომის ამსახველი მონუმენტი