FM97.5 / LIVE

ასპინძაში ფესტივალი დაიწყო – გაიხსნა ასპინძის ომის ამსახველი მონუმენტი

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.08.2017
ფოლკლორული ფესტივალი ასპინძაში ასპინძის ომის ამსახველი მონუმენტური ძეგლის გახსნით დაიწყო. ძეგლი საზეიმოდ, სამცხე–ჯავახეთისა და კახეთის გუბერნატორებმა გახსნეს.

ასპინძაში ფესტივალი დაიწყო – გაიხსნა ასპინძის ომის ამსახველი მონუმენტი


კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა სამცხე–ჯავახეთის გუბერნიას ერეკლე მეორის პორტრეტი უსახსოვრა.

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის განმარტებით, ვინაიდან ერეკლე მეორე ქართლ–კახეთის მეფე იყო, ფესტივალში კახეთი ამიტომ ჩაერთო. დღეანდელ ღონისძიებას თელავის გამგეობის წარმომადგენლებიც ესწრებიან.

მონუმენტის გახსნით ასპინძაში ფოლკოლური ფესტივალი დაიწყო. სპეციალურად მოწყობილ ფაცხებში სტუმრებს სამცხე–ჯავახეთის სამზარეულოს დაგემოვნება შეუძლიათ. აქვეა გამოფენები, სადაც ადგილობრივების მიერ დამზადებული სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთების დათვალიერებაა შესაძლებელი.

ამ წუთებში კი რეგიონის ფოლკლორული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტი მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, 18:00 საათზე საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ ორგანიზებული კონცერტი დაიწყება, 20:00 საათზე კი გალაკონცერტი: ნიაზ დიასამიძისა და 33ა–ს მონაწილოებით.

ფესტივალს ფეიერვერკი დაასრულებს.

რეგიონალური ფოლკლორული ფესტივალი „ფუძეობა“ კომპანია GeoTourist-ის სოციალური პროექტია (სახალხო დღესასწაული), რომლის მიზანი საქართველოს რეგიონალური კულტურის განვითარების ხელშეწყობა და მხარდაჭერაა. 2017 წელს, ფესტივალი „ფუძეობა“ საქართველოს რვა რეგიონში ჩატარდება, წელს მას პროექტი “CHECK IN GEORGIA”-ც შემოუერთდა. ფესტივალის პარტნიორია ასევე, „საქარათველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი“.

ასპინძაში ფესტივალი დაიწყო – გაიხსნა ასპინძის ომის ამსახველი მონუმენტი

[ნინო ნარიმანიშვილი, ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რას ნახავთ ასპინძაში ფოლკლორულ ფესტივალზე – განრიგი
ასპინძაში ფოლკლორული ფესტივალისთის ემზადებიან
ხვალ ასპინძა ფოლკლორულ ფესტივალს უმასპინძლებს
ასპინძაში საპატიო მოქალაქე და ღვაწლმოსილი მოქალაქეები შეარჩიეს
ასპინძაში ნიაზ დიასამიძისა და ჯგუფი 33ა-ს კონცერტი გაიმართება
ასპინძა რეგიონულ ფოლკლორულ ფესტივალს უმასპინძლებს
ფოკლორული ფესტივალი ასპინძაში [Photos/Video]