FM97.5 / LIVE

მერიის უარი ‘ნაციონალებს’ აქციის კონკრეტულ ტერიტორიაზე გამართვაზე

მთავარისიახლე, პოლიტიკა 22.07.2016
„ნაციონალური მოძრაობა“ ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ, ამომრჩეველთან შეხვედრასა და ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერი აქციის ჩატარებას გეგმავს, ქალაქის მერია კი მათ სთავაზობს ღონისძიება თეატრის მიმდებარედ გამართონ.

მერიის უარი ‘ნაციონალებს’ აქციის კონკრეტულ ტერიტორიაზე გამართვაზე
შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია. ადგილი სადაც "ნაციონალებს" შეკრება სურთ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აქციის ჩატარებას 24 ივლისს აპირებს. პარტიის ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გელა დემეტრაძე ამბობს, რომ ახალციხეში ხალხს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ელოდებიან.

მერიის უარი ‘ნაციონალებს’ აქციის კონკრეტულ ტერიტორიაზე გამართვაზე აქციის ჩასატარებლად პარტიამ სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობების შენობის გვერდით, შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია შეარჩია. პარტიაში ამბობენ, რომ ამომრჩევლებს თავდაპირველად პარტიის ძირითად ხედვებს გააცნობენ, შემდეგ კი გაიმართება მსვლელობა სკვერიდან რაბათის უბნის შესასვლელამდე.

18 ივლისს, რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ახალციხის მერიას პარტიის გეგმის შესახებ წერილობით აცნობა. გელა დემეტრაძემ მერიიდან პასუხი 21 ივლისს მიიღო.

მერიის უარი ‘ნაციონალებს’ აქციის კონკრეტულ ტერიტორიაზე გამართვაზე „გაცნობებთ, რომ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, შეკრებების ჩატარების მუდმივი ადგილი ყველა პარტიისა და მოქალაქისათვის გამოყოფილია მესხეთის დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე. გთხოვთ, თქვენს მიერ დაგეგმილი ღონიძიება გამართოთ ზემოთ მითითებულ ტერიტორიაზე და დაიცვათ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის“ მოთხოვნები“, - ნათქვამია პასუხში.

პარტიაში ამბობენ, რომ ამ წერილით მერია მათ კონსტიტუციურ უფლებას უზღუდავს.

„ჩვენ არ გვითხოვია ნებრათვა. უბრალოდ ვაცნობეთ, რომ აქციის გამართვას ვაპირებდით“, – ამბობს გელა დემეტრაძე.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ ხელისუფლებისადმი წინასწარი შეტყობინების ვალდებულება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში დაწესდეს, როცა შეკრება ან მანიფესტაცია იმართება ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას. "შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონი აკონკრეტებს კონსტიტუციურ დებულებას.

„ამ კანონით გათვალისწინებულია ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება ან ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტრანსპორტის მოძრაობა გადაკეტილია შეკრებისაგან ან მანიფესტაციისაგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო“, – ვკითხულობთ „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის“ მე–5 მუხლში.

მერიის უარი ‘ნაციონალებს’ აქციის კონკრეტულ ტერიტორიაზე გამართვაზე კითხვაზე, თავად რატომ განუსაზღვრეს „ნაციონალურ მოძრაობას“ შეკრების ადგილი, ახალციხის მერიაში გვპასუხობენ, რომ მათ უბრალოდ უფრო დიდი ტერიტორია ურჩიეს. მათი პასუხი უარი არ იყო.

„ჩვენ ვუთხარით, რომ თეატრის ტერიტორია არის უფრო დიდი და უსაფრთხო, ვიდრე ის რასაც ისინი ითხოვდნენ. ყველა პარტიისთვის ეს ადგილია გამოყოფილია“, - ამბობს ახალციხის მერი გიორგი კოპაძე.

