FM97.5 / LIVE

პარტიებისთვის პლაკატების გასაკრავი ადგილები თანაბრად გადანაწილდება

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 17.08.2016
ქალაქ ახალციხის მასშტაბით, პოლიტიკური პარტიებისათვის სააგიტაციო მასალების გასაკვრელი ადგილები თანაბრად უნდა გადანაწილდეს. გადაწყვეტილებას კენჭი 17 აგვისტოს, ქალაქის საკრებულოს სხდომაზე უყარეს.

პარტიებისთვის პლაკატების გასაკრავი ადგილები თანაბრად გადანაწილდება

ქალაქ ახალციხის ტერიტორიაზე სარჩევნო სააგიტაციო მასალების (პლაკატების) განთავსების შესახებ, ქალაქ ახალციხის საკრებულომ განკარგულება 2016 წლის 17 ივნისს მიიღო. ზუსტად ორი თვის შემდეგ, დღეს, დეპუტატებმა განკარგულებაში ცვლილებები შეიტანეს.

„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან მოვიდა წერილი სადაც რეკომენდაციის სახით მოცემულია, რომ კონკრეტულ ადგილებზე გამოყოფილი იყოს ადგილების კონკრეტული რაოდენობა. რათა თანაბრად მოხდეს საარჩევნო სუბიექტების პლაკატების განთავსება და არ იყო ისე, რომ ერთმა განათავსოს ათი პლაკატი და მეორეს არ დარჩეს ერთი ადგილიც კი გასაკვრელად“, – განმარტა სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომისის თავმჯდომარემ, შალვა გოგოლაძემ.

სამინისტროს რეკომენდაციის თანახმად, ქალაქში წინასწარ გამოყოფილ სპეციალურ ადგილებზე გასაკვრელი პლაკატის ზომა განსაზღვრულია. მისი სიგრძე არა უმეტეს 60 სმ, ხოლო სიგანე 42 სმ უნდა იყოს. აღნიშნული პარამეტრები A2 ფორმატის სააგიტაციო მასალას მოიცავს, თუმცა შესაძლებელია პლაკატი აღნიშნულ ფორმატზე პატარა იყოს.

"სადაც მცირე ფართობია, მაგალითად ავტობუსების მოსაცდელები, 8 კვ. მეტრიანი გამოსაკრავი ადგილები განვსაზღვრეთ, რომ თითო სუბიექტს ჰქონდეს ორი პლაკატის გაკვრის საშუალება. ასეთი მოსაცდელი ოთხი გვაქვს ქალაქში“, – ამბობს შალვა გოგოლაძე.

სააგიტაციო მასალების განთავსების შესახებ, განკარგულებაში შესატან ცვლილებებს მხარი სხდომაზე მყოფმა 11–ვე დეპუტატმა დაუჭირა.

"არაფრით აღარ შეიძლება ახლა ერთმანეთის პლაკატები გადავაკრათ ერთმანეთზე, ან დავხიოთ. იყო ასეთი პერიოდიც, მაგრამ უნდა გავიზარდოთ. საკანონმდებლო დონეზე მაინც უნდა იყოს ეს მითითებული, რომ ყველა პარტიას უნდა ჰქონდეს თანაბარი უფლება. ვისურვებდი, რომ სიტყვა სიტყვად არ დარჩეს და რაც ვთქვით, გაკეთდეს“ – განმარტავს ქალაქ ახალციხის საკრებულოს დეპუტატი "ნაციონალური მოძრობიდან“ მალხაზ გიქოშვილი.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საარჩევნო პლაკატების ომი

პარტიები პლაკატების ზომებს სურვილის მიხედვით ვეღარ შეარჩევენ
სად შეიძლება საარჩევნო პლაკატების განთავსება ახალციხის სოფლებში
სად (არ) შეიძლება საარჩევნო პლაკატების გაკვრა – ახალციხის საკრებულოს დადგენილება
ბორჯომში საარჩევნო მასალების განთავსების ადგილები განსაზღვრეს
ასპინძაში საარჩევნო მასალების  განთავსების ადგილები გამოყეს
ახალციხეში საარჩევნო მასალების განთავსების  ადგილები განსაზღვრეს