FM97.5 / LIVE

ბორჯომის ბიუჯეტი 10 მილიონ ლარამდე გაიზარდა

მთავარიეკონომიკა 21.01.2014
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 9.700.000 ლარით განისაზღვრა, თანხის მესამედი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება.

ბორჯომის ბიუჯეტი 10 მილიონ ლარამდე გაიზარდა
როგორც საფინანსო სამსახურში გვიხსნიან, წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხარჯვით ნაწილის გეგმამ 2014 წელს 2.361.100 ლარი შეადგინა. სარეზერვო ფონდი 100.000 ლარით განისაზღვრა. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ხარჯებისთვის 105.000 ლარია გათვალისწინებული. რაც შეეხება სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხარჯებს, ამისთვის 456.230 ლარია გამოყოფილი.

2014 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და ექსპლუატაციისთვის 3.059.100 ლარია გათვალისწინებული.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსი მაია ბოჭორიშვილი განმარტავს, რომ ამ თანხაში იგულისხმება მხოლოდ ის პროექტები, რომლებიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

რაც შეეხება საგანმანათლებლო ღონისძიებებს, ამისთვის 2014 წლის ბიუჯეტში 1.070.160 ლარია გათვალისწინებული.

„აქ ყველაზე დიდი თანხა, მილიონ 39 ათასი ლარი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისთვის არის გათვალისწინებული. აქედან ბაღების რეაბილიტაციისთვის 300 ათასი ლარია გამოყოფილი“, - განმარტავს მაია ბოჭორიშვილი.

სპორტული და კულტურული ღონისძიებებისთვის 2014 წელს 1.500.100 ლარი გამოიყოფა. ხოლო სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად 1.148.310 ლარი. აქედან სოციალური პროგრამებისთვის 1.051.310, ხოლო დანარჩენი ჯანდაცვის პროგრამებისთვის.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით 4.300.000 ლარით გაიზარდა. 2013 წელს დამტკიცებული ბიუჯეტი 5.200.000 ლარს შეადგენდა.

[თამარ თოთაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის ბიუჯეტი ტრანსფერზეა დამოკიდებული
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი 3 400 000 ლარით გაიზარდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 358 ათასი ლარით გაიზარდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 5.076.700 ლარია
ახალქალაქში პროგრამულ ბიუჯეტზე არ გადასულან
საკრებულომ 2013 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ახალციხის ბიუჯეტი 668,476 ლარით გაიზარდა