მერიაში ამბობენ, რომ პარტიას შეუძლია რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ გამართოს აქცია, თუმცა, გზა არ უნდა გადაიკეტოს.
„რუსთაველის ძეგლთან არის ძალიან პატარა ადგილი, არავინ უშლით, შეიკრიბონ. ჩემთვის გასაგებია, რომ ხალხს ვერ მოიყვანენ და იმიტომ უნდათ ეგ ადგილი“, - ამბობს კოპაძე.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის ოფისში ამბობენ, რომ 24 ივლისს დაახლოებით 2000 კაცს ელოდებიან.

მერიის უარი ‘ნაციონალებს’ აქციის კონკრეტულ ტერიტორიაზე გამართვაზე „ჩვენ რეგიონში აქციის შესახებ ფლაერები დავარიგეთ, ყველა თავისი სურვილით წამოვა, შესაძლოა იმდენი ჩამოვიდნენ, გზაც გადაიკეტოს“, - ამბობს ზურაბ ჩილინგარაშვილი, საპარლამენტო უმცირესობის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობდან“.

წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთან შესახვედრად განსაზღვრული ადგილების ნუსხა „სამხრეთის კარიბჭემ“ მერიისგან წერილობით გამოითხოვა და პასუხი ჯერ არ მიგვიღია. (წერილით მიმართვა თავად მერიამ მოგვთხოვა). ინტერვიუს დროს კი მერმა გვიპასუხა, რომ ეს ადგილი შეხვედრებისთვის თავად განსაზღვრა: „მე გამოვყე, ქალაქის მერმა და აქ უნდა გაიმართოს მანიფესტაციები“.

იურისტები ამბობენ, რომ მერიის პასუხში შეუსაბამობებია. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ნონა ქურდოვანიძე მიიჩნევს, რომ მერიას უფლება არ აქვს, რომელიმე საზოგადოებრივ ჯგუფს თუ პოლიტიკურ პარტიას, აქციის ჩატარების ადგილი განუსაზღვროს: „მერიის არგუმენტი აშკარად დაუსაბუთებელია და წარმოადგენს შეკრების უფლების არსიის დარღვევას. აქციის ჩატრების ადგილის განსაზღვრის უფლება მხოლოდ მის ორგანიზატორს აქვს“.

„ის დასაბუთება, აქ არ ჩაატარო და იქ ჩაატარე, სადაც ყველა ატარებს, სრულიად არასაკმარისი და თითიდან გამოწოვილია. ამ შემთხვევაში მანიფესტანტებს გზის გადაკეტვის უფლებაც აქვთ და მერიამ პატრულის მეშვეობით, მათ უსაფრთხო გადაადგილება უნდა უზრუნველყოს“, -ამბობს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი გიგი ჩიხლაძე.

ახალციხის მერიის შეთავაზებას, შეკრება თეატრის მიმდებარედ გამართოს, „ნაციონალური მოძრაობა“ არ თანხმდება. პარტიაში ამბობენ, რომ აქციის ადგილს არ შეცვლიან.

მერიის უარი ‘ნაციონალებს’ აქციის კონკრეტულ ტერიტორიაზე გამართვაზე
თეატრის მიმდებარე ტერიტორია. ადგილი, რომელსაც მერია სთავაზობს პარტიას

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დარღვევის ორი ფაქტი ახალციხეში ISFED–ის ანგარიშში
„ნაციონალები“ აქციაზე მისვლისკენ ხალხს რუპორით მოუწოდებენ
NGO-ები: ახალციხის მერია არღვევს შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციურ თავისუფლებას
კანონიერია თუ არა მერიის უარი რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ კონცერტის ჩატარებაზე
ახალციხეში დაგეგმილი აქცია პარკის ნაცვლად რუსთაველის ძეგლთან, სკვერში გაიმართება
„ნაციონალების“ აქციის მონაწილეებმა  „ახალციხის ციხისკენ“ მსვლელობა მოაწყვეს
გელა დემეტრაძე: 21 მარტს ახალციხიდან 2.000 კაცი წავა