FM97.5 / LIVE

ახალქალაქში პროგრამულ ბიუჯეტზე არ გადასულან

მთავარიეკონომიკა 25.01.2013
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გასულ წელთან შედარებით აღმასრულებელი ორგანოსთვის თანხები შემცირდა, სხვადასხვა მომსახურებებისთვის კი პირიქით, გაიზარდა.

ახალქალაქში პროგრამულ ბიუჯეტზე არ გადასულან
სამი წლის განმავლობაში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, ტრანსფერის ზრდის ხარჯზე, უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც იზრდებოდა. 2011 წელს ბიუჯეტმა 5,344,600 ლარი შეადგინა, 2012 წელს 164,200 ლარით გაიზარდა და 5,508,800 ლარს მიაღწია. საბიუჯეტო წელი 2013 წლის 1 იანვარს დაიწყო ბიუჯეტისთვის 255,900 ლარის დამატებით და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანმა თანხამ 5,764,700 ლარი შეადგინა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტი 2012 წლის 28 დეკემბერს დამტკიცდა, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ფურცლებზე კი დოკუმენტი 2013 წლის 9 იანვარს გაჩნდა. ამასთან დაკავშირებით არანაირი დარღვევა არ ყოფილა. თუმცა „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის“ ხელმძღვანელის კონსტანტინე კანდელაკის თქმით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მხოლოდ თანხებია, კონკრეტულად რისთვის არის თანხები განკუთვნილი, გასაგები არ არის.

„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, რომელიც გამოქვეყნდა ვებ გვერდზე matsne.gov.ge მხოლოდ ციფრებია. ამ დროს კი მიმდინარე წლიდან ყველა მუნიციპალიტეტი პროგრამულ ბიუჯეტირებაზე უნდა გადასულიყო. პროგრამული ბიუჯეტირება ნიშნავს, რომ ციფრების გარდა, ბიუჯეტში უნდა იდოს დეტალური ანგარიში ტექსტის სახით, რისთვის იქნება ეს თანხები განკუთვნილი. შესაძლოა ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოცდილების არქონის გამო მოხდა ასე, ან ვერ მოესწრო. ამ შემთხვევაში გვაქვს მხოლოდ ციფრები და გაურკვეველია, თანხები რისთვის დაიხარჯება. ეს ბიუჯეტის მონიტორინგს ართულებს“, - განმარტავს კონსტანტინე კანდელაკი.

matsne.gov.ge-ზე გამოქვენებული დოკუმენტიდან გამომდინარე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი შედგება ცენტრალური ბიუჯეტის ტრანსფერისგან, რომელიც 5,093,700 ლარია, მათ შორის გამათანაბრებელი ტრანსფერი 4,878,700 ლარი, მიზნობრივი ტრანსფერი 215,000 ლარი.

ასევე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არის მთლიანი შემოსავალი 671,000 ლარი, საიდანაც 295,000 ლარი საგადასახადო შემოსავლებია. არაფინანსური აქტივები შემცირებულია 20,000 ლარით, სხვა „გაუგებარი“ შემოსავლები კი სულ 356,000 ლარს შეადგენს.
წელს საკანონმდებლო ორგანოს (საკრებულო) საჭიროებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილია 554 900 ლარი. გასულ წელს ეს თანხა 347 000 ლარს შეადგენდა. შემცირებულია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის გამოყოფილი თანხა, რომელიც წელს 1,824,300 ლარია, 2012 წელს კი 2,606,600 ლარი იყო. სარეზერვო ფონდის მოცულობა 10,000 ლარით გაიზარდა და 80,000 ლარი გახდა.
2012 წელს სახანძრო სამსახურმა 110,000 ლარი მიიღო, წელს კი ეს ციფრი 187,200 ლარამდე გაიზარდა. სამხედრო რეგისტრაციისა და საგანგებო სამსახურებისთვის გამოყოფილი თანხაც 85,900 ლარამდე გაიზარდა. გასულ წელს ამ სამსახურებმა 68,700 ლარი მიიღეს.
ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის საქმიანობისთვის გამოყოფილია 1,440,600 ლარი. 2012 წლის ბიუჯეტში ამ პუნქტს ერქვა „ინფრასტრუქტურული სამეურნეო საქმიანობა“ და მან ბიუჯეტიდან 821,900 ლარი მიიღო.

41,500 ლარით გაიზარდა სპორტული და კულტურული ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხა და 847,000 ლარი შეადგინა.
ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებისთვის განკუთვნილი თანხაც გაიზარდა შარშანდელი 340,000 ლარიდან 423,200 ლარამდე.
2013 წლის ბიუჯეტში ხარჯების ნაწილში 3 პუნქტი აკლია.

გასულ წელს ეროვნული არქივის დასახმარებლად გამოყოფილი იყო 6,000 ლარი, მაჟორიტარი დეპუტატის ხარჯებისთვის განკუთვნილი იყო 15,000 ლარი, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების დაფინანსებისთვის 45,000 ლარი.

[ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის ბიუჯეტი 10 მილიონ ლარამდე გაიზარდა
ახალციხის 2015 წლის ბიუჯეტში მე–9 ცვლილება შეიტანეს
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 358 ათასი ლარით გაიზარდა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი 3 400 000 ლარით გაიზარდა
კორექტირებული ბიუჯეტი
საკრებულომ 2013 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 5.076.700 ლარია